ეშინიათ მათი, „რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად“, მაგრამ არ ეშინიათ მისი, „რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“ (მათ. 10, 28). ეშინიათ დროებითი ცხოვრების დაკარგვისა, მაგრამ მარადიული ცხოვრების დაკარგვისა არ ეშინიათ. ეშინიათ დაკარგონ სიმდიდრე, დიდება, პატივი და ნუგეში, მაგრამ არ ეშინიათ დაკარგონ მარადიული სიკეთეები, პატივი, დიდება და სამოთხისეული ნუგეში. ეშინიათ ბორკილების, საპყრობილის და დროებითი გადასახლების, მაგრამ არ ეშინიათ მარადიული საპყრობილის, ბორკილების და გადასახლების. ეშინიათ დროებითი შეურაცხყოფის, მაგრამ მარადიული შეურაცხყოფისა არ ეშინიათ. მათ ეხება ეს სიტყვები: „მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში“ (ფსალმ. 52,6).
წმინდა იოსები, იაკობის ძე, ირჩევს საპყრობილეში ჩაჯდომას, ვიდრე ეგვიპტელ დედაკაცთან შეცოდებას (დაბ. 39,20); ებრაელი ქალები უგულებელყოფენ ფარაონის უკანონო ბრძანებას და არ კლავენ მამრობითი სქესის ახალშობილებს, რამეთუ „ეშინოდა ღმრთისა“ (გამოსლ. 1, 17,21); სამ ყრმას გახურებულ ღუმელში (დან. 13,23), სუსანას (დან. 13,23) – არ ეშინოდათ სიკვდილისა, ღვთის შიშის გამო.
წმ. ტიხონ ზადონელი

Комментариев нет:
Отправить комментарий