დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნახავ ესრეთსა მღვდელსა, მაშინ შენ უნდა შესწუხდე და თითქმის უნდა სტიროდე მისთვის, რომელ ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი. ნაცვლად ამისა შენ ხმამაღლა განიკითხავ მრთელსა სასულიერო წოდებასა. შენ არა თუ არ სწუხხარ, არამედ თითქოს გიხარია და თითქოს შენს თავს ამართლებ მღვდლის სიცუდითა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
Комментариев нет:
Отправить комментарий