ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

ტოლერანტობა სატანისადმი.



2014 წ. 21 იანვარი

როგორც The Telegraph-ი იუყწება, ანგლიკანური ცრუეკლესია ტესტირების რეჟიმში ცდის ყრმათა ნათლობის ახალ ვერსიას. მსახურების ახალი ტექსტის მიხედვით, მშობლები და ნათლიები ამიერიდან "სატანის უარყოფას" აღარ წარმოსთქვამენ, არ მოითხოვენ "ცოდვებში სინანულს" და "თაყვანი სცენ" ქრისტეს.

ახალი ტექსტი, რომლის გამოყენებას მხარი დაუჭირა ანგლიკანური საზოგადოების ლიდერმა ჯასტინ უელბიმ, არ შეიცავს ნათლისღების საიდუმლოში არსებულ კითხვებს: "უარყოფ სატანას და ყოველ სუპოსტატს ამხედრებულს ღმრთის წინააღმდეგ", ასევე "ინანიებ თუ არა შენს ცოდვებს, რომლებიც განგვაშორებენ ღმერთსა და მოყვასს?". ამ კითხვებს აძლევენ მშობლებსა და ნათლიებს, მათ კი უნდა უპასუხონ: "დიახ, უარვყოფ" (სატანას) და "დიახ, ვინანიებ" (ცოდვებს).

ამის ნაცვლად პასტორი მათ ტოლერანტულად ეკითხება: "უარყოფ ბოროტებას? და ასევე ყველა მის ფორმას? და ყველა მის ამაო დაპირებას?"

მსახურების ახალ ტექსტში, რომელიც უკვე 1000-ზე მეტ სამრევლოში გამოიყენება, არც ეშმაკი იხსენიება და სიტყვა "ცოდვა".

ეს ტექსტი ჯერ-ჯერობით ტრადიციულ ტექსტთან ერთად (პარალელურად) გამოიყენება. მაგრამ, როგორც კომენტატორები მიიჩნევენ, უკანასკნელი სიახლე მრევლის უმეტესობისთვის უფრო სასურველი იქნება, თუ მას ანგლიკანური გენერალური "სინოდი" მოიწონებს.

შეგახსენებთ, რომ ამასწინათ ჯასტინ უელბიმ სხვა მწვალებლური საზოგადოების, კერძოდ, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურ პაპ ფრანცისკთან ერთად დაიცვა სოდომური ქორწინება და მტკიცება, რომ "ჰომოფობია - ეს უდიესი ცოდვაა". გამოდის, რომ ანგლიკანებს შეუძლიათ მამათმავლობის ცოდვის მიუღებლობას ცოდვა უწოდონ და ცოდვის ნამდვილი, სახარებისეული გაგება აკრძალონ.

ცხადია, ამგვარი გადაწყვეტილების შემდეგ ეშმაკი ფრიად კმაყოფილი დარჩება.

რაც შეეხეება კითხვის "უარყოფ სატანას" შეცვლას კითხვით: "უარყოფ თუა რა ბოროტებას" უნდა ითქვას, რომ წმიდა მამებისეული გაგებით, ვინც ეშმაკის კერძო სახელს, მის პიროვნებას შეცვლის უპირო, აბსტრაქტული სიტყვით "ბოროტება", ის უარყოფს ბოროტი სულის რეალურ არსებობას და ასეთი ადამიანი შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი ქრსიტეანი, ქრისტე მაცხოვრის ნამდვილი მიმდევარი, რომელიც იმისთვის განკაცდა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.

წყარო: http://inok-arkadiy.livejournal.com/382118.html

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий