ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 января 2014 г.

ოკლაჰომაში სატანის ორმეტრიანი ქანდაკების მაკეტი წარადგინეს.

როგორც Associated Press-ი იუწყება სატანის ამერიკული ეკლესიის წარმომადგენლებმა წარადგინეს ეშმაკის ძეგლის პროექტი, რომლის დადგმასაც ისინი, ოკლაჰომის შტატში, კაპიტოლიუმის შენობის გვერდით აპირებენ (კაპიტოლიუმში განთავსებულია მთავრობა და უზენაესი სასამართლო).

სკულპტურამ რომლის სიმაღლეა 7 ფუტი (თითქმის ორ მეტრზე მეტი), პროექტის ავტორების თანახმად, უნდა შეცვალოს მონუმენტი, რომელიც ბიბლიის 10 მცნებას ეძღვნება და კაპიტოლიუმში დაყენებული იყო 2012 წელს. სატანის ძეგლის პროექტში სატანა გამოსახულია ბაფომეტის სახით. ბაფომეტი - ეს არის არსება, რომელსაც გამოსახავენ თხის თავით, ქალის სხეულით, გაყოფილი ჩლიქებით, თავზე ფილაქტერიონით და ორი ცალი ფრთით. ბაფომეტი პენტაგრამიან ტრონზე ზის (პენტაგრამა არის ბაფომეტის ბეჭედი), რომელსაც გარს მომღიმარე ბავშვები ახვევიან.

განცხადების მიმცემნი განმარტავენ, რომ ძეგლი მოწოდებუილა ასახოს ოკლაჰომა-სიტისა და სხვა ქალაქების სატანისტთა თვალსაზრისი. "მონუმენტს ექნება ფუნქციონალური დანიშნულებაც - ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება მუხლებზე ჩამოუჯდეს სატანას, რათა მიეცეს ფიქრებს და მიიღოს შთაგონება", - ნათქვამია პროექტის ავტორთა განცხადებაში.

სატანისტთა ინიციატივამ გამოიწვია მკვეთრი სავარაუდო რეაქცია ოკლაჰომას შტატის საკანონმდებლო წარმომადგენელთაგან, რომლებიც შედიან ე. წ. აშშ-ს ბიბლიურ სარტყელში. "ჩვენ მომთმენნი და შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ სხვადასხვა შეხედულებებისადმი, მაგრამ ეს ოკლაჰომაა, და აქ გარკვეული მომენტები დაუშვებელია", - დაასკვნა შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დონ არმსმა.

2012 წელს კაპიტოლიუმთან ძეგლის დადგმის შემდეგ, რომელიც ათ მცნებას ეძღვნებოდა, უცებ აქტივისტთა რამოდენიმე ჯგუფი გამოვიდა მისი დემონტაჟისა და ალტერნატიული ძეგლების დადგმის მოთხოვნით. პირველები იყვნენ ამერიკის მოქალაქეთა თავისუფლების დაცვის კავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც შტატის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლეს. ამ განცხადების შემდეგ ალტერნატიული პროექტები წარადგინეს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრებმა, ინდუისტებმა, ასევე პაროდიული ეკლესიის, "მფრინავი მაკარონის მონსტრის" წევრებმა. ამასთან ოკლაჰომის ხელისუფლებამ უარი თქვა განეხილა განცხადება იმ მომენტამდე, სანამ მიღებული არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება პროფკავშირის სარჩელთან დაკავშირებით.

apocalypse.ge

*********

В Оклахоме представили макет двухметрового памятника cатане

Комментариев нет:

Отправить комментарий