სრული სიყვარული განაგდებს შიშს, ამიტომაც "გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა" (ფსალმ. 33,10). არსებობს ორგვარი შიში: პირველი - თავდაპირველი, მეორე კი სრული. პირველი ახალბედებს სჩვევიათ, ხოლო მეორე წმინდა ადამიანებს, რომლებმაც სრულ სიყვარულს მიაღწიეს. ვინც ღმერთის ნებას მომავალი სატანჯველის შიშით ემორჩილება, ის ჯერ კიდევ ახალბედაა, ხოლო ვინც ღმერთის სიყვარულის გამო იჩენს მორჩილებას, ის ამ სიყვარულს სრულ შიშამდე მიჰყავს. ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც იგემა ღმერთთან ყოფლის სიტკბოება, ეშინია მისი დაკარგვისა. და სწორედ სრული შიში, სიყვარულისაგან შობილი, აღმოფხვრის თავდაპირველ შიშს.
წმ. სერაფიმე საროველი
წმ. სერაფიმე საროველი
Комментариев нет:
Отправить комментарий