ღმერთი

ღმერთი

среда, 15 января 2014 г.

რაბინი კადური: "მესია ისრაელში არიელ შარონის გარდაცვალების შემდეგ მოვა".

2014 წლის 11 იანვარს თელ-ავივის კლინიკაში "თელ-ა-შომერ"-ში გარდაიცვალა არიელ შარონი. კუბო მისი ცხედრით დაასვენეს ისრაელის პარლამენტში, სადაც დაიწყო გამომშვიდობების ცერემონია. შარონი დაკრძალეს 13 იანვარს.


2006 წლის 28 იანვარს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი და ყველა ებრაელისთვის პატივსაცემი რაბინი იცხაკ კადური.


როდესაც იცხაკ კადურის 16 წელი შეუსრულდა, დიდმა სეფარდელმა რაბინმა იოსებ-ხაიმმა (ბენ-იშ-ხაი) პატარა ვუნდერკინდი მიიღო და მასთან საუბარს უჩვეულოდ საკმაო დრო დაუთმო. პირისპირ საუბარი რამოდენიმე საათს გრძელდებოდა. 90 წლის შემდეგ რაბინი იცხაკ კადურიმ საფრანგეთის მთავარ რაბინს სითრუკს უთხრა: "ბენ-იშ-ხაიმ სამი კურთხევა მომცა: რომ ძალზედ დიდხანს ვიცოცხლებდი, რომ სიკვდილამდე ჯანრმთელი ვიქნებოდი და ვეღირსებოდი მაშიაყის ხილვას".

რაბინი კადურიმ სახელი გაითქვა როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კაბალისტმა და თორას მცოდნემ. სეფარდელი ებრაელები მას უდიდეს პატივს სცემდნენ. მისი გამოსახულება კურთხევის სახით ვრცელდება. იცხაკ კადურის კაბალის ერთ-ერთ უდიდეს მასწავლებლად მიიჩნევდნენ. მას არასოდეს გამოუქვეყნებია თავისი არც ერთი თხზულება, და იუდაური მისტიკის უდიდეს მცოდნეთა რიცხვს განეკუთვნებოდა. მას გააჩნდა ფოტოგრაფიული მეხსიერება და ცნობილი იყო თორას, წინასწარმეტყველთა და წერილის ცოდნით. ასევე უდიდესი ცოდნა გააჩნდა მას თალმუდისა და იუდეველთა სხვა წიგნებში, რასაც ხშირად ზეპირად იმოწმებდა.

თავის დროზე ისრაელის გაზეთები ბევრს წერდნენ კადურის გავლენაზე, რომელიც მან ისრაელის საზოგადოებაზე მოახდინა: მის ხილვებზე, რომლის წყალობითაც, მოშე კაცაბი 2000 წელს ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს. ლაპარაკობდნენ მის კურთხევაზე, რომელიც მან ბენიამინ ნეთანიაჰუს მისცა, რომლის წყალობითაც მან ლიკუდის პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა.

მის დაკრძალვაში 250 ათას ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. გიგანტური სამგლოვიარო პროცესია იერუსალემის ქუჩებში მიდიოდა. მის დაკრძალვაზე ითქვა, რომ ღმერთს მიჰბარდა ერთერთი უდიდესი  სასულიერო პირი  XX საუკუნის იუდაიზმისა.


იცხაკ კადურის მესიანური ხილვები:

2003 წლის 4 ნოემბერს თავის სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე, იომ ქიფურში, თავის სინაგოგაში ქადაგების დროს, კადურიმ თავისი მიმდევრები ნახა, და უთხრა, რომ ხილვაში მაშიაყს ესაუბრა, შეიტყო სახელიც და მომავალი მოვლენების შესახებაც.

მან ასევე განაცხადა, რომ მესია (ანტიქრისტე - რედ.) ისრაელში არიელ შარონის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდება (არიელ შარონი 2014 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა - რედ.).

იცხაკ კადურის მიერ მესიის სულიერი ხილვის შესახებ გამოქვეყნდა მისი ეშივის გვერდზე (www.Kaduri.net), ასევე პორტალზე NewsFirstClass [www.News1.co.il], რომელიც სპეციალიზებულია ჟურნალისტურ გამოძიებებზე: "მრავალ კარგ ადამიანს საზოგადოებაში გაუჭირდება მაშიაყის პიროვნების გაგება. ხორცისა და სისხლისგან შემდგარი მაშიაყის ხელმძღვანელობა და წესრიგი ბევრისთვის ძნელი მისაღებია ჩვენს ხალხში. ლიდერი რომ გახდერბა, მაშიაყი არ დაიკავებს არავითარ თანამდებობას, ის ადამიანთა შორის იტრიალებს და კმოუნიკაციისთვის მასობრივ საინფრომაციო საშუალებებს გამოიყენებს. მისი მმართველობა იქნბა სუფთა ყოველგვარი პირადი ან პოლიტიკური სურვილების გარეშე. მთელი მისი ბატონობის პერიოდში გამეფდება მხოლოდ სიმართლე და ჭეშმარიტება. დაუჯერებენ თუ არა ყველანი ამ მაშიაყს? ცხადია არა, თვიდან ზოგიერთი ჩვენგანი დაუჯერებს მას, სხვები კი არა. არარელიგიური ადამიანებისთვის ადვილი იქნება მაშიაყისადმი მიდევნება, ვიდრე ორთოდოქსებისადმი. მაშიაყის გამოცხადება ორ სტადიად ჩაივლის: ჯერ ის აქტიურად დაამყარებს თავისი პოზიციას როგორც მაშიაყი, და თავს არც კი უწოდებს მაშიაყს. შემდეგ კი თავს გაუცხადებს ზოგიერთ იუდეველს, თუმცა არა არის სავალდებულო ეს იუდეველები თორის ზედმიწევნით მცოდნენი იყონ. შესაძლოა მან უბრალო ადამიანები აირჩიოს. მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნება ის მთელს ერს. ადამიანებს გაუკვირდებათ და იტყვიან: "რა? ეს არის მაშიაყი?" მრავალმა ადამიანმა იცის მისი სახელი, მაგრამ არ სჯერათ, რომ ის - მაშიაყია".


მესიის სახელი:

იცხაკ კადური 2006 წლის 28 იანვარს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან ოთხ უახლოეს მოწაფეს უთხრა: "... კაბალისტები თუ გამოიკვლევენ ჩემს მიერ ბოლო თვეებში ნათქვამს მაშიაყის მოსვლის შესახებ, აღმოაჩენენ მის სახელს, რომელიც ჩემს სიტყვებშია დაფარული და რომელიც მე 5764 წლის 9-ე ხეშვანის დროს (2003 წლის ნოემბერი) გამომეცხადა. იმავე დღეს მეღირსა მე მისი პირისპირ ნახვა. ის აქ არის, ჩვენს შორისაა..."

თავის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იცხაკ კადურიმ ჩაიწერა მისთვის გამოცხადებული მესიის სახელი და ანდერძი დატოვა ეს ჩანაწერი მხოლოდ მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გაეხსნათ. 2007 წლის 28 იანვარს წერილი გახსნეს, მასში ეწერა: "აამაღლებს ხალხს და დაამტკიცებს, რომ მისი თორა და მისი რწმენა საუკუნითგან არიან". მე ხელი მოვაწერე ამას მოწყალების თვეში, იცხაკ კადური.

იცხაკ კადურიმ გამოიყენა რაბინ-კაბალისტების საყვარელი მეთოდი, რომლის მიხედვითაც საკვანძო სიტყვა გადაიცემა გარკვეული ფრაზის აბრევიატურით. ინფორმაციის გადაცემის ასეთი მეთოდი ართულებს სიტყვაში ასოების შეცვლის შესაძლებლობას, რადგან შეცვლის შემთხვევაში გადასაცემი ფრაზა აზრს დაკარგავს.

მოცემული ფრაზის პირველი ასოები შეადგენენ ებრაული სახელის იეშუას (ישוע) სრულ ვარიანტს, რომელიც ეკუთვნის იესუს ნაზარეთიდან - იეჰოშუა (יהושוע).

უნდა აღინიშნოს, რომ ებრაული სახელის იესუს (ישוע) ხსენება სრულიად ტაბუდადებულია ნებისმიერი ორთოდოქსალური ებრაელისთვის. იესუ ნაზარეველის პიროვნების აღსანიშნად ებრაელები იყენებენ შემოკლებულ ვარიატნს მისი ნამდვილი სახელისა (გაუქმეულია ბოლო ასო), და რომელიც ჟღერს როგორც "იეშუ". მოცემული მნიშვნელობა იშიფრება ზემოთნახსენები მეთოდის დახმარებით, სადაც გადაიცემა საკვანძო სიტყვები - "იიმახაკ შმო უზიხრო" და რომელიც ითარგმნება, როგორც "დე აღიხოცოს სახელი მისი და ხსენება მისი".

იეშუას სრულფასოვანი სახელის წარმოთქმა პატივდებული იცხაკ კადურის მიერ იმდენად მკაფიო მიმართვა იყო მთელი ებრაული სამყაროსთვის, რომ მისმა 80 წლის შვილმა, რაბინმა დავიდ კადურიმ, რომელსაც ეჭვიც კი არ ეპარებოდა მამის წერილის სინამდვილეში, წერილის შინაარსის გამოქვეყნების შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, რათა მის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეეტანათ. "ეს მისი ხელწერა არ არის", - აცხადებდა დავიდ კადური და ამტკიცებდა, რომ 2005 წლის სექტემბერს მამას უკვე აღარ შეეძლო წერა, და სრულიად დაავიწყდა, რომ წინა წელს მამის დანარჩენ მიმდევრებთან ერთად დაძაბული ელოდა მამის მიერ დატოვებული პუბლიკაციის გამოქვეყნებას.

"მამა მესიას ხილვაში შეხვდა და გვეუბნებოდა, რომ ის მალე მოვა", - აცხადებდა დავით კადური. იცხაკ კადურის შვილიშვილი იოსებ კადური ადასტურებს, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში იცხაკი მუდმივად ლაპარაკობდა მესიის მოსვლისა და კაცობრიობის ხსნის შესახებ.

ისრაელის მთელი პრესიდან, რომელიც ასე აქტიურად აღწერდა იცხაკ კადურის დაკრძალვას, მის "მესიანურ წერილზე" მხოლოდ ერთმა მნიშვნელოვანმა ებრაულმა გაზეთმა "მა'არივმა" (www.NRG.co.il) დაწერა, რომლის ტირაჟი მეორეა "იედი ოთ ახაარონოთ"-ის შემდეგ, თუმცა წერილის შინაარსი ეჭვ ქვეშ დააყენა. ამის პარალელურად "მესიანურ ჩანაწერს" ახსენებდა ისრაელის რამოდენიმე საიტი: საინფორმაციო საიტი IsraelToday, ეშივა კადურის ოფიციალური საიტი (2011 წლის მარტში) და ახალი ამბების პორტალი NewsFirstClass.

________________________


3rm.info-ს რედაქციისგან: მსოფლიოში პატივდებულმა ებრაელმა რაბინმა კადურიმ, სიკვდილის წინ, მომავალ მესიას, იგივე ანტიქრისტეს "იესუ" უწოდა. ებრაელები ამ ფაქტმა გააოგნა, მაგრამ სინამდვილეში ამაში გასაკვირი არაფერია.

ცნობილი მხცოვანი პაისი ათონელი ამბობს: "სიონისტები უკვე ამზადებენ თავიანთ მესიას. მათთვის მესია იქნება მეფე, ანუ აქ, დედამიწაზე იმეფებს. იეღოველები მოელიან მიწიერ მეფეს. სიონისტები თავიანთ მეფეს წარადგენენ, იეღოველები კი მას მიიღებენ. ყველა მათგანი აღიარებს მას მეფედ და იტყვიან: "დიახ, ეს ის არის". მოხდება დიდი არეულობა, რომელშიც ყველა იმიგვარ მეფეს მოითხოვს, განსაცდელისგან რომ იხსნის მათ. მაშინ წამოაყენებენ ადამიანის კანდიდატურას, რომელიც იტყვის: " მე ვარ იმამი, მე ვარ მეხუთე ბუდა, მე ვარ ქრისტე, რომელსაც ქრისტეანები ელიან, მე ვარ ის, ვისაც იეღოველები ელიან, მე - ებრაელთა მესია ვარ". მას ხუთი "მე" ექნება.

იოანე მახარობელი თავის პირველ ეპისტოლეში ბრძანებს: "შვილნო... თქვენ გსმენიათ რომ ანტიქრისტე უ ნდა მოვიდეს და უკვე მრავალნი ანტიქრისტენი გასრულნი არიან სოფლად". მას მხედველობაში აქვს არა ის, რომ მომავალი ანტიქრისტე მაქსიმილიანეს ან დიოკლეტიანეს მსგავსი იქნება, არამედ უფრო მეტიც, მომავალი ანტიქრისტე იქნება ეშმაკის განხორციელება. ის ებრაელ ერს წარუდგება როორც მესია და მსოფლიოს აცთუნებს. უმძიმესი დრო დაგვიდგება მაშინ, და უდიდესი განსაცდელი მოიწევა. ქრისტეანებს საშინელ დევნას დაუწყებენ. ამავე დროს ცხადია, რომ ადამიანებს ისიც კი არ ესმით, ბოლო ჟამის ნიშნებს რომ ვხედავთ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი თანდათანობით ახლოვდება. თითქოსდა არაფერი ხდება სამყაროში. ამიტომაც ამბობს წმიდა წერილი, რომ რჩეულნიც კი ცთუნდებიან. ისინი, ვისშიაც არ არის კეთილგანწყობა, ვისშიაც არ არის საღმრთო განათლება, აპოსტასიის დროს ცთუნდებიან. რადგან ის, ვისშიც ღვთის მადლი ჯერაც ვერ დამკვიდრებულა, სულიერი ნათელი არ გააჩნია ისევე, როგორც არ გააჩნია იგი ეშმაკს" (О знамениях времен, Глава 1, Антихрист).

გვიხსენ უფალო და დაგვიცევ ანტიქრისტესა და მისი უბილწესი ბეჭდისგან!


წყარო: http://3rm.info/index.php?newsid=42755


apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий