ღმერთი

ღმერთი

понедельник, 6 января 2014 г.

ვერის უბნის მელოდიები.


სიმღერა კინოფილმიდან ,, ვერის უბნის მელოდიები’’


ოცდახუთსა დეკემბერსა 
ქრისტე იშვა ბეთელემსაო და.

ვარსკვლავები ბრიალებდნენ 
აშუქებდნენ ედემსაო და.


მწყემსნი უფალს ადიდებდნენ,
ახურებდნენ ღვედებსაო.
ბოლოს ლხინი გაემართათ
უხაროდათ დედებსაო.


ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთელემსაო და.
ალათასა ბალათასა
ხელი ჩავყავ კალათასა,
მე თუ ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მგცემთ ბარაქასა.

მზეო სიმართლისაო,
სვეტო სინათლისაო.
ლხინი გაგვიმრავლე და 
აგვაშორე სიმდარე.


ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთელემსაო და.

ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც შიოს მარანიო.
პური, ღვინო ბევრი მოგცეთ
და სიკეთე მრავალიო.

მუდამ ერთხმად ვაგუგუნოთ
ტკბილი ჰარი ჰარალიო,
მზესთან ერთად გვაღვიძებდეს
თავქოჩორა მამალიო.

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთელემსაო და.



1 комментарий:

  1. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ლექსისთვის ბატონ მორის ფოცხიშვილს. და თქვენს გვერდს!!

    ОтветитьУдалить