როგორც The Hollywood Reporter-ი იუწყება, ამ ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკის მცხოვრებლები და სტუმრები უჩვეულო "ინციდენტის" მოწმენი გახდნენ. გამვლელები ქუჩაში ხედავენ უპატრონო საბავშვო ეტლს, რომლიდანაც პატარა, მიტოვებული ბავშვის ტირილი ისმის. როდესაც გამვლელები ეტლს უახლოვდებიან რათა ჩაიხედონ და გაარკვიონ რა ხდება, მოულოდნელად ეტლიდან წითელთვალება, გაფითრებული და ძარღვებდაბერილი ბავშვი ხტება. თანაც პატარა ისე საშინლად ბღავის, რომ შიშისგან გაოგნებული გამვლელები შოკში ვარდებიან.
აღმოჩნდა, რომ ეტლი ბავშვით, ახალი ფილმის "ეშმაკის მოსვლის" (Devil's Due) რეკლამა ყოფილა, რომელმაც ამერიკულ გაქირავებაში სტარტი 17 იანვარს აიღო. სურათის სიუჟეტის მიხედვით ფეხმძიმე დედაკაცში ეშმაკი ჩასახლდება, რომელიც მას ანტიქრისტეს გააჩენინებს.
საშინელებათა ფილმის პრომოუტერებმა შექმნეს ჯოჯოხეთური ჩვილის მექანიკური თოჯინა, მოათავსეს ის რადიომართვად საბავშვო ეტლში და დატოვეს ქალაქის ცენტრში. მოქალაქეთა რეაქციებს მოულოდნელ ინციდენტზე ვიდეოზე იღებდნენ, რომელიც შემდეგ დაიდო ინტერნეტში.
YouTube-ზე განთავსებული ეს ვიდეორგოლი უკვე 35 მლნ.-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. მასში ჩანს, როგორ მძაფრად რეაგირებენ ამერიკელები ეშმაკის ბავშვზე: ისინი კივიან, ჰყვირიან, ხელებს იქნევენ და სახეს იფარავენ.
.apocalypse.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий