მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
გამოცხ. 17:7
ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.
ლუკა 21:28
თავი 1
სიმხეცე
"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი... და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. ვისაც ყური აქვს, ისმინოს" (გამოცხ. 13:1, 8, 9).
სამი მხეცი
აპოკალიფსისი ძირითადი უარყოფითი სახე არის "მხეცი. როგორ უნდა გავიგოთ ეს საიდუმლო სიმბოლო? წმიდა მამათა და აპოკალიფსისის სხვა მკვლევართა თხზულებებში შესაძლებელია ვპოვოთ მისი სხვადასხვაგვარი განმარტება (იხ. მაგალითად: Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса / Сост. М. Барсов. М., 1994).
აპოკალიფსისის მხეცი, ეს არის:
სატანა;
ანტიქრისტე;
ცრუწინასწარმეტყველი;
წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა;
ანტიქრისტეანული სახელმწიფო, სამყაროს აღსასრულის წინ აღმდგარი რომის იმპერია, ანტიქრისტეს მსოფლიო მეუფება (მხეცის მეუფება).
თვით ანტიქრისტეანული ხელმწიფების სისტემა, ანტიქრისტეანობა;
ღმრთისგან განმდგარ ადამიანთა საზოგადოება;
ადამიანთა სულიერი გამხეცება, მათი სიმხეცე, გაპირუტყვება.
აპოკალიფსისის ერთი და იგივე სიმბოლოს მრავალგვარ განმარტებაში უცნაური არაფერია. ასე, მაგალითად, თანამედროვეობის ცნობილი სასულიერო მწერლის, მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზის) († 1982) აზრით, "არსებობს აპოკალიფსისის განმარტების მრავალი განსხვავებული საფეხური, ამიტომაც მისი უკვე არსებული, ადრინდელი განმარტებებიც შესაძლოა სრულიად მართებულნი იყონ", რადგან "რეალობაში სიმბოლოთა ერთმნიშვნელოვანი შესატყვისობა არ არსებობს" (Иером. Серафим (Роуз). Знамения времен. Тайны книги Апокалипсис. М., 2000. С. 58-59).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველებას შესაძლოა გააჩნდეს არა მხოლოდ ერთი აღსრულება - უკვე აღსრულებულ, ნაწინასწარმეტყველევ მოვლენას შესაძლოა გააჩნდეს გაგრძელება და ისტორიის ახალ ეტაპზე ახლებურად გაიხსნას. აპოკალიფსისის ერთი და იგივე სიმბოლოები ხშირად მრავალაზრობრივ პლანში იკითხება. გამოცხადების განმარტებისას ეს უნდა გვახსოვდეს.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, გვახსოვდეს, რომ გამოცხადებაში ლაპარაკია სამ სხვადასხვა მხეცზე, ესენია: "მხეცი, ზღვიდან ამომავალი" (13:1), "მხეცი, მიწიდან ამომავალი" (13:11) და "მხეცი უფსკრულიდან" (17:8). მოვიტანოთ ამ სიმბოლოთა ზოგიერთი განმარტება. აპოკალიფსისის მკვლევარი ნ. ვინოგრადოვი თავის წიგნში, "О конечных судьбах мира и человека" რომელიც გამოიცა 1878 წელს, წერდა, რომ მხეცში, რომელიც ამოდის ზღვიდან, "არცთუ იშვიათად კომენტატორები ხედავენ ანტიქრისტეს პიროვნებას", არადა "ტექსტის შინაარსთან უფრო ახლოსაა ის მოსაზრება, რომ ეს არის საზოგადოდ ყველა ღმრთის მოწინააღმდეგე ძალთა ერთობლიობა, ანტიქრისტეანული ძალები" (Виноградов Н. О конечных судьбах мира и человека. Антихристианство и Антихрист. – В кн.: О последних временах / Сост. прот. В. Свешников. М., 1996. С. 81).
"ზოგიერთს "ზღვიდან ამომავალი მხეცად" მიაჩნდა ღვთისმბრძოლი სახელმწიფო, როგორიც იყო პირველდაწყებითი ქრისტეანობისთვის რომის იმპერია, ხოლო ბოლო ჟამს იქნება ანტიქრისტეს მსოფლიო მეუფება" (არქიეპისკოპოსი ამბერკი. Архиеп. Аверкий (Таушев), иером. Серафим (Роуз). Апокалипсис в учении древнего Христианства / Пер. с англ. М., 2001. С. 161).
"შემდეგ იდუმალთმხილველი აღწერს მხეცს, ამომავალს მიწიდან, რომელსაც მოგვიანებით უწოდებენ ცრუწინასწარმეტყველს. "მიწა" აქ წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველის არასულიერ სწავლებას; ის მთლიანად გაჟღენთილი იქნება მატერიალიზმითა და ხორციელი ტკბობით... მე-13 თავის ორი მხეცი წარმოადგენენ ქრისტეანობის მოძულებთა სრულ ერთობლიობას. "მხეცი ამომავალი ზღვიდან" - ეს არის ღვთისმბრძოლი, სამოქალაქო ხელისუფლების სიმბოლო, ხოლო "მხეცი, ამომავალი მიწიდან" - ყოველ ცრუწინასწარმეტყველთა, ასევე გარყვნილ და დაცემულ საეკლესიო ხელისუფალთა ერთობლიობის სიმბოლოა" (ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) (Еп. Александр (Милеант). Апокалипсис. Руководство к изучению Откровения апостола Иоанна Богослова. СПб., 2000. С. 37-39, 42).
"მხეცი, ამომავალი ზღვიდან და უფსკრულიდან" - არის ანტიქრისტეანობა და ანტიქრისტე... აპოკალიფსურ მხეცს, რომელიც იწოდება მერვედ და საკუთრივ გულისხმობს ღმრთისა და ღვთითდაცული სოციალური წყობის დაუძინებელ მტრობას, ახლო კავშირი აქვს ზღვიდან ამომავალ აპოკალიფსურ მხეცთან. ის აღმოცენდება და აღზევდება იმ ვითარებებსა და პირობებში, რომელსაც ეს ალეგორიული მხეცი განასახიერებს. სწორედ ამიტომაც არის რომ იდუმალთმხილველი ზღვიდან ამომავალი მხეცზე ლაპარაკს ამთავრებს სიტყვებით, რომელსაც უშუალოდ კავშირი აქვს ქრისტეს უკანასკნელ მტერთან - ანტიქრისტესთან (გამოცხ. 13:5).
მიუხედავად ამისა, მხეცი, რომელიც "მერვედ" იწოდება, უნდა განვასხვაოთ იმ მხეცისგან, რომელიც ამოდის ზღვიდან. ეს მხეცი არ არის ზღვიდან, არამედ უფსკრულიდან, მას უშუალო კავშირი აქვს უფსრულთან, ანუ წარწყმედის დემონურ ძალთა საიდუმლოებებთან (გამოცხ. 17:8; 11:7; 9:11). ის არის წითელი მხეცი (გამოცხ. 17:3), რომელიც წითელია სისხლისა და ქრისტეანთა დევნისადმი მისი მიდრეკილების გამო. მგმობარი სახელები, მხეცის თავზე, ფარავს მთელს მის სხეულს, ნიშნად იმისა, რომ ღმრთისმოძულეობას მთლიანად შეუპყრია მისი არსება, რასაც გამოავლენს კიდეც სრულიად. ის გამოვა ზღვიდან ამომავალი მხეცის 7 თავიდან (ანუ მეფიდან), - ეს ნიშნავს, რომ ის თავის თავში განახორციელებს მრავალი საუკუნის განმავლობაში დაგროვილ ყოველგვარ ბოროტებას, ცოდვასა და ღმრთისმბრძლობას.
ანტიქრისტეანული, უსჯულო ყოფიერების განვითარებასთან ერთად, ანტიქრისტეს მიწიერი გარემოცვა უახლოვდება მის უფსკრულისეული წარმოშობის გარემოცვას - ანუ, ჯოჯოხეთს და წარწყმედას. სატანის წარმწყმედელ ძალასთან მჭიდრო კავშირში მყოფი და თავისი, "მერვე" თავისთვის (მეფისთვის) დამახასიათებელი ნიშნებით, მხეცი, იოანეს გამოცხადებაში, სატანის განხორციელება კი არ არის, არამედ ცალკე პიროვნება, ადამიანი, რომელიც განახორციელებს ანტიქრისტეანულ იდეებს" (Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса. С. 326; Виноградов Н. О конечных судьбах мира и человека. Антихристианство и Антихрист. С. 84).
აპოკალიფსისის სამი მხეცის ზემოთმოტანილი და მთელი რიგი სხვა განმარტებების საფუძველზე შესაძლებელია გავაკეთოთ სამი განსაზღვრება:
"მხეცი, ამომავალი ზღვიდან" (იგივე - "პირველი მხეცი") - ეს არის ანტიქრისტეანობა, ანტიქრისტეანული ხელისუფლების სისტემა, რომელიც განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ანტიქრისტესეული მსოფლიო სახელმწიფოს მშენებლობისას;
"მხეცი, ამომავალი მიწიდან" (იგივე - "სხვა მხეცი" და "ცრუწინასწარმეტყველი") - ეს არის "მასების" დამუშავების იდეოლოგიური სისტემა, რომელსაც ნერგავს ანტიქრისტეანობა და მით ამზადებს პირობებს ანტიქრისტეს გამეფებისთვის.
"მხეცი, ამომავალი უფსკრულიდან" (იგივე - "მერვე მხეცი") - ეს უკვე არის თვით ანტიქრისტე, როგორც კერძო პირი, - "ცოდვის კაცი" და "ძე წარწყმედისა".
ამ განსაზღვრებებს თუ შევაჯერებთ თანამედროვე სინამდვილესთან, მივიღებთ შემდეგ სურათს:
"მხეცი, ამომავალი ზღვიდან" - არის საიდუმლო მსოფლიო მთავრობა და "ახალი მსოფლიო წესრიგის" სისტემა, რომლის აღმშენებლობითაც არიან დაკავებულნი მასონები და სიონისტები, და რომელიც, სინამდვილეში, ჩვენს თვალწინ იშლება და იპყრობს მთელ მსოფლიოს - თითქოსდა "ამოდის ზღვიდან" - ქაოსიდან და ანარქიიდან (უხელისუფლებობიდან), რომელიც მსოფლიოში რევოლუციის მიერ გაუქმებული მონარქიის შედეგად დამკვიდრდა და მზაკვრულად დემოკრატიად* იწოდება. *
"მხეცი, ამომავალი მიწიდან" ("ცრუწინასწარმეტყველი") - ეს არის ბეჭდვით და ელექტრონული მასობრივ (ცრუ) საინფორმაციო საშუალებათა, ფსევდო ხელოვნებისა (კინო, ვიდეო, უარყოფითი ლიტერატურა და ა. შ.) და მასობრივი ცნობიერების მართვის სხვა საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ინერგება ანტიქრისტიანული მორალი და "ახალი მსოფლიო წესრიგისა" და მსოფლიო მთავრობის იდეოლოგია.
"მხეცი ამომავალი უფსკრულიდან" - არის მომავალი ანტიქრისტე, მსოფლიოს პრეზიდენტი, მსოფლიო მთავრობის მომავალი მეთაური და "ახალი მსოფლიო წესრიგის" ლიდერი.
მსოფლიო მთავრობის არსებობაში დაეჭვება ნამდვილად უგუნურებაა!
ამ ელემენტარული ჭეშმარიტების მრავალი და ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები არსებობს. აი, მაგალითად, როგორი მასალები შეიძლება ვნახოთ უცხოურ პრესაში, მსოფლიო მთავრობის ერთ ერთი მთავარი ორგანოს, ბილდერბერგის კლუბის, მორიგი, ყოველწლიური სხდომის შესახებ. 2003 წლის 16 მაისს ინტერნეტ-საიტზე WorldNetDaily.com გამოქვეყნდა ჯოზეფ ფარის სტატია სათაურით: "მსოფლიო მთავრობა უკვე მოქმედებს". ავტორმა გააკეთა დასკვნა, რომ ნამდვილად არსებობს დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანთა ვიწრო წრე, რომლებიც საიდუმლოდ ამუშავებენ "ახალი მსოფლიო წესრიგის" გეგმას, მართავენ "ჩრდილოვან მთავრობას", რომელიც ბილდერბერგის კლუბის წევრებისგან შედგება.
მან ასევე აღნიშნა, რომ "პრესის დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სერიოზული და დიდი ზეგავლენის მქონენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად იკრიბებიან ბილდერბერგის კლუბის შეხვედრებზე... დუმან მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, დუმან თვით ბილდერბერგის შეთქმულების მონაწილენი, ხოლო ადამიანებმა ხვალ შესაძლოა გაიღვიძონ და გაკვირვებულებმა აღმოაჩინონ, რომ ისინი ცხოვრობენ ახალ, ვიღაცეების მიერ ორგანიზებულ, სხვა სამყაროში".
ბილდერბერგის კლუბის შეხვედრებთან დაკავშირებულ მცირე შენიშვნაში, რომელიც გამოქვეყნდა ბი-ბი-სი-ს (BBC) საიტზე 15 მაისს, კორესპონდენტი ემა ჯეინ კერბიმ ხსენებულ შეკრებას "ბილდერბერგელ ბრძენკაცთა" შეკრება და "მსოფლიოს მბრძანებელთა საიდუმლო, კულისებსმიღმა მოლაპარაკებები" უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის როდია შესაძლებელი გაიგო ან ივარაუდო, თუ რაზე მსჯელობენ ბილდერბერგის "კონფერენციებზე", რომლებიც ყოველთვის "იდუმალების სქელი ფარდითაა" დაფარული" (Агентство «НАМАКОН». «Империя лжи. За фасадом государственного терроризма» // «Завтра». 2003, № 39).
"მოცემული მომენტისთვის, - მიაჩნია სააგენტო "ნამაკონს", - შემკავებელი ფაქტორის არარსებობის გამო, როგორიც იყო საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალი, მსოფლიო არენაზე, ჩრდილიდან თანდათანობით გამოდის (როგორც მხეცი ამოდის ზღვიდან - ავტ.) მმართველობის მონოპოლიური, ზესახელმწიფოებრივი სისტემა. მისი მეტასტაზები მყარად არის გამჯდარი სუვერენულ სახელმწიფოთა მმართველ წრეებში, გეგმაზომიერად ცვლის ეროვნულობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსს და მის სანაცვლოდ ნერგავს გარეგნული ადმინისტრაციებისადმი მორჩილ მმართველობას; და მიუხედავად იმისა, რომ ობივატელის თვალში ჯერ კიდევ გამოდიან, როგორც "სუვერენული" სახელმწიფოების "დემოკრატიულად" არჩეული "დემოკრატიული" სტრუქტურების სახელით, საქმით, ფინანსურ დავალიანებათა მექანიზმების მეშვეობით სულ უფრო და უფრო ექცევიან არალეგიტიმურ ორგანიზაციათა ზეგავლენის ქვეშ და ატარებენ მათთვის ხელსაყრელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას".
"ზღვა", საიდანაც პირველი მხეცი ამოდის, - როგორც უკვე ვთქვით, არის, ქაოსი, ანარქია, "სახალხო მასების" ზღვა (შეად. გამოცხ. 17:15), რომლებსაც, დარწმუნებულებს იმაში, რომ არსებობს "სახალხო მმართველობა", სინამდვილეში მართავენ ბოროტი ძალები.
ეს არის "წესრიგი ქაოსიდან", როგორც წერენ თავიანთ ბეჭდებზე მასონები; "ახალი მსოფლიო წესრიგი" (მხეცი) - ქაოსიდან და უმართაობიდან (ზღვიდან). "იქ, სადაც ოდესღაც იყო ღმერთი, ახლა აღარაფერია, - წერს მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი), - იქ, სადაც იყო ხელისუფლება, წესრიგი, თავდაჯერება და რწმენა, ახლა გამეფებულა ანარქია, უპრინციპობა, გაუმართლებელი ქმედებები, ეჭვი და სასოწარკვეთა" (Иером. Серафим (Роуз). Человек против Бога. М., 1995. С. 65). და აი, დღეს ჩვენ ნამდვილად მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ე. წ. დემოკრატია (რეალურად კი ანარქია) დეგრადირებს ტოტალიტარიზმში და ეს დეგრადაცია "საერთაშორისო ტერორიზმთან" ბრძოლის შირმას ამოფარებულა" (Н. С. Леонова «Над пропастью тоталитаризма» // «Русский Дом». 2003, № 2).
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სამი ალეგორიული მხეციდან მხოლოდ ერთი აღნიშნავს ანტიქრისტეს, სხვები კი ანტიქრისტეანულ, კერძოდ, ძალაუფლებისა და ადამიანთა იდეოლოგიური დამუშავების სისტემებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამედროვე მოვლენათა გასაგებად, აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებებთან მათ შესაჯერებლად.
ალეგორიულ მხეცების სხვადასხვაგვარი გაგება ხელს არ გვიშლის გავაერთიანოთ ისინი ერთი - სულიერი გამხეცების, გაპირუტყვების, ადამიანთა გაველურების იდეით. აპოკალიფსური "მხეცი" თავის თავში ატარებს ისეთ უარყოფით აზრს, რომელიც არა მარტო დამანგრეველია ზნეობრივი თვალსაზრისით, არამედ ონტოლოგიურადაც საწინააღმდეგოა ადამიანის ღმრთივშექმნილი ბუნებისა, ანტაგონისტურია მისი სულიერ-გონიერი ყოფიერებისა. აპოკალიფსისის სამივე "მხეცი" არის მხოლოდ ერთი და იმავე ანტიღვთაებრივი პრინციპის გამოხატულება. ღმრთისმბრძოლობისა და სულიერი გამხეცების იდეა, როდესაც თავისი განვითარების აპოგეასა და რეალიზაციას მიაღწევს, ბოლოს და ბოლოს განხორციელდება ანტიქრისტეში, რომელიც გახდება მისი მთავარი წარმომადგენელი და განმახორციელებელი.
ის, რომ მხეცების აპოკალიფსური სახეები ლაპარაკობენ ადამიანთა მხეცობაზე, არაერთხელ არის მინიშნებული პროტოპერსვიტერ სერგი ბულგაკოვის წიგნში "იოანეს აპოკალიპსისი: დოგმატური განმარტების მცდელობა" (პარიზი, 1948 წ.). ასე, მაგალითად, განმარტავს რა ზღვიდან ამომავალი მხეცის მნიშვნელობას, მამა სერგი წერს: "სატანა წუთისოფელში მოქმედებს კაცობრივი ცხოვრების მხეცური საწყისებით. მხეცის ეკლესიასთან ეს ბრძოლაა სწორედ აღწერილი აპოკალიფსისის მე-13 თავში. რა თქმა უნდა, მხეცი აქ მაინც არის კაცობრივი საწყისი, რომელიც იმყოფება მხოლოდ გამხეცების მდგომარეობაში. ადამიანის ეს გაველურება და გამხეცება, როგორც ბოროტი, ხორციელი ძალი წუთისოფლისა, ცნობილია ჯერ კიდევ ძველი აღთქმისთვის, რომელშიც ეკლესია ხედავდა სატანური, ანტიქრისტესეული დევნის წინასახეს. მის შესახება არის ლაპარაკი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში (ასევე აპოკრიფებში, მაგ. ეზრას მესამე წიგნში). რადგანაც მისი მე-7 თავი წარმოადგენს გამოცხადების (აპოკალიფსისის) მე-13 თავის პირდაპირ პარალელს, რომელიც ძველაღთქმისეულ სიმბოლოებს ახალაღთქმისეულ სახეებში ასრულებს და საბოლოოდ ააშკარავებს. მხეცის ხილვა იდუმალთმხილველს წარმოუდგება "ქვიშის ზღვაზე" მდგომარეს, საიდანაც ხედავს "მხეცს, ზღვიდან ამომავალს". ეს უკანასკნელი არის უფსკრულის სინონიმი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ხალხის მღელვარებასაც აღნიშნავდეს. ადამიანის ბუნებას, აღებულს მისი ხორციელი, მშვინვიერი ყოფიერების და ამ თვალსაზრისით, მისი მხეცური ბუნების მხრივ.
მხეცი კი, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნავს სახელმწიფოს, თანაც უბრალოდ წესრიგის სახელმწიფოებრივ გამოხატულებას კი არა, რომელიც მოწოდებულია შეეწიოს ადამიანს მის ცხოვრებაში (რის შესახებაც არის ნათქვამი მოციქულთან: "არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისგან" (რომ. 13:1), არამედ ტოტალიტარული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს კაცობრივი ცხოვრების ერთადერთი და ამომწურავი განმსაზღვრელი საწყისი.
ასეთი სახელმწიფო, რომელიც წინდაწინვე აჭარბებს თავის მნიშვნელობას და ამასთანავე წარმოადგენს არა მარტო წარმართულ საწყისს, არამედ დემონურსაც, - არის სატანის მიწიერი ან მისი მრავალგვაროვანი სახე. ასეთი სახელმწიფო, როგორც მიწიერი, ქრისტეს სამეფოს ეწინააღმდეგება და ნებით თუ უნებლიეთ წარმოადგენს ანტიქრისტეანულ ძალას, იარაღს "ამა სოფლის თავადის" ხელში, მის სამეფოს, რომლის მეთაურები წარმოადგენენ მის "თავებს", როგორც ეს აპოკალიფსისშია ნათქვამი.
მხეც-სახელმწიფოს ბრძოლა არის აპოკალიფსისის განსაკუთრებული და სპეციალური თემა, რომელიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი, რომელსაც სხვაგან, ახალაღთქმისეულ გამოცხადებაში ვერ ვხვდებით. ძველ აღთქმაში ის გამოიხატება წარმართობის წინააღმდეგობაში და მის საცთურებში, რომლებიც გარს ეკრა ღვთის ერს და განუწყვეტლივ ცდილობდა მის გარყვნას. ეს დაძაბულობა თავის აპოგეას აღწევს ანტიოქოს ეპიფანეს დროს, რომელიც ასახულია წინასწარმეტყველ დანიელის აპოკალიფსისში (ეს წიგნი, თავისი არსით უფრო აპოკალიფსურია, ვიდრე წინასწარმეტყველური). აქ აღწერილია ძველაღთქმისეული ეკლესიის დაჯახება მხეცის ძალაუფლებასთან (ბალთასარი, ნაბუქოდონოსორი). მაგრამ, ცხადია, მხოლოდ ახალაღთქმისეულ გამოცხადებაში აღწევს ეს ანტაგონიზმი და ბრძოლა საბოლოო შეურიგებლობას, რაც გამოხატულია კიდევაც იოანეს გამოცხადებაში. სხვა ახალაღთქმისეულ წიგნებში, მაგალითად, წმ. მოციქულ პავლესა და წმ. მოციქულ პეტრეს ეპისტოლეებში (რომ. 1:1-7; ტიტ. 3:1; 1 ტიმ. 2:12; პეტრე 2:13-17), მოძიებულია და ნაპოვნია გარკვეული შემრიგებლობა სახელმწიფოსთან, აღიარებულია ის როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგს გარე სამყაროში. სახელმწიფო აქ ემსახურება კაცობრიობას, როგორც საშუალება და არ წარმოადგენს თვითმიზანს, რადგან ქრისტეანობა ემორჩილება მხოლოდ ზნეობრიობის უმაღლეს ნორმებს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის ნათქვამი, რომ "არ არის ხელისუფლება თუ არა ღმრთისგან". ეს არის აღიარება იმ უფლებისა გქონდეს ნორმალური დამოკიდებულება ყოველგვარი ხელისუფლებისადმი, იქნება ეს ქრისტეანული თუ წარმართული, რადგან მას სამართლებრივ დავალება აკისრია და მისი ფუნქცია მითვე შემოიფარგლება. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ქრისტეანულ ქრისტეანულ ან ქრისტეანთა სახელმწიფოსთან, როგორიც შეიძლება არსებობდეს, მისთვის უკვე ახალი საზღვრები და ამოცანები წარმოიშვება და ეს საზღვრები უცილობლივ ქრისტეანულ მორალზე გადის.
მაგრამ ასეთი მსახურება გულისხმობს სულიერ წონასწორობას, რომლის დროსაც სახელმწიფო თავისი უფლებრივი საზღვრებიდან არ უნდა გამოვიდეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მდგომარეობა ყოველთვის მყიფეა და სახელმწიფო იმწამსვე გარდაიქცევა მხეცად, როგორც კი ამ საზღვრებს დაარღვევს. აი სწორედ მაშინ, ჯერ ერთი, ის ადამიანური საწყისიდან გადავა მხეცურ საწყისზე, დაკარგავს თავის უმაღლეს სულიერ მიზანს, შემდეგ კი თანამიმდევრულად გარდაიქცევა დემონურ, სატანურ, ანტიქრისტეანულ დაწესებად და უცილობლივ ჩაერთვება ბრძოლაში ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ.
მხეცის ძალაუფლების სწორედ ამ ხატს, ამგვარი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ მხეცობასა და წარმართობას აღგვიწერს აპოკალიპსისი. ამიტომაც, დღეს, თანამედროვე მოვლენათა შუქზე, შეუძლებელია არ დავინახოთ ძალაუფლების მთელი სიმხეცე და აპოკალიფსისის გამოცხადება უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები ხდება თანამედროვეთათვის. გამოცხადებაში ლაპარაკია არა მარტო ისტორიულ მოვლენებზე, არამედ ცხოვრების ონტოლოგიური საწყისებზე და მათ ბრძოლასა და დიალექტიკაზე" (Прот. С. Булгаков. Апокалипсис Иоанна: Опыт догматического истолкования. Париж: YMKA-PRESS, 1948. С. 46-49 и след.).
*სიტყვა "დემოს" (ხალხი - ბრბო) ბიბლიაში გვხვდება საკმაოდ ამაზრზენ კონტექსტებში: 1) როდესაც წარმართთა ბრბომ დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობა (დაბ. 11); 2) როდესაც გარყვნილ ადამიანთა ბრბომ ალყა შემოარტყა მართალი ლოტის სახლს (დაბ. 19) და 3) როდესაც ბრბო გაჰყვიროდა: "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ იგი" (მარკოზი 15). თანაც, ბერძნულ ენაში ეს სიტყვა ნაწარმოებია სიტყვიდან "დემონ", "დემიურგი" (მეამბოხე, ბოროტი სული). შედეგად, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ტერმინი "დემოკრატია", ნიშნავს "დემონის მიერ მართვადი ბრბოს მბრძანებლობას" (Свящ. Олег Стеняев. Маги, заклинатели, колдуны и чародеи. Библейский опыт осмысления проблемы // Что делать пострадавшему от колдунов, «целителей» и экстрасенсов. М., 1998. С. 7-8).
გაგრძელება
თავი 2
"ადამიანი-მხეცი"

Комментариев нет:
Отправить комментарий