ღმერთი

ღმერთი

вторник, 5 ноября 2013 г.

თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის

განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი "ჰოს" სათქმელსაც და "არას" სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ "ჰოს" საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც "არას" საბუთსა, რადგანაც სახელში მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ "ჰოს" გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ "არას" გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ – რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალსა.



წმ. ილია მართალი





Комментариев нет:

Отправить комментарий