ღმერთი

ღმერთი

четверг, 28 ноября 2013 г.

ხანდახან ადამიანი ისეთ სულიერ ყოფაშია,

რომ ტანჯულ მდგომარეობას უგონოდ და უგრძნობლად ყოფნა უჯობს, სიცოცხლე აღარ უნდა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დასძლიოთ სასოწარკვეთა, რადგან მას ყოველგვარი ბოროტი საცდური, დრტვინვა, მრისხანება, გარყვნილი ზრახვა, ხვედრზე ჩივილი და სამყოფელი ადგილის ცვლა მოსდევს. აუტანელი ხდება საცხოვრებელი, შენთან მცხოვრები თანამოძმენი. დემონი ბევრს შთააგონებს, რომ დაუტევოს სენაკი და ვინმეს გამოელაპარაკოს. მაშინ ბერი ღრუბელს ემსგავსება, რომელიც ქარის დაქროლვაზე მიექანება.



წმ. სერაფიმე საროველი



Комментариев нет:

Отправить комментарий