ღმერთი

ღმერთი

среда, 27 ноября 2013 г.

პაპი: გვჭირდება ეკლესია, სადაც ადგილი არ ექნება ფულის გაღმერთებას!

27-11-2013

რომის პაპმა ფრანცისკმა 84 გვერდიანი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც იგი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ებრძოლონ სიღარიბეს, კაპიტალიზმს კი "ახალ ტირანიას" უწოდებს.

"შვება სახარებისა" - ასე ჰქვია პაპის ნაშრომს, რომელშიც იგი კათოლიკური ეკლესიის განახლებულ როლზე საუბრობს, "ეკლესიისა, სადაც ადგილი არ ექნება ფულის გაღმერთებას".

"დღეს ჩვენ "გლობალური ინდიფერენტულობის" ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მორალსა და ეთიკას ალმაცერად უყურებენ. ეპოქაში, სადაც "უზენაესი არის ბაზარი", ამის გაკრიტიკების მცდელობას კი მარგინალიზაციით ცდილობენ. ბაზარი, სადაც "ღარიბების დახმარება" სხვა არაფერია თუ არა ილუზია და ტყუილი დაპირება. ეკლესია, იქაც კი, სადაც უმცირესობის როლშია, ქველმოქმედებისა და სოლიდარულობის ბასტიონს უნდა წარმოადგენდეს." - წერს პაპი.

"არა შერჩევით ეკონომიკას"

ისევე, როგორც ცნება "არა კაც კლა" აწესებს, ლიმიტს, რომელსაც არ უნდა გადავაჭარბოთ ადამიანის სიცოცხლესთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვუთხრათ არა დისკრიმინირების და უთანასწორობის ეკონომიკას. ასეთი ეკონომიკა კლავს. რატომ არის, რომ არავის ადარდებს, როდესაც მოხუცი, უბინაო ადამიანი კვდება გამოფიტულობისგან, სამაგიეროდ, ყველა შფოთავს, როდესაც ბირჟაზე აქციების ფასი 2 პროცენტით დაბლა იწევს? უნდა ვიდგეთ თუ არა განზე, როდესაც საჭმელს ყრიან, ხალხი კი ამ დროს შიმშილით კვდება? დღეს ყველაფერი შეჯიბრებითია, გადარჩება უძლიერესის პრინციპით ვცხოვრობთ და ძლევამოსილები უძლურებით იკვებებიან.

იქამდე მივედით, რომ თავად ადამიანები მოხმარების საგნებად აღვიქმებით, რომელთაც მოიხმარენ და მერე კი გადააგდებენ.

"არა ფულის გაღმერთებას"

ჩვენ მშვიდად ვეგუებით ფულის ბატონობას ჩვენზე და ჩვენს საზოგადოებაზე. ბიბლიური ოქროს ხბო არახალმა კერპმა - ფულმა შეცვალა, რომელსაც თაყვანს ვცემთ. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დაგვანახა, თუ სანამდე დავედით: ეკონომიკას ადამიანი არ ადარდებს, მისთვის იგი მხოლოდ მოხმარების საგანია.

საბაზრო ეკონომიკისა და ფინანსური სპეკულაციების აბსოლუტურმა ავტონომიამ ახალი ტირანია შექმნა: ფულის, კაპიტალიზმის, მომხვეჭელობის ტირანია. ეს ახალი ტირანია უხილავია და ხშირად, ვირტუალური. ეს არის სისტემა, რომელიც შთანთქავს ყველაფერს, რაც წინ აღუდგება მეტი სარგებლის მიღების დაუოკებელ წყურვილს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მორალთან, რასაც ჭირდება ფაქიზი მოპყრობა: მაგალითად, გარემო, ბუნება, რომელიც უძლურია საბაზრო ინტერესების წინაშე." - ნათქვამია პაპის მანიფესტოში.

Комментариев нет:

Отправить комментарий