ღმერთი

ღმერთი

среда, 27 ноября 2013 г.

რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით

რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო, დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა (დაბ. 17,27), ხოლო დავითი – მატლს (ფსალმ. 21,7). მათ მსგავსად ყველა წმინდანი თავს არაფრად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, ვინც სიამაყითაა წარტაცებული, ის ყველაზე ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს.

წმ. იოანე ოქროპირი 







Комментариев нет:

Отправить комментарий