ღმერთი

ღმერთი

пятница, 29 ноября 2013 г.

ზნეობრიობა და სულიერება-ალექსეი ოსიპოვი .

ავტორი: მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსეი ილიას ძე ოსიპოვი


თარგმნა: მიქაელ თავბერიძემ

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვარჩევდეთ ერთმანეთისაგან სულიერებასა დაზნეობრიობას. ეს ორი რამ არსით სრულიად განსხვავებულია. რათქმაუნდა გარკვეული კავშირი არსებობს და ხშირად განსაზღვრავენ კიდევაც ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი მეორასაგნ განსხავვდება. რაში მდგომარეობას სხვაობა ზნეობრიობასა და სულიერებას შორის? ზნეობრიობა – ეს ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას გარემო სამყაროს, ბუნებისა და ღვთის ქმნილებების მიმართ. და როგორია ეს ჯანსაღი დამოკიდებულება? იპოვე ოქროს შუალედი შემდეგი განსაზღვრებით: ,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გსურს რომ შენ მოგექცნენ.“
ზნეობრიობა, ადამიანის გარკვეულ ქმედებებთან არის დაკავშირებული. მე ხომ ვერავინ დამიძახებს უზნეოს იმის გამო, რომ მე გამაჩნია გარკვეული აზრები, თან არც თუ ისე ზნეობრივი. და ვინ იცის ჩემი ზრახვები და აზრები? არც არავინ! მე მხოლოდ ვამბობ ზნეობრივ აზრებზე, მაგრამ არაზნეობრივზე არაფერს ვიტყვი. როდესაც ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ ადამიანის ესა თუ ის ქმედება, ასევე ხასიათი, საქციელი, ჩვენ ვაფასებთ მას მისი მოქმედების მიხედვით. და ჩვენ როგორ ადამიანს ვუწოდებთ ზნეობრივს? ისეთს, რომელიც არ იტყუება, არ მრუშობს, არ კლავს და ა.შ. როგორც ხედავთ ჩვენ ვაფასებთ ადამიანების საქმეებს, საქციელს, მის შემოქმედებას იმ ნორმების მიხედვით რაც თვალშისაცემია. რომელიც შეიძლება შეამჩნიო, დაინახო, გაიგონო და გამომდინარე აქედან ვუწოდებთ ადამიანს ან ზნეობრივს ან უზნეოს. მაგალითად პოულობენ ვინმესთან გარკვეულ ღია ბარათებს და ამბობენ: აჰა, გასაგებია ის თუ, როგორი ზნეობრივია! ან, თუ როგორ ფილმს უყურებს, როგორ წიგნებს კითხულობს, გამომდინარე აქედან ადამიანის ზნეობრიობის შეფასების კრიტერიუმები გამომდინარეობენ მისი ინტერესების სფეროებიდან. ეს რაც შეეხება ზნეობრიობას.თქვენ უკვე გესმით, რომ ეს არ ეხება სულიერებას. გარეგნულად მე შემიძლია ვიყო უპოვართა შემწე, კაცთმოყვარე, შემიძლია გლახაკთ მატერიალურად დავეხმარო, შემიძლია გავმართო საქველმოქმედო აქციები ან გადავრიცხო თანხა ბანკიდან და ა.შ, მაგრამ ისმის კითხვა: მე რას ვაკეთებ? სიკეთეს თუ ბოროტებას? მორალური თვალსაზრისით – უდაოდ სიკეთეს. აი სწორედ აქ დავინახავთ რა არის სულიერება. არავინ არ იცის თუ რატომ ვაკეთებ მე ამას, მე კი მჭირდება ეს ყოველივე, რომ პარლამენტში აღმოვჩნდე. მე წაღმა და უკუღმა ვარიგებ ფულს: საჭიროა წარმოვაჩინო ტელევიზიით მთელი ჩემი პიროვნება. არავინ იცის თუ რა ხდება ამ დროს ჩემში და წინ რა უძღვის ჩემს ამპარტავნებას და გათვლებს. ჩემს მიზნებს შესაძლებელია წარმართავდეს არა სრულიად კაცთმოყვარეობის მოტივი ან ღვთის მცნების შესრულება მოყვასის სიყვარულის შესახებ, ან მოწყალება უცხოთა გლახაკთა მიმართ, არამედ მიზნები, რომელიც წინააღმდეგობრივია ზემორე სათნოებებისა და თავისი არსით არიან უმსგავნონი და საძაგელნი. მაგრამ არავინ იცის ამის შესახებ. ეს ჩემშია, ჩემს სულში. თუმც გარეგნულად შემიძლია ვიყო წმინდა ადამიანი, მაგრამ შინაგანად ვიყო აღმასრულებელი ამრატვანული და ქედმაღლური სურვილებისა, ადამიანებს დავყურებდე ზევიდან ან სულაც აბუჩად ვიგდებდე მათ. საკმარისზე მეტად გვხვდება იმგვარი ფაქტები, როდესაც ჩვენ გაოცებული ვამბობთ: ,,ისეთი ადამიანი, ასეთი ადამიანი, როგორ შეეძლო მას ეს ჩაედინა ? ‘’ შემოიჭრება, შემოვარდება ხანდახან ეს ,,წმინდა სატანა“ და უცებ წარმოაჩენს თავის რქებს. შეხეთ თქვენ ამ ,,ზნეობრივ“ ადამიანს, გაბედეთ და გააკრიტიკეთ და მერე განახებთ თქვენ ის თუ ,,სად იზამთრებენ მერცხლები“ .


სულიერება – ეს ისეთი რამ არის, რაც დაფარულია გარე თვალისათვის. იგი არსებობს თავად ადამიანის სულში, და შესაძლებელია გარეგნულად არც გამომჟღავნდეს, ან გამომჟღავნდეს თითქმის შეუმჩნევლად, ხოლო სულიერად გამოუცდელი თვალისათვის იგი მაინც დაფარულად დარჩება. ამიტომ როგორი შეიძლება იყოს სულიერი ფასეულობანი? სახარებაში მათ ეწოდებათ, მაგალითად: სიყვარული, მოწყალება, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის ვინც აღასრულებს სიყვარულსა და მოწყალებას , აუცილებლად გამოვლინდება ისე, რომ ყველასათვის იქნება თვალნათელი. პირიქით, რაც უფრო დიდი სულიერი ფასეულობა მკვიდრობს ადამიანში, მით უფრო მეტად ფარავს იგი მას გარეშე თვალთაგან .

თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ერთ შემაძრწუნებელ ფაქტზე, ფაქტების მნიშვნელობაზე, რომლებიც ჩვენ გვხვდება სახარებაში. შეგვიმჩნევია ოდესმე, რომ ქრისტე, როდესაც სასწაულს ახდენს, ხშირად უბრძანებს ხოლმე ადამიანებს, რომ არავის ესაუბრონ ამის შესახებ? ეს ხომ შემაშფოთებელია! რაშია საქმე? თქვენ ფიქრობთ ეს გონებიდან მოდის? ან სხვა რამისაგან? არა ! – სულიერი ფასეულობა – ის მუდამ უმანკო და ქალწულებრივია! არა დარღვეული და მანკიერი, ქალწულებრივად ურღვევი და უმანკო! ჩვენ ვიცით რა არის ქალწულება და უბიწოება. ჩვენ ვიცით რომ ის იმალება, არ ასაჯაროვებს თავის თავს. ჭეშმარიტი სათნოება, ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობა საკუთარ თავს მალავს. შემთხვევით როდი ბრძანა ქრისტემ: “ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დახშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად (მათე 6, 6). (სხვათაშორის მე ეს არ მომწონს, თანაც ძალიან არ მომწონს. მე ვამჯობინებდი რომ გადაეღოთ ფოტოსურათები, თუ როგორ ვლოცულობ, ჩემი ავაზაკი სტუდენტები კი არასოდეს მიღებენ ფოტოს ლოცვის ჟამს. ყველანი მხოლოდ მიტრებს უღებენ ფოტოებს, სრული უმსგავსობა და სისულელეა!!!

მაშასადამე სულიერება და ზნეობრიობა. ჩვენ ვიწყებთ განსხვავებას მათ შორის. შესაძლოა იყო ძალიან ზნეობრივი პოეტი, მაგრამ ამავე დროს იყო აბსოლუტურად არასულიერი ადამიანი და მეტიც, იყო სულიერების საწინააღმდეგო მდგომარეობაში. სული მუდამ სხვადასხვაგვარ მდგომარეობაშია, ან დადებითში ან უარყოფითში, იგი ან ნათელია ან ბნელია და როდესაც მე ვამბობ: ,,არასულიერს“, ეს ნიშნავს, რომ ზნეობრიობა თავისთავად არ განსაზღვრავს სულიერების შინაარს. ზნეობრიობა მაშინ იწყებს სულიერების დადებითად განსაზღვრას, როდესაც იგი იმყოფება განსაზღვრულ ვითარებაში, ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი ისწრაფვის სახარებისეულად ცხოვრებას. აი მაშინ ამგვარმა ზნეობრივმა მდგომარეობამ, შესაძლოა იქონიოს დადებითი გავლენა ადამიანის სულიერი ფასეულობების შეძენაზე, რომლის გარეშეც თავისთავად მხოლოდ ზნეობრიობა არაფრად არ ღირს. მაგალითად თუ მე გავცემ ჩემს მთელ ქონებას, ჩემს სხეულს მივცემ დასაწვავად და სიყვარული არ გამაჩნია, არანაირი სარგებელი არ მექნება მე ამისაგან. გახსოვთ პავლე მოციქულის ცნობილი ჰიმნი სიყვარულის შესახებ? სწორედაც რომ ასე არის. ამიტომ, როდესაც ქრისტიანობას წარმოიგნენენ რაღაცად, მორალურ სისტემად, როდესაც ქრისტიანობაში მეტს ვერაფერს ხედავენ, გარდა გარკვეული ზნოებრივი პრინციპებისა, ეს ნამდვილად სიმახინჯეა და ქრისტიანობის კარიკატურა. წესი: ,,არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ“ რელიგიის ისტორიაში იგი განმეორდა და ადრე ეს იცოდა კონფუციმ, იცოდა ბუდამ და ეს წესი იცოდა ყველა ფილოსოფოსმა, რომლებიც ქრისტემდე მოღვაწეობდნენ, ამ წესში არაფერია ახალი, ეს ბუნებრივი რამ გახლავთ. ამაშია არსი და დიდებულება ქრისტიანული ზნეობისა, რომელიც გაძლევს შესაბამის გასაღებს, რომელშიც ზნეობა შობს სულიერებას, არ არის ეს გასაღები – რას ნიშნავს ზნეობრიობა შობს? უგონობას, სიცრუეს, რომელნიოც უმალ ვერ იტანენ ქრისტეს და მას ჯვარსაცვავენ.

მე შევხვედრილვარ ამგვარ შემთხვევებს. ვცხოვრობდი გჟატსკში, ეხლა ეს ქალაქი არის გაგარინი. იქ იყო ერთი შესანიშნავი ქირურგი. ადამიანი, რომელიც არავის არაფერზე ეუბნებოდა უარს. თხოვენ მას, იგი მყისვე ტოვებს სადილს და მიდის დასახმარებლად და ა.შ აი ისიც გარდაიცვალა. მივიდა მისი მეუღლე მღვდელთან და უცებ მღვდელი ეუბნება მას ისეთ უცნაურ რაღაცეებს რომ ამ ქალს აღარ შეეძლია მღვდელის სიტყვების ატანა. იგი მივიდა მღვდელთან იმის გამო, რომ ერთი სიტყვით მოესმინა მოძღვრისგან თავისი ქმრის ქება-დიდება. ხოლო მღვდელმა დაუწყო მას იმგვარი კითხვების დასმა რომ საბოლოოდ დაანახა მას, როგორი იყო რეალურად მისი საქციელი, რომელიც ყველაში აღფრთოვანებას იწვევდა. აღმოჩნდა, ეს საქციელი დაკავშირებული იყო საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით და თვითგანდიდებით. ეს ადამიანი გახლდათ სავსე სიამაყით.

როდესაც ადამიანები ამბობენ ,, მე ვხედავ რომ სრულიად კეთილად და სათნოდ ვიქცევი“ ეს ყველაზე საშინელი საქმეა. (თუმცა შესაძლოა იყოს რაიმე სახის გამონაკლისი). ამას ჭირდება გაგება და შეგნებამდე დაყვანა. მე თქვენ გეტყვით ოქროს სიტყვებს, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნბდეს ჩვენი ურთიერთგაგების გასაღები, შემდგომად კი მათთვის ასახსნელად. და ჩვენ გავიგებთ თუ რა არის სულიერება ზნეობრიობისაგან განსხვავებით. ოქროს სოტყვები, რომელნიც საჭიროა ყველამ იცოდეს და რომლის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება. ზუსტად ვციტირებ: ,, წმინდანნი სტიროდნენ თავიანთ აღსრულებულ სათნოებებს როგორც ცოდვებს“ ყველასათვის გასაგებია? რა არის ზნეობრიობა და რა არის სულიერება?

ერის ხალხმა ეს სრულადაც არ იცის. კარგი, გასაგებია, რომ საეროებმა არ იციან მაგრამ არ იცის ასევე დასავლეთის ქრისტიანობამ (იგულისხმება კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი). კათოლიციზმი: იგი სრულიად რაზეა აგებული? დამსახურებები და დამსახურებები! აი მაგალითად: მე ვინმეს რამე მივეცი, გავედი კარებში და ვამბობ ,,დიდება შენდა უფალო, არის უკვე ბანკის ანგარიშზე სამაგიერო ღვთისაგან“.. იქ დავეხმარე, აქ დავეხმარე.. დააკვირდით საკუთარ თავს: არასოდეს შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც აკეთებთ რაიმე სიკეთეს გულიდან, ვინმეს ეხმარებით ,,ქვეცნობიერად თვლი რომ ღმერთი უკვე ვალშია ჩვენს წინაშე“. კათოლიციზმი საიდან გამომდინარეობს? ძველი ადამიანიდან. იმის მახსოვრობიდან, რომ თავად ჩვენი სათნოებანი შერყვნილია, არის ამპარტავნული, სიამაყით სავსე, და ანგარებიანი. რამდენს ვაკეთებთ ანგარებით? რისთის აღვასრულებთ სათნოებებს? არა სიკეთისათვის, არამედ ანგარებისათვის, განსაკუთრებით უფროსობის წინაშე. ალბათ გახსოვთ კანტის მისი აზრი რელიგიაზე. მან საერთოდ დაამცრო რელიგიის არსი და დაიყვანა მხოლოდ მორალამდე. ის გერმანელია, ეს წესრიგის ხალხია. წესრიგი და პუნქტუალობა, მორალი და ზნეობა აი მთელი მათი სულიერება.

მახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაზე ოდესაში, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელები, ჩვენის (მართლმადიდებლების) მხრიდან წაკითხული იქნა მოხსენება წმინდანებზე, სიწმინდეზე და მის მართლმადიდებლურ გაგებაზე… დღემდე მახსოვს როგორი რეაქცია მოყვა გერმანელების მხრიდან ამ ყოველივეს. მათ თქვეს: ,,ჩვენ ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ეს ჭერია და მეტი არაფერი, აღმოჩნდა, რომ მის მიღმა არის სამყაროც“ და აღნიშნეს, რომ ამ კონფერენციაზე ხვდებიან პროფესორს.

ვიმედოვნებ, რომ უკვე ყველასათის გასაგებია თუ რა სხვაობაა ქრისტიანული გაგებით სულიერებასა და ზნეობრიობას შორის. ყველაფერი მიმართულია და არსებობს სახელდობრ სულიერებაში, ხოლო თავად ზნეობრივი პრინციპები ექვემდებარებიან სულიერ პრინციპებს, უფრო მეტიც, ქრისტიანობამ მთელი რელიგიის ისტორიის მანძილზე ჩაიდინა არგაგონილი მკრეხელობა და იცით რაში მდგომარეობს ეს მკრეხელობა? ამ ერთი რამის გამო საჭიროა ქრისტიანობა აღიგავოს პირისაგან მიწისა, მე როგორც მაგალითად მამა მათესი ვშლი ამას. და მაინც იცით რა ქნა ქრისტიანობამ? რა დანაშაული და მკრეხელობა ჩაიდინა მზის ქვეშეთში? ვინ შევიდა პირველი სასუფეველში? უბრალოდ რომ ვთქვათ ავაზაკი, არამზადა.. რის გამო? რანაირად? რა ზნეობრივი ქცევების გამო? რა დამსახურებებისთვის? არანაირი! აი ესეც თქვენი სულიერება და ზნეობრიობა. თქვენ დაფიქრდით, ეს გასაოცარი ფაქტია, მოიძიეთ რომელ რელიგიას ძალუძს არამზადას წმინდანი უწოდოს? მხოლოდ იმიტომ რაც მან თქვა : ,,. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა“. საკვირველია, არის რაღაც რისთისაც წმინდანად იწოდებიან, ანუ წმინდანად რაცხავენ, მაგრამ რისთვის მიემთხვევიან ცხონებას-გადარჩენას? ასე, აქ დასათანხმებელიც არაფერია: რამდენი ადამიანი მოკალი დაგაქურდე! ამითი თავად ქრისტიანობამ გვაჩვენა რაშია მთელი რელიგიური პრობლემების არსი. სულის გამოსწორებაში, ადამიანთა სულის, ჭეშმარიტი სულის შეძენაში, ისმინეთ, არა ჭეშარიტი ზნეობრიობის არამედ სულიერების შეძენაში. ასეთ შემთხვევაში რა გამოდის ზნეობრიობა? ზნეობა არის ერთ-ერთი აუცილებელთაგანი მაგრამ არა საკმარისი პირობა. იგი არის ერთ-ერთი საშუალებათაგანი. თავად სიტყვაც კი ,,აუცილებელი“ ავაზაკის შემთხვევაში ადამიანს სულიერი სრულყოფილებისათვის არ შეესაბამება. და მე ამ შემთხვევაში ვიქნებოდი მეტად მოკრძალებული და ვიტყვი: თავად ზნეობრიობაც კი, ესეც რაღაცა ზედაპირულია. მცნებების აღსრულება, აი რა განაპირობებს ჭეშმარიტი სულის, სულიწმინდის დაუნჯებას ადამიანში.

აი როგორი პირობებში იძენს ადამიანი ჭეშმარიტად სულიერ მდგომარეობას, რომელიც აძლევს ადამიანს მიიღოს ღმერთი საკუთარ არსებაში. ღმერთი კი არ გვიღებს ჩვენ მის არსებაში, არამედ ჩვენ ვხდებით შემძლებელნი მისი მიღებისა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ასე ვთქვად ცოდვილის ცხოვრებით, ჩვენ ვერ ვართ შემძლებელნი ღმერთის მიღებისა. გახსოვდეთ ღმერთი არის სიყვარული. და იგი მუდამ მზად არის ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ წამს მოგვცემს ყველაფერი, რისი მოცემაც მას ძალუძს. რატომ არ გვაძლევს? არ შეიძლება, არ შეიძლება! დამაფარე მე თავზე მიტრა და არავის აღარ მოუშვებ მერე ჩემთან, უღირსად შევრაცხავ ხალხს. მომეცი ნიჭი სასწაულთმოქმედების და ეხლავე ისეთ სასწაულებს მოვიმოქმედებ, რომ მთელ სამყაროს გადავატრიალებ. გესმით რატომ არ შეიძლება? მე შინაგანად ძალიან შერყვნილი ვარ, თუმცა მე ამას დროულად ვერ ვამჩნევ. ტყვუილად როდი ამბობენ: გინდათ გაიცნოთ ადამიანი? მიეცით მას ძალაუფლება…

არ შეიძლება ჩემზე რაიმეს მოცემა, სანამ მე შერყვნილი მაქვს სული, სანამ მე არ გავწმენდილვარ, უკეთ რომ ვთქვათ სანამ მე არ დაინახავს საკუთარი დაცემულობა და უღირსება. აი რაშია საქმე და ამიტომაც არის ჩვენზე დამოკიდებული იმოქმედებს თუ არა ღმერთი ჩვენში, რამეთუ ღმერთი სიყვარულია. და მან გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო ყოვლისშემძლე ღმერთს. გესმით? უკვე ყველაფერი გაკეთებულია, უკანასკნელი რაც დარჩა არის ის, რომ იგი დგას ჩვენი გულის კართან და მოკრძალებულად აკაკუნებს ,,ეგების ვინმემ ისმინოს და გამიღოს“ გახსოვთ?,,შევალთ მასში და ვყოფთ მუნ სავანეს“ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული, ის გასაღები, რომლითაც ღმერთს გულის კარი უნდა გაუღოთ არის – ავაზაკის მდგომარეობა, რომელმაც თქვა: ,,და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა“. მდგომარეობა იმ მეზვერისა, რომელზეც უფალმა ბრძანა: იგი გამოვიდა უფრო მეტად გამართლებული ვიდრე ფარისეველიო.

როგორც ბევრჯერ ავღნიშნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხედავს განსხვავებას სულიერებასა და ზნეობრიობას შორის. ბევრ ადამიანს ადამიანის წესიერება და სიწმინდე მორალამდე დაჰყავს. სამწუხაროდ ეს კატასტროფაა, სრულიადაც არ საუბრობს ქრსტიანობა მორალზე, ის საუბრობს სულიერებაზე. და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე. ნუ მოგერიდებათ თუკი თქვენ გაგლანძღავენ და იტყვიან აი ასეთი ცოდვილი და კიდევ სულიერებაზე საუბრობს? ნუ მოგერიდებათ მხოლოდ ერთი უბრალოდ მიზეზის გამო: ვისაც რა სტკივა, შესაბამისად იმაზე საუბრობს. და როდესაც ადამიანს ტკივა კბილი, მას არ რცხვენია მასზე საუბარი, ეს ხომ სიმართლეა? ის ვინც თავს ავადმყოფად მიიჩნევს ის რათქმაუნდა ბუნებრივია ჯანმრთელობაზე ისაუბრებს. მაგრამ ის ვინც საკუთარ თავს ჯანმრთელად თვლის, მას არაფერი აქვს სათქმელი ავადმყოფობაზე.
ამიტომ, როდესაც ადამიანი იგრძნობს საკუთარ ავადმყოფობას, იგი სულიერებაზე ისაუბრებს, და რა არის სულიერება? ეს ჯანმრთელობაა! ის ვინც საკუთარ თავს ვერ გრძნობს ავადმყოფად, სულიერება რათქმაუნდა არ სჭირდება. კარგად თქვა პუშკინმა, უკეთესად ვერც მოიფიქრებ :,,ყოველთვის კმაყოფილი საკუთარი თავით, ცოლითა და სადილით“

კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი რამის შესახებ:- კერძოდ, ქრისტიანობის არასწორ გაგება-გაaზრებაზე. გაგებაზე, რომელიც მუდამ თან ახლდა ქრისტიანობის ისტორიას და ჩვენ დროში განსაკუთრებული მნიშვნელობაც კი შეიძინა. საუბარი ეხება ქრისტიანობის გაგებას, ერთი შეხედვით არაჩვეულებრივ, მაგრამ უკვე გამჯდარი და გამოვლენილი, მეტადრე თეოლოგიური და დოქტრინული მიმართულებით. საუბარია ქრისტიანობის სოციალურ – პოლიტიკურ გაგებაზე. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანობა იყოს იმგვარი რელიგია, იმ დანიშნულებით, რომ გააერთიანოს თავის თავში იმგვარი საზოგადოება, რომელიც ნამდვილად იქნება საწინდარი ქველმოქმედების საზოგადოების ჩამოყალიბებისა დედამიწაზე. და ყველა ის მთავარი პრინციპები რომელიც ქრისტესაგან გვეუწყა და ყველა დოგმატი მიმართულია სწორედ ამისაკენ. და ღმერთი რომ სიყვარულია! ეს გასაგებია, რათქმაუნდა. და აი ქრისტიანობა, ზუსტადაც რომ არის ისეთი დოქტრინა, თუ გნებავთ აზრთა სისტემა, მოძღვრება, რომელიც მიმართულია ამ ამოცანის ამოსახსნელად.(იგულისხმება ქრისტინობის, როგორც მხოლდო სოციალური მსახურების და მიწიერი გაჭირვებისაგან დამხსნელი რელიგიის როლი თავისი არსით.მთარგმნელისაგან).

ბოლო დროს, კიდევ ცოტა გაჩერდნენ, მაგრამ 60 – 70 იან წლები, მეტიც 80-იან წლებში, ძალიან მკაფიოდ განაცხადეს საკუთარი თავის შესახებ ე.წ ,,თეოლოგიური რევოლუცია“, მანამდე კი ,,განთავისუფლების თეოლოგია“. სიტყვა განთავისუფლების ქვეშ იგულისხმება ადამიანების მონობისაგან, ექსპლუატაციისაგან, უსამართლობისაგან და ამგვარი ადამიანური მოვლენებისაგან განთავისუფლება და მათი თანაგრძნობა. ,,თეოლოგიურ რევოლუციაში“ პირდაპირ ხაზი ესმევა იმას, რომ ქრისტიანობა მოუწოდებს ადამიანს ებრძოლოს უსამართლობას. მოუწოდებს? ვინ ამბობს რომ არ მოუწოდებს? და აი ასეთი და ასეთი საშვალებებით- მაგრამ ამაზე ბოდიშით! როგორი საშვალებებით? თავად რევოლუციით. ქრისტემ მათრახით გამოდევნა ტაძრიდან.გამოავლინა ძალადობა? -გამოავლინა! შესაბამისად შეიძლება რევოლუცია. მართლაც და საკმაოდ ორიგინალური დოქტრინაა, რომელიც მცირე ოდენი ხსნის წინ გაფორმბდა ოფიციალურად.

რეალურად ეს იდეები ფარულად საკმაოდ ადრე წამოიშვა, და არც არის გასაკვირი, რამდენადაც ჩვენ ქრისტეს მცნებებით ვიკვებებით, თავად ქრისტიანობა შეეწყობა რაიმეს? ჩვენი ძველი კაცის ცხოვრებას. შეხედეთ, როგორ კარგად შეეგუეს პროტესტანტები. მორწმუნეს – ცოდვა არ ეთვლება ცოდვად. რა შეიძლება უკეთ მოიფიქრო, იპოვეთ, უკეთ რა: მე მორწმუნე ქრისტიანიც ვარ და ბიბლიასაც ვკითხულობ. ვცოდავ მაგრამ მერე რა? ცოდვა მორმწუნეს არ ეთვლება ცოდვად. იმიტომ, რომ მე მწამს, რომ ქრისტე ევნო ჩვნეთვის 2000 წლის წინ და მოგვანიჭა ყველა მის მორწმუნეს ცოდვებისაგან სრული გამოხსნა. შესანიშნავია! კერძოდ თავად ,,რევოლუციის თეოლოგია“ თუ გნებავთ, თავისი ფესვებით და ბაზით აქვთ პროტესტანტული სული და წარმომავლობა, თუმც უნდა ითქვას, ეს ,,თეოლოგიური რევოლუცია“ ჩემი აზრით თავდაპირველად კათოლიკური ეკლესიის წიაღში. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ვატიკანი ძალიან არ იზიარებს ამ შეხედულებას და თან როგორი სანქციები იყო მათ მიერ გატარებული პროტესტანტების წინააღმდეგ? მაგრამ ეს მოხდა ლათინურ ამერიკაში, სადაც პროტესტანტებმა უბრალოდ ყურადღებაც კი არ მიაქციეს ვატიკანს. ოკეანის მიღმა არც ისე საშიშია, ოკეანე დიდია და რომის პაპიც შორს არის ჩვენგან-ო.

აი თვით საკითხი, რომელიც არსობრივად დაყენებულია: რამდენად ძალუძს ქრისტიანობას გაამართლოს მსგავსი სახის იდეა? ჩემო მეგობრებო, პირველი რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არა სახარებაზე, და არც სრულიად ახალ აღთქმაზე, დიდი გაკვირვების მიუხედავად ვერსად ვერ წავაწყდებით იმ სოციალური წყობის გაპროტესტებას და განსჯას რა წყობაც არსებობდა ქრისტეს თანამედროვეობაში, იგულისხმება მონათმფლობელური წყობა. და არათუ მის განსჯას ვერ ვნახავთ – იმ თვალსაზრისით, რომელიც სულ ეს ესაა ვახსენე (იგულისხმება ,,თეოლოგიური რევოლუციის“ მიზანი და შედეგები) არამედ პირიქით, უარესსაც კი შევხვდებით.<<მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთის მოშიშებით.>>(კოლ.3:22)<< მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს.>>(ეფეს6). არა მხოლოდო რაიმე სახის მოწოდებას ვხედავთ სოციალური წესს-წყობილების წინააღმდეგ, ან ამ სოციალური უსამართლობის განსჯას, რომელიც იყო იმ დროის უხეში ფაქტი. მაგრამ თქვენ თავად გესმით რას ნიშნავს მონათმფლობელობა და რას ნიშნავს თავად მონა. ხშირად მონა განიხილებოდა როგორც საგანი, მეტიც, მასზე დაკნინებული რამ. ჩვეულებრივი მონის სიკვდილი ეს არ ნიშნავდა ადამიანის სიკვდილს, მაგრამ რაიმე საგნის გაფუჭება ეს უკვე საქმე იყო.. და თუ სასურეველ საგანს ვინმე მონა შელახავდა, ამის გამო მოკლავდნენ კიდევაც. აი ეს პირველი მომენტი, რომელიც იწვევს გაკვირვებას მოცემული თვალსაზრისიდან.

უფრო მეტიც, ალბათ სოციალური სირთულე და დაბნეულობა პოლიტიკური თვალთახედვით სხვა მომენტს იწვევს. ქრისტემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა : <<და სამოსლისათვის რაისა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. – >>(მათ.6) მუქთახორობისა და პარაზიტისმისკენ მოუწოდებს? არავითარ შემტხვევაში! იქ დგას ბერძნული ზმნა (მერიმნაო) რაც ნიშნავს (დაშვრომას, ტანჯვა, წვალებას). ნუ დაშვრებით, ნუ დაიტანჯებით სულით, ნუ გადადებთ თქვენს სულს ამის მოპოვებისათის. და რისკენ მოგვიწოდებს ის? პირველრიგში ეძიეთ სასუფეველი ღმრთისა და სიმართლე მისი. მოციქული წერს:<<რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ>>.(ებრ.13). თავად დაფიქრდით, რომ ის მკაფიოდ მიჯნავს იმისგან, რომ დაკავდეს ამგვარი საქმეებით? ამ მიზნისათის როდი შეიქმნა ეკლესია, არამედ სხვა მიზნისათის.

არის ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ. თუკი ქრისტიანობა მისი სწავლების ცენტრალური პუნქტით ზნეობრივ სწავლებას სიყვარულად სახელდებს, მაშ როგორღა არის შესაძლებელი ამგვარი სოციალურ წყობაში (იგულისხმება მონათმფლობელური წყობა) აღესრულებოდეს სიყვარული? საკითხი რათქმაუნდა ყურადღებას იმსახურებს. და საერთოდ, როგორ გავიგოთ, რას გვიქადაგებს და რისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანობა? ის რაც სრულიად განუდგება ამ სოფელს? გამოდის, რომ ქრისტიანობა განსჯის მათ, რომელთაც – თქვენ ალბათ გახსოვთ მოციქულის ეპისტოლედან,- ვინც მიატოვა ყველა თავისი საქმე, ე. წ. საერო საქმენი და უკვე მხოლოდ მეორედ მოსვლის მოლოდინში არიან და ყველაფერი მიაგდეს გახსოვთ მოციქულის მკაცრი პასუხი :<<ვინც არ შრომობს დაე ნუ ჭამს>> და მეორე <<<თუ ვინმე არ ზრუნავს თავისიანებზე, განსაკუთრებით კი მის ახლობლებზე,ის უკვე არ არის ჭეშმარიტი და განდგომილა რწმენისაგან>>. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც ქრისტე ამბობს :<<ნუ ჰზრუნავთ …>>საუბარი ეხება ,,ნუ დაშვრებით და დაიტანჯავთ სულს და ნუ მისცემთ მას მიწიერის მოსაპოვებლად“ აი სულ ეს არის რისი ცოდნაც საჭიროა. ,,მამაო ჩვენო… პური ჩვენი აროსბისა მოგვეც ჩვენ დღეს“ რაც ნიშნავს არა ზეციდან რათქმაუნდა, არამედ მოგვეცი, დაგვეხმარე ჩვენს საქმეებში.

რატომ არ ებრძოდა ქრისტიანობა სოციალურ უსამართლობას? მონათმფლობელურ წყობას? რაშია საქმე? ეს სერიოზული საკითხია ჩემო მეგობრებო,თქვენ მოგიწევთ მასზე პასუხის გაცემა. აი რაშია საქმე.ქრისტიანობა თავის მზერას მიმართავს ადამიანური უსამართლლობის წყაროზე, რადგან ეს ყველაზე უმთავრესია. რა გვევლინება ამის წყაროდ? ადამიანის სიყვარულის არარსებობა, მიზეზი რომელიც ჰბადებს ყოველგვარ უსამართლობას. როგორც კერძო ასევე საზოგადო შემთხვევაში. სწორედ ამისკენ არის მიმართული მთელი ქრისტიანული მოძღვრება.

გახსოვთ, რას წერს მოციქული პავლე ფილიმონს: ,, მიიღეთ ონისიმე, გაქცეული მონა, როგორც თქვენთის საყვარელი ძმა “გესმით თქვენ? ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: ,, აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, არამედ გიწოდებთ მეგობართ“ ქრისტიანობა გასაოცარ რაღაცას გვთავაზობს: ,,ვისაც უნდა იყოს პირველი, ის იყოს ყველას მსახური, იყოს უკანასკნელი ვისაც უნდა სხვებზე იუფლოს“. ესეიგი იგი ამყარებს გასაოცარ პრინციპს ზნეობრივ თანასწორობისას. ეს არ ეხება ცხოვრების დისციპლინას, ეს ეხება ზნეობრივ ურთიერთობებს.

ყველანი თანასწორნი არ არიან? როგორი იქნება წყობილება? მონათმფლობელური წყობილება აღარ იქნება მონათმფლობელური, თუნდაც რომ იწოდებოდეს ასეთად და თუნდაც რომ ასეთთი მონა მონად იწოდებოდეს, რა ადგილს დაიჭერს ეს მონა აქიდან გამომდინარე? საყვარელი ძმის ადგილს. ქრისტიანობა ადამიანის გულს უყურებს, ზრდის და კვებავს მას. სწორედ ამასვე ქადაგებს იგი. უსიყვარულოდ არ არსებობს ქრისტიანობა, და თუ შენ ქრისტიანი ხარ, შენ ვალდებული ხარ, ყველა ადამიანში შენი თანასწორი დაინახო, დაინახო შენი ძმა და არა მონა. სწორედ ამითი მცირდება, საძირკველი, ბაზა, ყველანაირი სოციალუირ უთანასწორობისა, მაგრამ არა ცხოვრებისეული დისციპლინა, სადაც არის უფროსი დ ამასზე დაქვემდებარებული პირი, საუბარი ეხება მხოლოდ სოციალურ უთანასწორობას. (და არა იერაქიულ წყობას ნებისმიერ სფეროში.მთარგმ). აი რატომ გააჩნია ქრისტიანობას სრულად სხვა ფუნქცია – აღზრდა ადამიანისა და ადამიანის გულისა, და არა სოციალური და პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა. ამისათის მცდელობა იმისა, რომ ქრისტიანობა იქცეს რაიმე სახის პოლიტიკურ -სოციალურ დოქტრინად,ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
წყარო: www.faith.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий