ღმერთი

ღმერთი

среда, 6 ноября 2013 г.

"გინდა ვისაუბროთ სექსზე" - ინტიმური დიალოგები პირველკლასელთა ნეტბუკში"–საქართველოში!!!

ორ მეგობარ ბიჭს შორის დიალოგი პირველკლასელთა ნეტ-ბუქშია ჩატვირთული. სასწავლო პროგრამაში ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ მშობელმა შემთხვევით მაშინ გაიგო, როდესაც საუბარს მისი შვილი უსმენდა.

ქალბატონი, რომელმაც ეს სასწავლო პროგრამა აღმოაჩინა, სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს. მშობელთა ნაწილისთვის ფაქტი უცნობია, ნაწილი კი სწავლების ამ ფორმაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

მოდი ვისაუბროთ სექსზე! - ასე იწყება კიდევ ერთი დიალოგი, რომლითაც პირველკლასელებმა კიბერუსაფრთხობა უნდა ისწავლონ. პატარა ქრისტის ინტერნეტით გაცნობილი ერთი ბიჭი მოეწონება, რომელიც მას სექსუალურ სურათს სთხოვს.


პედაგოგების ნაწილმა ამ პროგრამის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ამბობენ, რომ გადამზადების დროს ამ ჩანაწერზე საუბარი არ ყოფილა.


პედაგოგოები ფიქრობენ, რომ თუკი ამ დიალოგს მიზნად ძალადობისაგან დაცვა, შანტაჟისაგან თავის არიდება ან ინტერნეტ უსაფრთოების სწავლება უდევს, მაგალითისთვის აუცილებლად სხვა შემთხვევა უნდა იყოს მოყვალილი და არა სექსუალური შინაარსის დიალოგები.


ეს მასალა ნეტ-ბუქებში 2010 წელს ჩაიტვირთა საქრთველოს განათლების სამინისტროსა და ვოლდ-ვიჟენს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც წელს სწავლებაში არ გამოიყენება-აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში. აქ განმარტავენ, რომ თუკი ბავშვს წვდომა აქვს ინტერნეტთან, აუცილებლად უნდა იცოდეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მიუხედავად ასაკისა.


ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ავტორია, ამბობს, რომ ინტერნეტ აქტივობებს სკოლამდელი ასაკის მოზარდებიც ახორციელებენ, რის გამოც პედოფილიის მსხვერპლი ხდებიან, ამიტომაც მეთოდს გამართლებულად მიიჩნევენ. „ვორლდ ვიჟენის“ ინტერნეტ უსაფრთხოების პროგრამა მსოფლიოს 7 ქვეყანაში მოქმედებს.

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6934&lang=ge&Title=%22%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%97+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%22+-+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A8%E1%83%98%22%E2%80%93%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98





http://www.youtube.com/watch?v=nN1oIRDlIVk



Комментариев нет:

Отправить комментарий