ღმერთი

ღმერთი

суббота, 23 ноября 2013 г.

როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.I .

დეილ კარნეგი.

ადამიანებთან მოპყრობის ძირითადი პრინციპები.


,, ნუ აფურთხებ წყაროში თორემ კიდევ მოგწყურდება.’’


1931 წლის 7 მაისს ნიუ-იორკის მცხოვრებნი მოწმენი გახდნენ პოლიციელთა ყველაზე სენსაციური ალყისა, როგორიც კი უნახავს ოდესმე ამ ქალქში. მრავალიუ კვირის ძებნის შემდეგ ცნობილი მკვლელი კროული, ბოლოს და ბოლოს , მოიმწყვდიეს და დაიჭირეს საყვარლის ბინაში, უესტ-ენდ-ავენიუზე.

ასორმოცდაათი პოლიციელი და მაძებარი მონაწილეობდა მისი თავშესაფარეის ზემოთ სართულზე მოწყობილ გარემოცვაში. სახურავში გაკეტებული ხვრელიდან ისინი ცდილობდნენ ცრემლსადენი გაზის ,, ხრჩილებით გამოეგდოთ”” კროული. მრე გარშემო შენობებზე ტყვიამფრქვევები დადგეს და მთელი საათის განმავლობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ კვარტალში პისტოლეტებისა და ტყვიამფრქვევეის ხმა ისმოდა... კროული სკამს ამოფარებული ესროდა პოლიციას. ათი ათასი აღგზნებული მაყურებელი თავსლ ადვენებდა ამ უჩვეულო ბრძოლას. მსგავსი არაფერი არასოდეს არ უნნახავთ ნიუ-იორკის ქუჩებში. როდესაც  კროული შეიპყრეს, პოლიციის კომისარმა მალრუნიმ განაცხადა, რომ იგი ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე საშიშ დამნაშავეს წარმოადგენსო.
მაგრამ, როგორად თვლიდა თავს თვითონ კროული? ეს ჩემთვის ცნობილია, რადგან , ვიდრე პოლიცია სროლას აწარმოებდა , მან დაწერა წერილის,, მათი მისამართით, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს’’. წერის დროს მისი ჭრილობიდან გამონადენი სისხლი ეწვეთებოდა ქაღალდზე. წერილში კროული წერდა :,, ჩემი სამოსელის ქვეშ ძგერს მოუსვენარი, მაგრამ კეთილი გული, რომელიც არავის ერჩის.’’
ცოტა ადრე  კროული საყვარელთან ერთად მიდიოდა  ლპნგ-აილენდისკენ მიმავალ ერთ -ერთ საგარაუბნო გზაზე. მანქანა რომ გააჩერა , მოულოდნელად მასთან პოლიციელი მივიდა  და მართვის უფლება მოსთხოვა. კროულიმ სიტყვაც არ უთქვამს , ამოიღო რევოლვერი და ესროლა პოლიციელს. როდესაც ეს უკანასკნელი დაეცა , კროული გადმოვიდა  მანქანიდან და კიდევ ერთი ტყვია დაახალა გაშხლართულ სხეულს. ჰოდა ეს მკვლელი ამბობს:,, ჩემი სამოსელის ქვეშ ძგერს მოუსვენარი, მაგრამ კეთილი გული, რომელიც არავის ერჩის.’’

კროულის ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს :როდესაც ის ციხე,,სინგ-სინგის’’ სიკვდილმისჯილთა კამერაში შეიყვანეს, როგორ გგონიათ რა , რა თქვა: ,, აი, რა მივიღე ადამიანების ხოცვისათვისო’’? ნურას უკაცრავად, მან თქვა: ,,აი, რა მივიღე იმისათვის რომ თავს ვიცავდიო’’.

მთელი საქმეც ის არის რომ კროული თავს არაფერში იდანაშაულებდა.
იქნებ ეს უჩვეულოა დამნაშავისათვის? თუ ასე ფიქრობთ წაიკითხეთ შემდეგი ფრაზა : ,, მთელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მე ვცდილობდისიოამოვნება მიმენიჭებინა ადამიანებისათვის, ვეხმარებოდი მათ, კარგად გაეტარებინათ დრო, და რა მივიღე ამისათვის? მხოლოდ შეურაცხყოფა და ნიადაგ დევნილი ადამიანების არსებობა’’.ეს სიტყვები ეკუთვნის ალ კაპონეს. დიახ, ერთ დროს უდიდეს ამერიკელ დამნაშავეს, ბანდის მეთაურს. კაპონე არ კიცხავს თავის თავს. პირიქით, მას თავი მიაჩნია კეთილისმყოფელად, რომელსაც ვერ გაუგეს და ვერ დააფასეს.

ზისტად ასევე თვლიდა თავს შულცი, ვიდრე არ განგმირა ის განგსტერის ტყვიამ ნიუ-იორკში.

შულცმა_ ნიუ-იორკის ერთ-ერთმა უდიდეს დამნაშავეთაგანმა ინტერვიუს დროს კორესპონდენტებს განუცხადა , რომ თავისი თავი საზოგადოებროვ კეთილისმყოფელად მიაჩნდა . და სჯეროდა ეს.

მე საინტერესო მიმოწერა მქონდა ციხე ,, სინგ-სინგის’’ ერთ-ერთ თანამშრომელთან , რომელმაც ერთხელ მომწერა ,, ძალიან ცოტა დამნაშავენი თვლიან  თავინათ თავს ცუდ კაცად. ისისნი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ.ისინი ახსნას უძებნიან თავიანთ საქციელს და შეუძლიათ განგიმარტონ , თუ რატომ მართებდათ გაეტეხათ სეიფები, ანდა უმალ უმალ გამოეწიათ სასხლეტები. მათი უმრავლესობა ცდილობს, თავისი ანტისაზოგადოებრივი საქციელის გასამართლებელი საბუთები მოიყვანოს თვით საკუთარი თავის წინაშე, და მტკიცე დ აცხადებს, რომ სი არ უნდა ჩაესვათ ციხეში’’.
თუ ასეთი თავზეხელაღებული დამნაშავენი , როგორც ალ კაპონე, კროული, შულცი არ იმტყუნებდნენ თავს , რაღას უნდა მოელოდე ადამიანებისაგან, რომელთაც ყოველდღე ვხვდებით მე და თქვენ?

ცხონებულმა  ჯონ ვენმეიკერმა ერთხელ თქვა:,,ჯერ კიდევ ოცდაათიან წლის წინათ მივხვდი რომ სიბრიყვეა რაღაცის გულისათვის აურზაური ატეხო . მე ჩემი უსაიამოვნებებიც მყოფნის, რომ თავი არ გავიცხელო იმის გამოც, რომ ღმერთმა ყველა თანაბრად არ შემოსა ჭკუით’’.  ვენმეიკერმა დარე შეითვისა ეს გაკვეთილი : მე კი მთელი მესამედი საუკუნე დამჭირდა , ვიდრე მივხვდებოდი, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ადამიანებს არ უყვართ თავი გაიმტყუნონ, რაც არ უნდა მართლები არ იყვნენ.

უსარეგებლოა აკრიტიკო ადამიანი რღაცის გულისათ[ის , რამდენადაც, კრიტიკა აიძულებს კაცს საკუთარი პატიოსნების დასაცავად დადგეს და ჩვეულებრივ თავის მართლების სურვილს აღუძრავს.კრიტიკა საშიშია, რადგან ადამიანის სიამაყეს ლახავს, ამცირებს მის ღირსებას და წყენას იწვევს.

გერმანულ არმიაში ჯარისკაცს უფლება არა აქვს უჩივლოს მეორე ადამიანს, ამ უკანასკნელის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენისთანავე. იგი მოვალეა მეორე დილამდე მოითმინოს , რომ რისხვა დაუცხრეს. უკეთუ ის დაუყოვნებლივ იჩივლებს , მას სჟიან. ცუდი არ იქნებოდა , ასეთი კანონი სამოქალაქო ცხოვრებაშც რომ არსებობდე-- კანონი მეტისმეტად მკაცრი მშობლებისათვის, ანჩხლი ცოლებისათვის  და, საერთოდ, შარიანი ადამიანებისათვის.

ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის, რომელიც კრიტიკის უსარგებლობაზე მეტყველებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ცნობილი კინკლაობა თეოდორ რუზველტსა და პრეზიდენტ ტაფტას შორის, კინკლაობა, რომელმაც გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის გაყოფა, თეთრ სახლში ვუდრო ვილსონის გამოჩენა და ისტორიისმტელი მსვლელობების შეცვლა. მოკლედ განციხილოთ ფაქტები. როდესაც თეოდორ რუზველტმა 1908 წელს თეთრი სახლი დატოვა , მან ტაფტი პრეზიდენტად გახადა. მერე რუზველტი ლომებზე სანადიროდა გაემგზავრა აფრიკაში, ხოლო როცა დაბრუნდა , გაცხარებით იწყო თავისი უკამყოფილების გამოხატვა ტაფტით. ის ბრალს სდებდა ტაფტს კონსერვატიზმში, ცდილობდა უზრუნველეყო თავის არჩევა პრეზიდენტად მესამეჯერ, შექმნა ახალი პარტია და კინაღამ რესპუბლიკური პარტიის დაშლას არ მიაღწია.არჩევნებში ტაფტმა და რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა  ორად-ორ შტატში-- ვერმონტსა  და იუტაში. ეს გახლდათ ყველაზე დიდი დამარცხება , როგორიც კი განუცდია ოდესმე რესპუბლიკურ პარტიას.

თეოდორ რუზველტი ბრალს დებდა ტაფტს. მაგრამ აღიარებდა ტაფტი რომ ბრალი მიუძღოდა რაიმეში? რასაკვირველია, არა. ტაფტი თვალებაცრემლებული ამბობდა :,, ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი’’.

მაინც ვინ იმსახურებდა გაკიცხვას ამ შემთხვევაში-- რუზველტი თუ ტაფტი? გულახდილად გითხრათ არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ეს მაგალითი იმისათვის მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა, თუ როგორ ვერ დაარწმუნა თეოდორ რუზველტის მთელმა კრიტიკამ ტაფტი იმაში , რომ ის მართალი არ იყო. კრიტიკამ მხოლოდ ის მოახერხა , რომ სურვილი აღუძრა ტაფტს ტავის ემართლებინა და განუწყვეტლივ იმეორებდა:,, ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი’’.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ალბათ ყველას გახსოვთ, ტიპოტდომში  ნავთობის მარაგის გამო მომხდარი სკანდალი. ამის თაობაზე გაზეტები ,,ბობოქრობდნენ’’ მრავალი წლის მანძილზე. ამ სკანდალმა ბურჯი შეურყია ქვეყანს. მსგავსი ჯერ არასოდეს არაფერი მომხდარა ამერიკის საზოგაოებრივ ცხოვრებაში. აი, სკანდალთან დაკავშირებული შიშველი ფაქტები. ალბერტ ფოლი , შინაგან საქმეთა მინისტრი გარდინგის კაბინეტში, უფლებამოსილებით აღიჭურვა, ხელშეკრულებები საედო ელკ-ჰილსა და ტიპოტ-დომში სახელმწიფო ნავთობის ჭაბურღილების იჯარაზე, რომლებიც დაჯავშნული იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის მომავალში გამოსაყენებლად. გამოიყენა ფოლმა განცხადებების კონკურირების ჩვეულებრივი სისტემა? არა. მან უბრალოდ ხელსაყრელი კონტაქტი დადო თავის მეგობარ ედუარდ დონეჰისთან. დონეჰიმ რაღა ქნა? მან გადასცა მინისტრ ფოლს ასი ათასი დოლარის ეგ.წ. სესხი(როგორც მას ფოლი არქმევდა). მერე ფოლმა , გამოიყენა რა თავისი  ძალაუფლება, უბრძანა საზღვაო ქვეით ჯარს, განედევნათ ყველა კონკურენტი-- ელკ-ჰილის ახლომდებარე ჭაბურღილთა მფლობელები იმ საბაბით , რომ ისინი ნავთობს  ელკ-ჰილის ჭაბურღილებიდან იწოვდნენ. კონკურენტებმა, რომლებსაც წაართვეს თავიანთი მიწები იარაღის მუქარით, სასამართლოს მიმართეს. შედეგად გამოაშკარავდა მაქინაცია, რომელშიც ფიგურირებდა ასი ათასი დოლარის თანხა . სკანდალი იმდენად დიდი იყო, რომ გარდინგის მთავრობის დამხობა მოჰყვა, მთლე ქვეყანაში უზარმაზარი აღშფოთება გამოიწვია, მუქარა შეუქმნა რესპუბლიკური პარტიის არსებობას და ალბერტ ფოლი ციხის კარამდე მიიყვანა.

ფოლი სასტიკად დაისაჯა. მაგრამ ინანიებდა ის? არასოდეს. მრავალი წლის შემდეგ, ჰუვერმა ერთ-ერთ სიტყვაში გაკვრით მოიხსენია, რომ გარდინგის სიკვდილი მეგობრის ღალატით გამოწვეული შერყევის შედეგი იყოო. ეს რომ მისის ფოლმა გაიგო, ატირდა და ბედის მდურვით წამოიძახა :,, რაო? ფოლმა ყღალატა გარდინგს? არა, ჩემს ქმარს არასოდეს არავისთვის უღალატნია. ვერავითარი ამქვეყნიური სიკეთე ვერ აიძულებდა ჩემს მეუღლეს, უპატიოსნოდ მოქცეულიყო. მას თვითონ უღალატეს და სასიკვდილოდ გასწირეს’’.

ასეთია ადამიანების ბუნება: რაც არ უნდა არ იყოს მართალი , ის მზად არის გაამტყუნოს ყველა, მაგრამ არამც და არამც საკუთარი თავი. და ყველა ასეთია. ამიტომ როცა შემდეგში ვინმეს გაკრიტიკება მოგინდებათ , გაიხსენეთ ალ კაპონე, კროული, ალბერთ ფოლი.გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტა-მტრედს ჰგავს: ყოველთვის უკან გიბრუნდება. გაიგეთ, რომ ადამიანი, რომელსაც რაიმეში გამტყუნებას დაუწყებთ, მოინდომებს იმართლოს და, შესაძლოა, თქვენვე გადმოგაბრალოს დანაშაული, ანდა , უკეთეს შემთხვევაში, ტაფტის მსგავსად იტყვის:,, ვერ წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ შემეძლო მოვქცეულიყავი’’.

შაბათ დილით, 1865 წლის 15 აპრილს, უბრალო ავეჯით გაწყობილ ოთახში კვდებოდა ბუტის ნასროლი ტყვიით განგმირული ლინკოლნი. ის იწვა საწოლზე, რომელიც ერთობ მოკლე იყო მისთვის. საწოლის თავზე ეკდა იაფფასიანი რეპროდუქცია როზა ბონერი ცნობილი სურათისა,, ცხენების გამოფენა’’: ბჟუტავდა გაზქურის შუქი.სამხედრო მინისტრმა სტანტონმა მაშინ თქვა:,, კვდება საუკეთესო მმართველი, როგორსაც ოდესმე იცნოდა მსოფლიო”.
რაშია ადამიანებთან ურთიერთობაში ლინკოლნის წარმატების საიდუმლო. მე ვსწავლობდი ლინკოლნის ცხოვრებას ათი წლის განმავლობაში და მათგან სამი წელი შევწირე წიგნის,, ლინკოლნი უცნობი’’ დაწერას. ვფიქრობ, შევისწავლე ლინკოლნის პიროვნება  და ცხოვრება იმდენად დაწვრილებით  და ამომწურავად , რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. მე სპეციალურად ვიკვლევდი ადამიანებთან ურთიერთობის  მის მეთოდებს. უყვარდა მას ადამამიანების კრიტიკა? ო, დიახ. ჯერ კიდევ ჭაბუკი, ის წერდა წერილებსა და პოემებს, რომლებშიც დასცინოდა ადამიანებს, ყრიდა ამ წერილებს გზაზე , სადაც მისი რწმენით , იპოვნიდნენ მათ. ერთ-ერთმა ამ წერილთაგანმა აღშფოთება გამოიწვია , რაც არ დაუვიწყეს მას  მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მას შემდეგაც კი, რაც ლინკოლნმა ადვოკატურ პრაქტიკას მიჰყო ხელი სპრინგფილდში, ილინოისის შტატში, ის აშკარად ესხმოდა თავს თავის მოწინააღმდეგეებს წერილებში, გაზეთებში რომ აქვეყნებდა. ხოლო ერთხელ მთლად გადაამლაშა. 1842 წლის  შემოდგომაზე მან შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, სახელად ჯეიმს შილდსს, პატივმოყვარე და ჭირვეული ირლანდიელს. ლონკოლმა მასხრად აიგდო ის ანონიმურ წერილში , რომელიც სპრინგფილდის  გაზეთში დაბეჭდა. მთელი ქალაქი ხარხარებდა. წყენია და ამაყი შილდსი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა , მან შეიტყო , ვინ დაწერა  წერილი, გაექანა ლინკოლნისაკენ და დუელში გამოიწვია იგი. ლინკოლნს არ სურდა გასვლა. ის წინააღმდეგი იყო დუელებისა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ვერ ნახა, რომ თავისი ღირსება შეენარჩუნებინა . მას მისცეს უფლება , აერჩია იარაღი. ლინკოლმა პალაში აირჩია, იმიტომ რომ გრძელი ხელები ჰქონდა. აღნიშნულ დრეს ლინკოლნი და შილდსი შეხვდნენ დათქმულ ადგილას, მისიისპის ქვიშიან ნაპირზე, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის გამზადებულნი, მაგრამ უკანასკნელ წუთს სეკინდანტები ჩაერივნენ და შეწყვიტეს დუელი.

ეს გახდათ ყველაზე პირქუში ეპიზოდი ლინკოლნის ცხოვრებაში. მა აქედან ძვირფასი მაგალითი მიიღო ადამიანებთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით. მას შემდეგ ლინკოლნს უკვე აღარასოდეს დაუწერია შეურაცხმყოფელი წერილები, აღარავინ გაუმასხრებია და თითქმის არასოდეს არავინ გაუკრიტიკებია რაიმე შეცდომისათვის.

სამოქალაქო ომის დროს ლინკოლნი იძულებული იყო არაერთგზის შეეცვალა გენერლები, მდ.პოტომაკის რაიონში მოქმედ არმიებს რომ ხელმძღვანელობდნენ. ყოველი ამ გენერალთაგანი---მაკლელანი, პოუპი, ვირნსაიდი, ჰუკერ მიდი--- სერიოზულ შეცდომებ უშვებდა, რაც სასოწარკვეთილებაში აგდებდა ლონკოლნს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ბრალს სდებდა  ამ გენერლებს, მაგრამ ლინკოლნი, ,, ექცეოდა რა ყველას წყრომის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდგულმოწყალებით’’, სიმშვიდეს იჩენდა. მისი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამი იყო:,, ნუ გაკიცხავ სხვებს და არც შენ გაგკიცხავენ’’.

როდესაც ლინკოლნის ცოლი ან სხვა ვინმე მკვახე მოჰყვებოდა სამხრეთელებზე, ლინკოლნი ჩვეულებრივ უპასუხებდა : ,, ნუ აკრიტიკებთ მათ, ისინი იქცევიან ისე, როგორც მოვიქცეოდით ჩვენ თვითონ მსგავს გარემოებებში’’. თუმცა ვის ჰქონდა ყველა საფუძველი კრიტიკისთვის, თუ არა ლინკოლნს?
დავასურათოთ ეს მაგალითზე. გეტისბურგისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა 1863 წლის ივლისის პირველ სამ დღეს. 4 ივლისის წინაღამეს ლინ სამხრეთისაკენ უკანდახევა იწყო. იმ ხანებში გამუდმებით წვიმდა. როდესცა ლი თავისი დამარცხებული არმიით მდინარე პოტომაკს მიადგა, მან დაინახა წინ გადაულახავი ზღუდე: ასე ძლიერ ადიდებულიყო მდინარე, უკან კი მოწინააღმდეგის ძლევამოსილი არმია ეგულებოდა. ლი ხაფანგში იყო. ვეღარსად წავიდოდა. ლინკოლნს ესმოდა ეს. ჩრდილოელებს შესანიშნავი შესაძლებლობა მისცემოდათ, ხელში ჩაეგდოთ ლის არმია და დაუყოვნებლივ დაემთავრებინათ ომი. ლინკოლნმა, გილდაჯერებულმა, უბრძანა გენერალ მიდს, არ მოეწვია სამხედრო საბჭო, დაუყოვნებლივ შეეტია ლის არმიისათვის. ლინკოლნმა ბრძანება ტელეგრაფიდ გადასცა, მერე სპეციალური შიკრიკი აფრინა გენერალთან , გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვდა.

გენერალმა მიდმა რა გააკეთა? მან გააკეთად სწორედ საწინააღმდეგო იმისა, რაც ნაბრძანები ჰქონდა. მოიწვია სამხედრო საბჭო, რითაც პირდაპირ დაარღვია ლინკოლნის ბრძანება. მიდი ყოყმანობდა, ბრძანების შესრულებას ერთი დღიდან მეორესთვის სდებდა, ტელეგრაფით გადასცემდა ყოველგვარ გასამართლებელ მიზეზებს და , ბოლოს, გადაჭრით იარყო ლის არმიაზე შეტევა. ამასობაში მდინარემ დაიკლო. და ლიმ თავისი არმიით პოტომაკი გადალახა.

ლინკოლნმა აღარ იცოდა რა ექნა .,, რა არის ეს?_წამოიძახა მან და თავის შვილს რობერტს მიუბრუნდა ._ღმერთო დიდებული, რა არის ეს? ისინი ხელში გვყავდნენ , ცოტა მიწოლაც და _ უკვე ჩვენები გახდებოდნენ. რა არ ვუთხარი, რაღა არ გავაკეტე, არმია ადგილიდანაც ვერ დავაძვრევინე. ამისთანა გარემოებაში ნებისმიერი გენერალი ბოლოს მოუღებდა ლის არმიას. იქ რომ ვყოფილიყავი სეირს ვუჩვენებდი მე მათ’’.

მწარედ იმედგაცრუებულმა ლინკოლნმა გენერალს წერილი მისწერა. გახსოვდეთ, რომ თავისი ცხოვრების ამ პერიოდში ლინკოლნი ყველაზე უფრო თავშეკავებული  და ზომიერი იყო საკუთარი აზრების გამოთქმაში. ამრიგად. 1863 წელს დაწერილი ლინკოლნის ეს წერილი ყველაზე მკაცრი  საყვედურის ტოლფასი გახლდათ. აი , ეს წერილიც:
,, ძვირფასო გენერალო.
თქვენ , როგორც სჩანს, ვერ წარმოგიდგენიათ , რა დიდია უბედურება , რომელიც მოხდა იმით , რომ ლი წაგვივიდა. ის თითქმის ხელში გვყავდა, და მასზე გამარჯვება ჩვენს სხვა წარმატებებდათ ერთად ომს დაამთავრებდა . ეხლა კი ომი გაგრძელდება გაურკვეველი ხნის მანძილზე. თუ თქვენ ვერ შეძელით წარმატებით შეგეტიათ ლისთვის გასულ ორშაბათს, როგორ მოახერხებთ ამის გაკეთებას მდინარის სამხრეთით, თანაც იმაზე ნაკლები ჯარით ვიდრე ადრე გყავდათ?უგუნურება იქნებოდა მოველოდეთ, მე არც მოველი, რომ შეძლებთ ბევრს  რასმე მიაღწიოთ . თქვენ ხელიდან გაუშვით იდეალური შესაძლებლობა , და მე უზომოდ გულნატკენი ვარ ამით’’.

როგორ გგონიათ რა ქნა მიდმა , ეს წერილი რომ წაიკითხა? მაგრამ მტელი საქმეც ის გახლავთ, რომ მიდს თვალითაც არ უნახავს იგი. ლინკოლნს არ გაუგზავნია წერილი. ის იპოვნეს ლინკოლნი ქაღალდებში მისი სიკვდილის შემდეგ. ჩემი ვარაუდია_ და ეს მხოლოდ ვარაუდია , რომ, დაწერა რა წერილი , ლინკოლნმა თავისთვის თქვა:,, საჭირო არ არის აჩქარება. ჩემთვის იოლია , თეთრ სახლში ვიჯდე და მიდს შეტევის შესახებ ბრძანებებს ვაძლევდე, მაგრამ თავად რომ ვყოფილიყავი გეტისბურგში, მენახა იმდენი სისხლი, რამდენიც მან ნახა უკანასკნელი კვირის მანძილზე და მომესმინა დაჭრილთა და მომაკვდავთა კვნესა გოდება , იქნებ არც ჩემთვის გაეწია გულს შეტევისაკენ. გენერალ მიდისავით გაუბედავი ხასიათი რომ მქონოდა, მეც, ალბათ, იგივეს მოვიმოქმედებდი. ასე თუ ისე, წყალი უკვე ხიდქვეშაა. წერილი რომ გავგზავნო ეს მე დამამშვიდებს, მაგრამ მიდს აიძულებს რამენაირად თავის გამართლება სცადოს. წერილს რომ მიიღებს, მე დამიწყებს გამტყუნებას, რაც არასასურველ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს და , შესაძლოა, იძულებული გამხადოს გადავდგე’’.

ამრიგად ლინკოლნმა წერილი გვერდზე გადადო , რადგან მწარე გამოცდილებით დარწმუნდა , რომ მძაფრი კრიტიკა  და საყვედურები თითქმის ყოველთვის ფუჭია.
თქვენ ისურვებდით უკეთესი მხრით შეგეცვალათ ადამიანი? ჩინებულია.მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამას. მაგრამ რატომ არ დავიწყოთ ეს საკუთარი თავით?თვით წმინდა ეგოსიტური თავალსაზრისითაც კი ეს მნიშვნელოვნად ეს უფრო სასარგებლო და ნაკლებ საშიშიც იქნება.
თეოდორ რუზველტი ამბობს, რომ როცა პრეზიდენტობისას უჩვეულოდ რთულ პრობლემას ეჯახებოდა , ჩვეულებისამებრ შემოტრიალდებოდა,
მზერას მიაპყრობდა ლინკოლნის მოზრდილ პორტრეტს, თეთრს სახლში მისი საწერი მაგიდის ტავზე რომ ეკიდა და თავისთვის იკითხავდა:,, რას იზამდა ჩემს ადგილას ლინკოლნი?როგორ გადაწყვეტდა პრობლემას?’’

ამრიგად, შემდეგში , როდესაც ვინმესთვის ჭკუის სწავლება მოგინდებათ, ამოიღეთ ჯიბიდან ხუთდოლარიანი ქაღალდის ფული, შეხედეთ ლინკოლნის პორტრეტს და გაიფიქრეთ, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში ლინკოლნი.
,,თუ ადამიანშჳ იწყება შიანაგანი ბრძოლა,_ამბობდა ბროუნინგი,_ეს ადამიანი უკვე რაღც ღირს’’. რომ გამოიცვალოთ , ალბათ, დიდი დრო დაგჭირდებათ_ თვით შეობამდე, ჰოდა შეობას შეძლებთ მშვენივრად დაისვენოთ და მიუძღვნათ ახალი წელი სხვა ადამიანების კრიტიკას.

მაგრამ ჯერ გამოიცვალეთ.,, ნუ გამოხატავ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მეზობლის სახურავზე თოვლი დევს ,_ამბობს კონფუცი,_როცა შენი საკუთარი პარმაღი გადაუწმენდავია’’.
ახალგაზრდობისას, პოპულარულობის მიღწევას რომ ვცდილობდი, ბრიყვული წერილი მივწერე მწერად რიჩარდ ჰარდინგს დევისს, რომელიც იმხანად გამოირჩეოდა ამერიკულ ლიტერტურაში. სტატიას ვამზადებდი ჟურნალისათვის მწერლების შესახებ და ვთხოვე დევისს, მოეთხრო თავისი მუშაობის მეთოდებზე.რამდენიმე კვირის წინ, სანამ დევისს წერილს გავუგზავნიდი, ერთ-ერთი მწერლისაგან მივიღე პასუხი, რომელსაც ბოლოში ასეთი შენიშვნა ჰქონდა დართული:,, ნაკარნახევია , მაგრამ არა წაკითხული’’.ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა . მე გადავწყვიტე , რომ ეს მწერალი გამოჩენილი, მოუცლელი და მნიშვნელოვანი გახლდათ. მე სულაც არ ვიყავი მაგრამ სურვილით ვიწვოდი, შთაბეჭდილება მომეხდინა დევისსზე და ჩემი მოკლე ბარათი დავამთავრე სიტყვებით: ,,ნაკარნახევია , მაგრამ არა წაკითხული’’.
დევისი არ გარჯილა ეპასუხა. მან უბრალოდ დამიბრუნა წერილი უკან და ბოლოში წააწერა :,, ტქვენ სწორუპოვარი ბრიყვი ხართ’’. მე მართალა სულელურად მოვიქეცი  და ალბათ, დავიმსახურე ასეთი შეფასება. მაგრამ, როგორც ყოველი ადამიანი , ნაწყენი დავრჩი ამით. ისე ძლიერ მწყენია , რომ ათი წლის მერე დევისის ნეკროლოგი რომ წავიკითხე, რაც არ უნდა მრცხვენოდეს ამის აღიარება, უპირველესად ჩემდამი მოყენებულ შეურაცხყოფაზე გავიფიქრე.
თუ ადამიანი კრიტიკანობასა და სხვის გაკილვას მისდევს და დარწმუნებული არ არის თავის სიმართლეში , უსათუოდ პასუხად მიიღებს შეურაცხყოფას, რომელიც გასტანჯავს მას ათეული წლების განმავლობაში, ხოლო, შესაძლოა, მთელის სიცოცხლის მანძილზეც.
ადამიანებთან ურთიერთობისას საჭიროა გახსოვდეთ, რომ თავიანთ მოქმედებაში ყველანი როდი ხელმძღვანელობენ ლოგიკით. ადამიანებს სჩვევიათ წინასწარ შეგონებული ცრუ რწმენები: ბევრ მათგანს ამოძრავებს სიამაყისა და პატივმოყვარეობის ამაო გრძნობა.

კრიტიკა წარმოადგენს საშიშ ,, ნაპერწკალს’’, რომელსაც ძალუძს,, ხანძარი გააჩინოს’’, შეურაცხყოს ადამიანი და სიკვდილიც კი დააჩქაროს. მაგალითად , გენერალი ვუდი გვარიანად გააკრიტიკეს და ნება არ დართეს ტავისი არმიით საფრანგეთში გამგზავრებულიყო. ამ დარტყმამ , როგორც ჩანს, სიცოცხლე მოუსწრაფა მას.

სასტიკმა კრიტიკამ სამუდამოდ ააღებინა ხელი ბელეტრისტული ნაწარმოებების წერაზე თომას ჰარდის, უნიჭიერეს ინგლისელ მწერალს. კრიტიკამ მიიყვანა ინგლისელი პოეტი თომას ჩეტერტონი თვითმკვლელობამდე.

ბენჯამინ ფრანკლინი, რომელიც ახალგაზრდობაში უტაქტობით გამოირჩეოდა, შემდგომში ისე გადიპლომატდა და გაიწაფა ადამიანებთან ურთიერთობაში რომ ელჩად დანიშნეს საფრანგეთში.. მაინც რაში მდგომარეობდა მისი წარმატების საიდუმლო?,, მე არავისზე ცუდს არაფერს ვამბობდი,_განაცხადა მან,_ არამედ ვცდილობდი ყველას შესახებ მხოლოდ კარგია მელაპარაკა’’.

ყოველ ბრიყვს შეუძლია აკრიტიკოს სხვა , ამტყუნოს და განსაჯოს_ ბრიყვთა უმრავლსეობა აკი ასეც იქცევა , მაგრამ ძლიერი ხასიათი და თავშეკავების უნარი გვჭირდება , რათა შეძლო გაუგო და აპატიო.

,, დიდი ადამიანი თავის სიდიადეს სწორედ იმაში ავლენს, თუ როგორ ეპყრობა ადამიანებს, რომლებიც მასზე დაბლა დგანან’’_ამბობს კარლაილი.

იმის ნაცვლად , რომ ამტყუნოთ ადამიანები, ეცადეთ გაუგოთ მათ.ეცადეთ გაუგოთ, თუ რატომ მოიქცნენ ისინი სწორედ ასე და არა სხვანაირად. ეს მნიშვნელოვნად უფრო სასარგებლოა , ვიდრე კრიტიკა, და ეს უნერგავს კაცს უნარს შემწყნარებლურად , თანაგრძნობითა და კეთილად მოქცეს სხვა ადამაინებს.

,,იცოდე ყველაფერი_ნიშნავს აპატიო ყველაფერი’’.

როგორც დოქტორი ჯონსონი ამბობს:,, თვით ღმერთი არ განიწესებს განსაჯოს ადამიანი მისი სიცოცხლის ბოლომდე.’’

რატომღა უნდა გავაკეთოთ ეს შენ და მე ?





როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.II

http://elasevenia.blogspot.com/2014/01/ii.html




როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.III.
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/iii.html








3 комментария:

  1. არასწორად არის გადათარგმნილი რამოდენიმე ადგილას. მაგალითად აქ ,,აი, რა მივიღე იმისათვის რომ თავს ვიცავდიო’’.
    უნდა იყოს ,,აი, რა მივიღე იმისათვის რომ ხალხს ვიცავდი’’.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობთ.თარგმნილი გადმოვიტანე. არ ვიცი ორიგინალში რა წერია.

    ОтветитьУдалить
  3. გაუმართავი ქართულია და ბევრი შეცდომაა....

    ОтветитьУдалить