ღმერთი

ღმერთი

среда, 6 ноября 2013 г.

ხომ არ აცდუნა რომელიმე თქვენგანმა ვინმე,

ხომ არ გარყვნა იმის შეგონებით, რომ ჩვენს დროში ყველა ასე ცხოვრობს, ან ცოლად შერთვა ხომ არ აღუთქვა რომელიმე მეტისმეტად გულუბრყვილო ქალიშვილს? როგორ აცარიელებს ადამიანს ასეთი წუთიერი, ნაადრევი სიახლოვე. ნუთუ ვაჟმა ან ქალიშვილმა ცნობისმოყვარეობის, სიამოვნების, ანდა წუთიერი ვნებათაღელვის დასაკმაყოფილებლად უნდა გაძარცვოს თავისი თავი. ამას კი რა მოჰყვება? – მწარე გაცრუება იმედებისა, სინდისის ქენჯნა და სრული ზნეობრივი დაცემა. ხორციელი სიწმინდის დაცვითა და ქალწულებით აგებული ტაძარი, რომელსაც ქრისტიანული ოჯახი ჰქვია, ნებისმიერ ეპოქაში მშვენიერი იყო და მუდამ ასე იქნება.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი



Комментариев нет:

Отправить комментарий