ღმერთი

ღმერთი

понедельник, 4 ноября 2013 г.

ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა,

თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვანების შარავანდედითა და, თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილის არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.




წმ. ილია მართალი






Комментариев нет:

Отправить комментарий