ღმერთი

ღმერთი

пятница, 29 ноября 2013 г.

“არა ომს სირიაში! გვემუქრება მესამე მსოფლიო ომი…” – პაპი ფრანცისკე

03/09/2013
“არა ომს -Mai più la guerra!- აღნიშნა რომის პაპმა ტვირტერით და საკვირაო ქადაგებისას მომავალი შაბათი, 7 სექტემბერი გამოაცხადა მარხვისა და ლოცვის დღედ სირიაში მშვიდობისათვის , “მე ვეკუთვნის იმ თაობას, რომელიც მოესწრო მეორე მსოფლიო ომს და გადარჩა და მაქვს მოვალეობად ვუთხრა ახალგაზრდა თაობებს, მათ ვინც ჩემზე ახალგაზრდაა, რომელსაც ომი თავის თავზე არ გამოუცდიათ, არა ომს!”

სირიის პრობლემებიდან გამოსავალი არ შეიძლება იყოს ძალადობრივი, რადგან ძალადობა ძალადობას შობს და არა ამცირებს, მეტიც არსებობს რისკი, რომ კონფლიქტი სხვა ქვეყნებსაც გადაედოს, სირიის კონფლიქტს აქვს ყველა დამახასიათებელი თვისება რომ გადაიზარდოს მსოფლიო დონის კონფლიქტში – ნათქვამია ქადაგებაში.





რელიგიური სიტუაცია ეგვიპტეში სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე
18/08/2013

ეგვიპტეში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებას რელიგიური დაპირისპირებაც მოყვა, “ძმებ მუსულმანების” მხარდამჭერთა ნაწილმა, რომლებიც ექსტრემისტურ-მუსულმანურ ფრთას განეკუთვნებიან დაწვეს და დააზიანეს ათობით სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების ეკლესიები და სახლები, ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებმა ეგვიპტეში AsiaNews – ს გადასცეს სია , სადაც ჩამოთვლილია იმ ეკლესიების და საეკლესიო სახლების ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო სამ დღეში (17 აგვისტოს მონაცემებით) დაიწვა ან დაზიანდა.

სია ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე ვრცელდება ვრცელდება სხვადასხვა საიტებზე, რომელთაც უცვლელად გაწვდით:

დაიწვა ან დაზიანდა 14 კათოლიკური ეკლესია და მონასტერი.

დაიწვა ან დაზიანდა 35 მართლმადიდებლური, კოპტურ-მიაფიზიტური, ანგლიკანური,ლუთერანული, ევანგელური და სხვა ქრისტიანული კონფესიების ეკლესია და მონასტერი.

დაიწვა ან დაზიანდა 9 ქრისტიანული ინსტიტუტი, სახლი და ცენტრი.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ეგვიპტელი მუსულმანი არ უჭერს მხარს ძალადობას და ექსტრემისტებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სურათიდანაც სჩანს, ხელხელ ჩაკიდებულმა ასობით მუსულმანმა დამცავი ჯაჭვი შემოარტყა ქრისტიანულ ეკლესიას სადაც წირვა მიმდინარეობდა.

ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მოამზადა სერგო ფარულავამ

***

მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურები მშვიდობისაკენ მოუწოდებენ
11/09/2013

ესტონეთში ვიზიტისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა რომ მართლმადიდებლურმა სამყარომაც უნდა მიიღოს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება სირიაში მშვიდობისათვის ლოცვის შესახებ .

ამ მოწოდებას გამოეხმაურა მისი უნეტარესობა პატრიარქი რუმინეთისა დანიელიც, რომელმაც სამწყსოს სპეციალური ენციკლიკით მიმართა და მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა ახლოაღმოსავლეთში მშვიდობისათვის.

+ დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა

მიმართვა მორწმუნე ერს

კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება საფრთხე.
მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის.
ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა – იესო ქრისტე: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ” (მთ.5.9)
ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა.
ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას “სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად.”
წყარო სააგენტო რომფეა

__

 მშვიდობისაკენ მოწოდება უკვე გააკეთეს რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებმა, სირიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ომში არ გადაიზრდება.

წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება მართლმადიდებელ იერარქთა მოწოდებას სირიაში, ეგვიპტეში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ლოცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, დაე, უფალმა მშვიდობა მიანიჭოს ჩვენს ქრისტიან ძმებს და ყოველ ადამიანს ამ განსაცდელის ჟამს!

Комментариев нет:

Отправить комментарий