ღმერთი

ღმერთი

среда, 6 ноября 2013 г.

ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით,რომ იგი მოკვდა

კერპთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ავიდეს ხომალდზე და გეზი ახალი სამყაროსკენ აიღოს. არამედ მან განუწყვეტლივ უნდა იცუროს წინ, ვიდრე მართლაც არ მიაღწევს იმ ადგილს.სწორედ ასევე ხდება ძველ და ახალ ცხოვრებაშიც. თუკი ძველი ადამიანის გარეგნული ცხოვრება საჭიროებისამებს განიწმიდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სრულიად შევიმოსოთ ახალი ადამიანი, სრულიად განვიწმიდოთ და გავნათლდეთ სულის შინაგან სიღრმეში.



სხვა მოძღვარი





Комментариев нет:

Отправить комментарий