სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ის გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და თითოეულ ნათქვამ სიტყვას დადებითი, ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. სიტყვით შეიძლება ადამიანის განკურნება და პირიქით, მისთვის გულისტკენა, რაც ყველაზე რთულად მოშუშებადი ჭრილობაა.
სულხან–საბა ორბელიანის იგავში “ენით დაკოდილი” სწორედ სიტყვის ძალაზეა საუბარი. დათვს მეფის ცოლის ნათქვამი სიტყვით დაკოდილი გული ვეღარ გაუმთელდა, ნაჯახით მიყენებული ჭრილობისგან კი კვალიც აღარ დარჩა. მეიგავე დათვს ათქმევინებს: “- ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. არაკად თქმულა: შენს იქით კაცის ისარის კვრა ბუხუას ცემას დაადარეო!”
ლოცვა არის სიტყვა, რომელიც ადამიანზე დადებით გავლენას ახდენს. მისი საწინააღმდეგოა წყევლა, რაც გარკვეული თხოვნაა და შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს არა მხოლოდ დაწყევლილი და მაწყევარი, არამედ მათი შთამომავლობაც.
ლოცვის დროს ადამიანი ისეთ ენერგეტიკას იღებს, რომ მის ფსიქიკაზე, სულსა და ფიზიკურ სხეულზე დადებითად მოქმედებს. წყევლა კი უარყოფითი ენერგეტიკისაა და თუ ადამიანი არ არის დაცული, რაც ეკლესიურ ცხოვრებას, მუდმივ ლოცვას, აღსარებასა და ზიარებას გულისხმობს, მასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.
მამა დავით დათუაშილის თქმით, ეკლესიას აქვს განჩინება და კურთხევანში წერია სპეციალური ლოცვა, რომელიც იძლევა საშუალებას, წყევლისგან გათავისუფლდეს როგორც დაწყევლილი ადამიანი, ასევე მაწყევარიც, როცა მიხვდება, რომ წყევლით ცუდი რამ გააკეთა და მოინანიებს.
წყევლის ძალას შთამომავლობაც განიცდის, თუმცა მამა დავითის თქმით, ეს პასუხისგება არაა სხვის ცოდვაზე: “საქმე ის არის, რომ ჩვენ ამ საკითხს ისე არ უნდა მივუდგეთ, თითქოს შთამომავლობა პასუხს აგებს, ისჯება ამ ცოდვისთვის. ეს ასე არ გახლავთ, მაგრამ დაწყევლის გამო ზეგავლენა წუთისოფელში გადმოდის მომავალ თაობაზე. ანუ ჩვენ კი არ ვაგებთ პასუხს, არამედ ის ფიზიკური ზემოქმედება ჩვენზე გადმოდის”.
“ჩემს მრევლში არის ერთი ადამიანი, რომელმაც ეკლესიური ცხოვრება ასეთი შემთხვევით დაიწყო. მან მიამბო იმის შესახებ, რომ მის გვარში მამაკაცები 18 წლის ასაკს ვერ აღწევდნენ, ყველა იღუპებოდა. ამ საგვარეულოდან მამაკაცი თითქმის აღარ დარჩა. ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ ჰყავდა ისეთი პიროვნება წინაპრებში, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ამის გამო ვინმემ დაწყევლა?! ამ ქალბატონმა ძირეულად გამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ მის პაპას მოუკლავს 18 წლის მამაკაცი და მოკლულის მშობლებს ის საგვარეულო ხატზე დაუწყევლიათ, რომ მამაკაცს მათ გვარში 18 წლამდე არ მიეღწია. წყევლა ცუდია თავისთავად, მაგრამ ეს გამწარებული ადამიანის თხოვნა იყო და ახდა კიდეც. შეიკრიბა საგვარეულო, ჩავატარეთ დიდი პარაკლისი, ლოცვა წყევლის გახსნისა. მას შემდეგ 7 წელია გასული და მსგავსი რამ აღარ მომხდარა,” – გვიამბო მამა დავითმა.
ადამიანი ყველანაირად უნდა შეეცადოს, გადაეჩვიოს წყევლას. ცოდვების ჩამონათვალში წერია, რომ ეს ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ამიტომ უნდა იფიქროს ამის შესახებ ყველამ და მადლობა ღმერთს, ეკლესიას აქვს ის მადლი და ძალა, რომ განაქარვოს წყევლის ძალა და ადამიანები გაათავისუფლოს მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან.
http://www.ambioni.ge/wyevlis-zala

Комментариев нет:
Отправить комментарий