რატომ განკაცდა ღმერთი?
ქრსტიანობა ღმერთის განკაცებაში, ქრიტეს ჯვარსა და აღდგომაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ახლად დაიბადა, ამაღლებისა და ღვთის მსგავსების აღდგენის საშუალება მიიღო, რომელიც ადამიანებს ცოდვით დაცემის გამო დაკარგული გვქონდა. რამდენადაც ცოდვიანობის გამო ჩვენს ღმერთთან ერთობა აღარ შეგვიძლია, ვინაიდან არ შეიძლება არავითარი დაზიანებული და დამახინჯებული ღმერთთან კავშირში იყოს, ამდენად უფალთან ერთობისათვის, ადამიანის განღმრთობისათვის აუცილებელია ადამიანის შესაბამისი ბუნების შექმნა. ქრისტემ საშუალება მისცა კაცობრიობას, თითოეული ადამიანს, თავის თავში აღედგინა ამგვარი ბუნება. ღმერთის განკაცება მისი ადამიანისადმი გმოვლენილი განუზომელი სიყვარულის შედეგია. უმაღლესი საღვთისმეტყველო ფორმულა ამბობს: „ღმერთია თავად სიყვარული“. სიყვარული ნიშნავს, ისე მიიღო იმის სიხარული და უბედურება, როგორც საკუთარი. ნამდვილი სიყვარული საყვარელ არსებასთან გაიგივებისკენ გიბიძგებს. სიყვარულის უმაღლესი ფორმულა განსაზღვრავს: „არ არის იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე დადო სული შენი მეგობრებისთვის“. ღმერთის სიყვარულმა არა მარტო შექმნა სამყარო, არა მარტო თავისუფლება მიანიჭა ადამიანს, არა მარტო მცნებებს, წინასწარმეტყველბს, და სიბრძნეს გვაძლევდა, სიყვარულმა მას არა მარტო ადამიანის სახე მიაღებინა, არამედ თავად გახდა სრული ადამიანი. ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღუბრბლი და შემოვიდა დროის მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი.
ღვთის ძის განკაცებამ საფუძვლიანად შეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ: მან ახლებური აზროვნების საშუალება მისცა ადამიანებს, გააკეთილშობილა მათი ზნეობრივი მხარეები, ახალ კალაპოტში მიმართა მსოფლიო მოვლენები. ღვთის სიტყვის განკაცებამ ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა ადამიანებს, შეარიგა ისინი ღმერთთან, ხწრნად ადამიანურ სხეულში ღვთაებრივი სიცოცხლის ნაკადი შევიდა და ადამიანი მარადიული სიცოცხლის თანაზიარი გახადა. ამ მიზეზთა გამო, მაცხოვრის შობა მსფოლიო მოვლენათა ცენტრში მოექცა და მისგან ითვლება წელთაღრიცხვა - ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის შემდეგ.

Комментариев нет:
Отправить комментарий