მღვდელი როდიონი
ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია
ვანგას ფენომენი
ბულგარეთსა და მის ფარგლებს გარეთ კარგად არის ცნობილი 80 წლის ბრმა მისნის ვანგას ფენომენალური მონაცემები. სხვადასხვა ასაკისა და განათლების ადამიანთა უწყვეტი ნაკადი მიედინება მასთან, რათა გაიგოს თავისი მომავალი. ჯადოქრის მკითხაობით ყველანი დიდად გაკვირვებული რჩებიან. რა ძალით აღასრულებს იგი თავის წინასწარმეტყველებას? სად იმალება მისი ნათელმხილველობის სათავე?
ჯერ მოვუსმინოთ, თუ რას ამბობს იგი თავის მონაცემებზე. დისწულის, ფილოლოგ კრასიმირა სტოიანოვას შეკითხვაზე: „გრძნობ თუ არა, რომ შენი უნარი დაპროგრამებულია უმაღლესი ძალებით?" ვანგამ უპასუხა: „კი. - როგორ ღებულობ მათ? - უმეტესად მესმის მათი ხმა. - გიხილავს ისინი? - კი, გამჭირვალე ფიგურებია, წყალში არეკლილი ადამიანის გამოსახულების მსგავსი. - მათი თუ შენი ნებასურვილით ხორციელდება კონტაქტი? - ჩვეულებრივ, მათი სურვილით, თუმცა მე შემიძლია მათი გამოძახებაც".
ქვემოთ მოგვყავს ვანგას დისწულის საინტერესო მონაცემები თავისი წინასწარმეტყველი დეიდის შესაძლებლობათა წყაროებზე: „16 წლისა ვიყავი, როდესაც ერთხელ ჩვენს სახლში პეტრიჩში ვანგა გამომელაპარაკა... მაგრამ ეს მისი ხმა არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის კი არა, სხვა ვინმე მელაპარაკებოდა მისი ბაგეებით. სიტყვები, რომლებიც მისგან მოვისმინე, არავითარ კავშირში არ იყო იმასთან, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, თითქოს ვიღაც უცნობი პირი ჩაერთო საუბარში: მომესმა: „აი, ჩვენ შენ გხედავთ"... რასაც მოჰყვა ჩემი საქციელის სრული ანგარიში დღის განმავლობაში ამ მომენტამდე. მე უბრალოდ შემრცხვა ამ საშინელებისაგან. სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მცირეოდენი პაუზის შემდეგ ვანგამ ამოისუნთქა და თქვა: „ოჰ, ძალებმა დამტოვეს..." და კვლავ დაუბრუნდა ჩვენი წინა საუბრის თემას. მე ვკითხე, თუ რატომ აღწერა ჩემი საქციელი მთელი დღის განმავლობაში. მან მიპასუხა, რომ ის მხოლოდ იმას იმეორებდა, რაც ესმოდა. შემდეგ კვლავ მითხრა: „ო, ეს ძალები პატარა ძალებია, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან, მაგრამ არიან დიდებიც, რომლებიც პატარებს მართავენ. როდესაც ისინი გადაწყვეტენ ჩემი ბაგეებით ალაპარაკდნენ, მე ცუდად ვხდები და მთელი დღის განმავლობაში არა ვარ კარგად".
აი, რას წერს ვანგას ნათესავი მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ: „ვანგას წლების განმავლობაში არ დაუტოვებია ეს ადგილი... ვერ გამიგია, რა აჩერებს აქ. მაგრამ მან იცის ეს ადგილი და უყვარს იგი. პირადად ჩემზე აქაურობა დამთრგუნველად მოქმედებს". იმასვე ამბობენ სხვა ადამიანებიც. მაგრამ ვანგა ამტკიცებს, რომ მხოლოდ აქ ესმის ხმები, რომლებიც მას მრავალ რამეში აცნობიერებენ. აქაოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც მისი მიწური დგას, ამ ოლქში განლაგებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი არსებობს.
აი, რას ამბობს ამის შესახებ ვანგას დის ლუბას შვილი დიმიტრი: „მოგითხრობთ ერთ ადგილობრივ გადმოცემას. მოხუცები გვიამბობენ, რომ აქ დამარხულია მხედრის ბუნებრივი ზომის მქონე ქანდაკება. მათი ვარაუდით, ეს წმ. კონსტანტინეს ქანდაკებაა. იგი ჩაფლეს მიწაში, როცა ქვეყანას თურქები შემოესივნენ. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ფრაკული ღმერთის ხოსროს ქანდაკებაა, რადგან სწორედ ამ რაიონში აღმოაჩინეს მარმარილოს ფილები ამ ღმერთის გამოსახულებით... ჩემი დეიდის სულ პირველი ხილვაც უკავშირდება მხედარს, რომელიც მას თითქოს ჭასთან გაესაუბრა. შემდეგ მას კვლავ გამოეცხადა მხედარი და შეატყობინა, რომ მალე ომი დაიწყებოდა, მანვე უთხრა, რომ იგი ნათელმხილველი გახდებოდა, მას მიეცემოდა უწყება „ცოცხლებსა და მკვდრებზე". ვანგას ფენომენის შემსწავლელი პროფესორი გ.ლოზანოვი წერს: „1964 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობით გამოკითხულ იქნა მისი ათასი მნახველი. ჩვენ მიზნად დავისახეთ, სტატისტიკის დახმარებით დაგვედგინა, როგორ აღსრულდებოდა მისი წინასწარმეტყველებანი 5, 10, 15 წლის შემეგ". ლოზანოვის მონაცემით, ვანგას წინასწარმეტყველებათა დაახლოებით 70% მართლდება.
მაშ ასე, ზემოთმოყვანილიდან ნათელია, რომ ყველა „წინასწარმეტყველური" ცოდნა ვანგას განეცხადება „ძალებით", რომლებიც ან თვითონ ცხადდებიან მასთან, ან გამოცხადდებიან მისი გამოძახების შემდეგ. ვანგას სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობენ რაღაც „მცირე ძალები", რომელთა არსებობას ის გამუდმებით გრძნობს. პერიოდულად მასთან საუწყებლად მიდიან „დიდი ძალებიც", რის შემდეგაც ის „ცუდად" ხდება. ამ „ძალებს" ვანგა აჩრდილის სახით ხედავს. ხმები ყველაზე უკეთ მას ესმის საკუთარ სახლში, სადაც, მისი თქმით „ამ ოლქში მოთავსებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი" მდებარეობს. ვანგას დისშვილის აზრით კი აქ იყო წარმართული ღვთაების ხოსროს სამსხვერპლო, რომლის ქანდაკებაც მიწაშია ჩაფლული. სხვა ადამიანებზე აქ ყოფნა „დამთრგუნველად" მოქმედებს.
მართლმადიდებლური პოზიციებიდან ვანგას ფენომენი შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: ვანგას მხედველობის დაკარგვამდე რამდენჯერმე გამოეცხადა დემონი მხედრის სახით და მასთან კონტაქტში შევიდა. გოგონა სიხარულით დათანხმდა ამ კავშირზე და ხარბად დაეწაფა მისთვის უცნობ მოვლენებს. მალე უცნაურ ქარიშხალში მოჰყვა. დაბრმავდა და გაუჩნდა ნათელხილვის უნარი. ბრმა ჯადოქარი მუდვმივად გარშემორტყმულია ეშმაკებით, რომლებიც თავმოყრილნი არიან ძველ წარმართულ სამსხვერპლოსთან. იქ, სადაც ადრე მსხვერპლს სწირავდნენ. ისინი ვანგას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, იმ ადამიანთა სულების წარსაწყმედელად, რომლებთანაც ვანაგს მეოხებით ამყარებენ კონტაქტს. დროგამოშვებით აქ ეშმაკთა მთავრებიც, როგორც ვანგა ამბობს, „მცირე ძალთა მეთაურებიც" გამოჩნდებიან. ისინი კონტაქტში შედიან მასთან და აუწყებენ მას საჭირო მონაცემებს. ამის შემდეგ ის ცუდად ხდება. იმ ადგილზე ბოროტ ძალთა განსაკუთრებული სიმრავლე ადამიანებზე დამთრგუნველად მოქმედებს. ეს ბოროტ ძალებთან შეხებისას აღმოცენებული სულის ბუნებრივი თრთოლვით აიხსნება.
ვანგას ფენომენის ჩვენეული შეფასების სისწორე იმითაც აიხსნება, რომ, მეცნიერთა მონაცემებით წინასწარმეტყველებათა 70% აღესრულება. ეს აშკარად მიუთითებს მათს დემონურ ხასიათზე. ღვთის წინასწარმეტყველებანი, შეუძლებელია, არ აღსრულდეს, ხოლო ეშმაკებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ გამოთვლა და ვარაუდი შეუძლიათ. შეცდომათა გარკვეული რაოდენობაც ამით აიხსნება.
ღვთიური კურნებანი
ახლა მივუბრუნდეთ მსჯელობას იმ ძალთა შესახებ, რომლებიც კურნებას ღვთის ძალით აღასრულებენ, კურნების მადლი კი, ისევე როგორც ნათელმხილველობა, ენიჭებათ გულით წმინდა, ღვთისათვის ბოლომდე შეწირულ ადამიანებს, უმეტესწილად მოსაგრეებსა და ასკეტებს.
წმ. დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი, უვერცხლოდ მკურნალი კოზმან და დამიანე, წმინდა მოწამე კვიპრიანე, წმ. მოწამე იოანე მართალი, იოანე კრონშტადტელი და მრავალი სხვა. უპირველეს ყოვლისა, კურნავდნენ სულს, შემდეგ კი - სხეულს, ვინაიდან უკვდავი სული ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მოკვდავი, ხრწნადი სხეული. მათ მიერ განკურნებულ ადამიანებს ეცვლებოდათ ცხოვრების წესი, უმტკიცდებოდათ სარწმუნოება, მათი სულიც იწმინდებოდა ვნებებისაგან. თუ დავუკვირდებით ღვთის ძალით აღსრულებულ კურნებებს, შევამჩნევთ, რომ წმინდანები კურნავდნენ არა ბიოველით, არა თავისი ენერგიის გადაცემით, არამედ სულიწმიდის მადლით. უპირველეს ყოვლისა კი ისინი განაგდებდნენ ავადმყოფობის გამომწვევ ზნეობრივ მიზეზებს, თუკი ასეთი არსებობდა (მათე 9,5). იესო ქრისტემ განრღვეულის განკურნების შემთხვევაში მას უპირველესად უთხრა: „მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი", ხოლო შემდეგ - „აღდეგ და ვიდოდე" სახარებიდან ისიც ჩანს, რომ დედაკაცი, რომელიც რწმენითა და სინანულით შეეხო წმინდა სამოსელს, განიკურნა (ლუკა 8,44) ქრისტეს მოწაფეთა შესახებ „საქმე წმიდათა მოციქულთა" მოგვითხრობს: „ხოლო ძალთა არა მცირედთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა" (საქმე 19, 11-12).
ერთი სიტყვით, უფალი, რომელიც თავის მიმდევრებს განადიდებდა, მათი ტანსაცმლის საშუალებითაც კი სასწაულებს ახდენდა. აქ შეიძლება დავასახელოთ მრავალი შემთხვევა ადამიანთა კურნებისა, რომელიც წმ. ნაწილებისა და სამოსელის წყალობით აღესრულებოდა. მოვიგონებ მხოლოდ ერთ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან. ლოცვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დამბლადაცემული ავადმყოფისათვის ლოცვა აღვავლინე, მას ხელზე წამოვაცვი წმ. იოანე კრონშტადტელის კუთვნილი ხელთათმანი. ავადმყოფმა მეყსეულად აამოძრავა დადამბლავებული ხელის თითები და მალე სიარულიც კი შეძლო. მკურნალი ექიმები გაოცებულნი იყვნენ მისი ასეთი სწრაფი განკურნებით. ხშირ შემთხვევაში წმინდანები უშუალოდ ლოცვით კურნავდნენ. ე.ი. უფალი წმინდანის ლოცვით მოავლენდა სულიწმინდის მადლს ავადმყოდის განსაკურნებლად.
კიევ-პეჩორის პატერიკში ვკითხულობთ ღირსი აგაპიტის შესახებ, რომელიც ყველა ავადმყოფს ლოცვით კურნავდა და სანაცვლოდ არავისგან არაფერს იღებდა, ვინაიდან, მისივე თქმით, კურნავდა არა თავისი, არამედ ქრისტეს ძალით. არსებობს მრავალი წიგნი, რომლებშიც წმ. იოანე კრონშტადტელის ლოცვის ძალაზეა მოთხრობილი. აღრიცხულია ათასობით შემთხვევა, როცა წმ. მამა ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, ზოგჯერ საკმაოდ დიდ მანძილზე მყოფებსაც კი.
ახლა იმაზეც ვიმსჯელოთ, რატომ ეგზავნებათ ადამიანებს ავადმყოფობანი და მწუხარებანი და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება მათ მიმართ. თავდაპირველად წმ. მამებს მოვუსმინოთ. აი, რას ამბობს წმ. იოანე ოქროპირი თავის სიტყვაში „სნეულებათა მისნობით მკურნალობის შესახებ", „როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს, იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს - მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი. ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ, და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ". აი, რას მოგვითხრობს ბიბლია: „დასნეულდა მეფე ოქოზია, დაუტევა ღვთის შეწევნა და მიმართა მისნებს. უფალმა იგი სნეულებით იმიტომ დასაჯა, რომ ცოდვებზე დაეფიქრებინა, მაგრამ მან ღმერთი დაივიწყა და მსახურნი გაგზავნა ბაალის კერპსა და მის ქურუმებთან, რათა გაეგო, იცოცხლებდა თუ არა. ოჰ, დიდი ბოროტება, ოჰ, ურჯულო გონება! ღმერთი დაუტევე და მისნებთან გაგზავნე მომავლის გასარკვევად. ოქოზიას მსახურთ ილია წინასწარმეტყველი შეხვდა და უთხრა მათ: წადით და მოახსენეთ თქვენს მეფეს, რადგან დაუტევა ღმერთი და მისი რჯული და ეშმაკებთან გაგაგზავნათ მომავლის გასარკვევად - ამიტომ ასე მიმართავს მას უფალი: „დროზე ადრე მოკვდება, რადგან ღმერთი დაუტევა და ეშმაკის მსახურთ დაეკითხა სიცოცხლეზე". ასე რომ, ძმებო, ვინც მისნებს (ე.ი. ექსტრასენსებს) მიმართავს, მათ ნაადრევი სიკვდილი უწევს.
წმინდა მოციქულებმა შეაჩვენეს მოგვობა საეკლესიო კრებებზე. წმინდა მამებმაც უარყვეს და მრავალი წლით განკვეთეს ისინი, ვინც მოგვებთან დადის, მძიმე ეპიტიმიაც დაუწესეს, რათა ცოდვათაგან განწმენდილიყვნენ.
გარე მიიქცეოდეთ, საყვარელო ძმებო, წყეული მოგვობისაგან, რათა უდროოდ გარდაცვლილნი საუკუნი სატანჯველს არ ეწიოთ.
მაგრამ შენ ამბობ, რომ ძლიერ გტანჯავს მძიმე ავადმყოფობა. შენ ხომ არ გადაგიტანია ისეთი ავადმყოფობანი, როგორიც ნეტარმა იობმა დაითმინა, მან ფარაც დაკარგა, ხარებიც, მთელი ქონებაც. ღმერთი შვილების დაღუპვის შემდეგაც კი არ დაუგმია. დიდსულოვნად განაცხადა: „უფალმა მომცა, უფალმა წამართვა". სასტიკი ავადმყოფობითაც 7 წელიწადს იტანჯებოდა, მაგრამ მისნობით მკურნალობა არც კი უცდია. ასე ამბობდა: „უმჯობესია მოვკვდე, ვიდრე ღმერთი დავგმო". ასევე 38 წლის განმავლობაში განრღვეული, სნეულებისაგან ლოგინად ჩავარდნილი, არც ექიმებთან წასულა, არც ჯადოქრებისთვის მიუმართავს, ღვთისგან ელოდა შეწევნას. ლაზარეც, მშიერი და ავადმყოფი, წლების განმავლობაში ეგდო მდიდრის სახლის კარებთან, დამცირებული და შეურაცხყოფილი. ისე მოკვდა, რომ ექიმები არ უძებნია.
ისინი ამოდენა ავადმყოფობებს ითმენდნენ, ჩვენ კი ოდნავი ტკივილებისას ექიმბაშებსა და მისნებს უმალვე სახლში ვეპატიჟებთ. ოჰ, ძმებო, როგორც ოქრო გამოიცდება ცეცხლით, ასევე ადამიანი განიწმინდება ავადმყოფობით. გავიხსენოთ, ძმებო, მოციქულები, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომლებმაც დიდი ტანჯვა გადაიტანეს. ვინც ამქვეყნად მწუხარებასა და მძიმე სნეულებებს დაითმენს, ცათა სასუფეველში იგი დიდ საზღაურს მიიღებს.
დაფიქრდი, ადამიანო, იმაზე, რომ სნეულებათაგან ჯადოქარი ვერ დაგიხსნის, მხოლოდ დიდსა და მძიმე ცოდვას ჩაიდენს. თუკი ღმერთს დაუტევებ და ეშმაკებთან მიდიხარ, რა წყალობას მიიღებ უფლისაგან და როგორ მოუხმობ მას ლოცვებში? სულს რად წარიწყმედ, ღმერთს რას უპასუხებ, თუკი მას მცირე სნეულების დროსაც კი დაუტევებ და ეშმაკებთან წახვალ?ეკლესიაში როგორღა დადგები, როგორღა ეზიარები, ქადაგებას როგორ მოუსმენ? ჰოი, ადამიანო, - თუკი სნეულებებს ან სხვა უბედურებებს მადლობით დაითმენ, მაშინ განკითხვის დღეს მოწამეებთან ერთად დაიდგამ გვირგვინს, მათ ტანჯვანი დაითმინეს, შენც სნეულებანი და გასაჭირნი მადლობით დაითმინე".
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ღმერთი ადამიანებზე ავადმყოფობებსა და მწუხარებებს დაუშვებს.
1. მათი ცოდვების გამო, ამ ცოდვების გამოსასყიდად, ცხოვრების მანკიერი წესის შესაცვლელად, ამ მანკიერებათა გასაცნობიერებლად და იმის შესაცნობად, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია, რომლის მიღმაც მარადიულობა დგას და როგორი იქნება ის შენთვის, დამოკიდებულია შენს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.
2. ხშირად მშობლების ცოდვებისათვის შვილები ავადმყოფობენ (რათა მწუხარებამ და განსაცდელმა შემოსუროს მათი უგუნური ცხოვრება, აიძულოს, ჩაფიქრდნენ და შეცვალონ იგი). ამ შემთხვევაში, რაოდენ მკაცრადაც უნდა მოეჩვენოს ეს თანამედროვე სეკულარიზებულ (ე.ი. რელიგიისადმი განურჩეველ), ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდილ ადამიანს (ე.ი. სულისკვეთებით, რომელიც აღმერთებს სხეულს და მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს აყენებს ყველაზე მაღლა) ყველაზე სამართლიანად ჟღერენ სიტყვები: ასეთი ადამიანებისათვის სნეულებანი სულის გადასარჩენადაა აუცილებელი! ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, უფალი ადამიანის უკვდავი სულის გადასარჩენად ზრუნავს, ადამიანი ახალ არსებად უნდა გარდაიქმნას, ისეთად, როგორადაც იგი ღვთის მიერ იყო ჩაფიქრებული. ამისათვის უნდა შეიცვალოს ადამიანი, უნდა განიწმინდოს ვნებებისა და მანკიერებისაგან. ღმერთი და ქრისტეს მცნებები უნდა იყოს ცხოვრების მიზანი და არა დროებითი, წარმავალი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, საჭმლისა და ტანასცმლის სიუხვე. ყოველივე ეს ოქროს ხბოს კერპია, რომელზედაც ასე ხშირად ცვლიდნენ ძველი იუდეველები თავიანთ შემოქმედს. თანამედროვე ქრისტიანებიც ხშირად ჰყიდიან მას იმავე ოქროს კერპზე.
3. ხშირად ჩვენს დასათრგუნავად, ბოროტი, წარმწყმედელი ქმედებების აღსაკვეთად.
არსებობს ასეთი იგავი უფალზე: ერთხელ იესო ქრისტე მოწაფეებთან ერთად გზად მიდიოდა. მოწაფეებმა დაინახეს დაბადებითვე დავრდომილი ადამიანი, რომელიც გზის პირას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მოწაფეებმა ჰკითხეს მაცხოვარს: „რატომ ვერ დადის ეს კაცი?" ქრისტემ უპასუხა: „მას რომ სიარული შეეძლოს, ცეცხლითა და მახვილით გადაბუგავდა მთელ დედამიწას".
4. ხშირად იმისათვის, რომ მცირე უსიამოვნებებით დიდ განსაცდელს აგვარიდოს (ვინაიდან, თუ მოცემულ სიტუაციაში ჯანმრთელნი ვიქნებოდით და ჩვეულებრივად ვიმოქმედებდით, რაღაც დიდი უბედურება შეგვემთხვეოდა, ასე კი, ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარებიდან ავადმყოფობით რომ ამოგვაგდებს, უფალი გვარიდებს ამ უბედურებას).
მაშ ასე, სნეულებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების არსი მდგომარეობს: 1) ღვთის ნების მორჩილად მიღებაში, 2) იმ ცოდვებისა და ცოდვილობათა გაცნობიერებაში, რისთვისაც მოგვეგო სნეულება, 3) სინანულსა და ცხოვრების წესის შეცვლაში. ლოცვა, მარხვა, მოწყალება და სხვა სათნოებანი მოწყალეს ჰყოფს ღმერთს და ის მოგვმადლებს განკურნებას სნეულებათაგან. თუკი ექიმთან მივდივართ, მაშინ ვითხოვთ ღვთის კურთხევას განსაკურნებლად და ექიმს ვანდობთ სხეულის კურნებას და არა სულისას, სულს არავის ვანდობთ, გარდა ღვთისა.
აი, რას წერს ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ხორციელი ზრახვა ავადმყოფობას უბედურებაც მიიჩნევს, მათგან განკურნებას კი, მით უფრო სასწაულებრივს, უდიდეს სიკეთედ. ამასთან ნაკლებად აწუხებს, ეს განკურნება სულისათვის სასარგებლოა თუ მავნე. მრავალმა ღვთისაგან სასწაულებრივი განკურნების შემდეგ არად ჩააგდო უფლის ეს დიდი წყალობა და დაივიწყა თავისი მადლიერება ღვთის მადლის გამო, ცოდვილი ცხოვრება დაიწყო და უფლის მადლი სასჯელად გადაიქცია. ისინი, გაუცხოვდნენ ღვთის მიმართ და დაჰკარგეს ცხოვნება. ამიტომ ხორციელ სალმობათა საკვირველი კურნებანი იშვიათად ხდება, თუმცა ხორციელი ზრახვა დიდ პატივს მიაგებს მათ და დიდადაც სწყურია ისინი. „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ", - გვასწავლის იაკობ მოციქული (4,3).
სულიერი განსჯა გვასწავლის, რომ სნეულებანი და სხვა მწუხარებანი, რომელთაც ღმერთი მოუვლენს ადამიანებს, ღმერთის განსაკუთრებული მოწყალების ნიშანია. როგორც მწარე წამალი კურნავს სნეულს, ისე მწუხარებანი შეეწევიან ცხოვნებას, ჩვენს კეთილდღეობას ბევრად უფრო საიმედოდ, ვიდრე საკვირველი კურნებანი".
გარდა ამისა, მრავალი სნეულებანი, როგორც ამაზე პირველ თავში მივუთითებდით, არაწმინდა სულების ზემოქმედების შედეგია. ამასთან ამ დემონური იერიშის შედეგები ძალზე ჰგვანან ბუნებრივ ავადმყოფობებს. ასე, მაგალითად, ქალი 18 წელი ეშმაკისაგან იყო შეკრული (ლუკა 13,11-16). ის არ იყო ეშმაკეული, მისი უძლურება გახლდათ არაწმინდა სულის მოქმედების შედეგი. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი სამედიცინო ხელოვნება უძლურია, ამიტომაც ამბობს წმ. ბასილი დიდი: „არა ჯერ არს მთლიანად უგულებელვყოთ საექიმო ხელოვნება, ასევე გაუმართლებელია მთელი იმედების მასზე დამყარება", ვინაიდან ასეთი ავადმყოფობანი მხოლოდ ღვთის ძალით, მხოლოდ არაწმინდა სულის განდევნით იკურნება.
პასუხი შეკითხვისა, შეიძლება თუ არა ქრისტიანმა იმკურნალოს ექსტრასენსთან, რომლის შესაძლებლობათა ბუენაბ შევაფასეთ, როგორც დემონური, მოვიყვანთ ამონარიდს დიდი სჯულის კანონიდან: „თუ ვინმე დადის მისნებთან, თუ ვინმე მისნობის მოქმედია და ასტროლოგიას მისდევს, თუ ვინმე ბოშებთან მკითხაობს, ან კიდევ სახლში მოჰყავს მისნები მკურნალობისათვის თუ სხვა მიზნებისათვის, აგკირიის კრების 24-ე კანონით, ასეთები 6 წლით უზიარებელნი უნდა იყვნენ, ტრულის კრების 61-ე კანონითაც ასეთები 6 წლით ისჯებიან, ხოლო მღვდლები განიკვეთებიან. ასევე 6 წლით დაისჯებიან, ვინც ავი სულით შეპყრობილებს უსმენს, რომლებიც ეშმაკის დახმარებით წინასწარმეტყველებენ, ვინც თავის ტკივილების ან სხვა დაავადებათა დროს მჩხიბავ დედაბრებს მოუხმობს, ან კეთილისმყოფელ ეშმაკებს მიმართავს ავადმყოფობისაგან განსაკუთრებლად.
დაგვრჩენია ისღა დავამატოთ, რომ ქრისტიანი, რომელიც ექსტრასენსთან მკურანალობს, ან მისგან მომავლის გაგებას ცდილობს, ქრისტეს გამყიდველია, რადგან დაპირებული ჯანმრთელობის, საეჭვო განკურნებისა და მომავლის შეცნობის არაჯანსაღი სურვილის საფასურად ის ურთიერთობაში შედის არაწმინდა სულებთან.
დასკვნა
თუ ვნებებით დატვირთულ ადამიანს, მცირედ მორწმუნეს, სულიერად გამოუცდელს ან მოუნათლავს აღმოაჩნდება რაღაც ზებუნებრივი მონაცემები, ეს დამღუპველია მისთვის, რადგან ამკივდრებს მასში სიამაყეს, პატივმოყვარეობას, თავის თავზე დიდ წარმოდგენას, რაც სულიერი სიკვდილის ტოლფასია.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის აზრით, „ჭეშმარიტ წმიდანებს არათუ არ სურთ იყონ სასწაულთმოქმედნი, არამედ მაშინაც კი, როცა ღმრთისაგან ეძლევათ ეს უნარი, უარს ამბობენ მასზე და ამას კაცთა დასანახად როდი სჩადიან, შინაგანად, გულის სიღრმეში არა აქვთ ამის სურვილი. ერთ წმ. მამას თავისი დიდი სულიერების გამო ღვთის კეთილისმყოფელობის ნიშნად მასთან მომსვლელთა ვინაობის გამოცნობის უნარი მიეცა. მათ თვითონაც შესთხოვა ღმერთს და სხვა ძმებსაც შეევედრა, ელოცათ, რათა ნიჭი წარტაცებულ ყოფილიყო მისგან. და, თუ ზოგიერთმა წმ. მამამ მაინც მიიღო სასწაულთმოქმედების მადლი, ეს მოხდა ან აუცილებლობის, ან თვით ამ მამების უბრალოების გამო, სხვებმა ეს მადლი სულიწმინდის განსაკუთრებული წყალობის ნიშნად მიიღეს და არა შემთხვევით, უმიზეზოდ..."
ამიტომაც ნუ აჩქარდებით, თუ ესა თუ ის ექსტრასენსული მონაცემები აღმოგაჩნდებათ. თავპირისმტვრევით ნუ შეუდგებით სხვათა კურნებას და მომავლის წინასწარმეტყველებას. მაშინაც კი, თუ ეს უნარი თქვენში ბუნებრივი მონაცემების შედეგია, ნუ გაგიტაცებთ იგი. ფრთხილად იყავით, გახსოვდეთ, რომ „წინამოსაჯული თქუენი, ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძებს, ვინცა შთანთქა" (1 პეტრე 5,8), არც ერთი ბუნებრივი ენერგეტიკული ზემოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება სულიერ სამყაროში. იგი მისი ავტორის გარშემო შემოკრებს არაწმინდა სულებს, რომლებიც, ამ წუთიდან მოყოლებული, ყოველნაირად ცდილობენ, თავიანთ გავლენას დაუმორჩილონ ისინი. ვნებებით შეპყრობილი ადამიანისათვის, რომელიც არ იცნობს სულიერ სამყაროს და არ არის დაცული რწმენით, მარხვითა და ლოცვით, ასეთი კავშირი დამღუპველია. ამიტომაც უმჯობესია, ვიაროთ წმ. მამების სამეუფო გზით, თავმდაბლობის, მოთმინების, სიყვარულის, ლოცვისა და მარხვის გზით, ვინაიდან სულიწმინდის ნიჭი და ამ ნიჭის ადამიანთა სასიკეთოდ გამოყენების მადლი მას მიეცემა, ვინც ქრისტესათვის თავის თავსა და თავის „მე"-ზე იტყვის უარს, ვინც ქრისტესათვის უარყოფს ბუნებრივსა და დემონურ მონაცემებს, რომლებიც ადამიანში პატივმოყვარეობას აღვივებენ, ვინც ტაძრისაკენ მიმავალი გზით, ლოცვისა და სინანულის გზით ეძებს ქრისტეს.
მე მესმის, რომ ეს სტატია ძნელად აიძულებს ექსტრასენსებს უარყონ თავიანთი საქმიანობა და არ ვიდოდენ იმ საბედისწერო გზით, რომელსაც ისინი წარწყმედისაკენ მიჰყავს, რადგან საკმაოდ დიდია საცდური: „შენ რჩეული ხარ, შენ ისეთი არა ხარ, როგორც ყველა, შენ გაკისრია დიდი მისია, დაეხმარო სხვას, გადაარჩინო შეჭირვებული კაცობრიობა. წადი, იმუშავე! ასეთია შენი უმაღლესი დანიშნულება", - წაგვჩურჩულებს ბოროტი ეშმაკი, რომელიც გვხიბლავს ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენის შექმნით. გვავიწყდება, რომ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა" (მათე 7,14) ეს არის გზა სათნოებისა, გზა ვნებებთან ბრძოლისა, გზა, სადაც არ ეძებენ „ნიჭებს" და არ ესაჭიროებათ იგი, ეძებენ მხოლოდ ღმერთს და ნებას მისას.
წიგნიდან: „ადამიანები და დემონები"

Комментариев нет:
Отправить комментарий