-ქართველ ერს დიდი განსაცდელი ელოდება, მე ვხედავ საშინელ სისხლისღვრას!-წუხდა ძლიერ ბერი გაბრიელი.
8 აპრილს, მწუხრისას, სენაკში ახალგაზრდები ესტუმრნენ. გაბრიელ ბერი საოცრად აღელვებული დახვდათ.ამჯერად მაჯობესო,- გაიძახოდა. როცა აღელვების მიზეზი ჰკითხეს, უთქვამს:
-ახლა ჩემთან,ჩემი კელიის წინ დემონები მოგროვდნენ, ჰუმანოიდების სახით,კარები ჩამიკეტეს და გასაღები დამიმალეს. უამრავი ბოროტი მოვიდა. თავის საქმეებზე ილაპარაკეს და წავიდნენ. კარები მქონდა ჩაკეტილი და ვერ გამოვედი. როცა წავიდნენ, გასაღები კარებში ვნახე. ფრთხილად იყავით, რაღაც ცუდია მოსალოდნელი.
მართლაც, მალე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ღამის სამ საათზე მონასტერში მამა გაბრიელმა ზარების რეკვა დაიწყო და თან იძახდა:
-სისხლი,სისხლი! საქართველოში სისხლი იღვრება!- 9 აპრილის სისხლიანი დილა თენდებოდა...
1990 წლის იანვარი იყო. მამა გაბრიელი სამთავროს მონასტრის აივანზე იდგა. მან გახედა ზეცას. მთვარეს გარს ერტყა ჯერ არნახული, საოცარი ფერების სარტყელი. მამა გაბრიელი დიდხანს დუმილით შეჰყურებდა ამ მომნუსხველ სანახაობას, შემდეგ კი, თქვა:
-ეს არის ნიშანი საქართველოში განსაცდელის დადგომისა, ომებისა და მსხვერპლისა.-იწინასწარმეტყველა აფხაზეთზე, სოხუმის დაცემაზე.
1991 წლის წლის გაზაფხულზე, მძიმე მარხვისას, მარტის თვეში, სიონის ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს მდგარ სკამზე იჯდა მამა გაბრიელი და ხმამაღლა იძახდა:
-სისხლი, სისხლი,, დიდი სისხლი დაიღვრება საქართველოში, ვაი საქართველო!..
მის მოთქმაში იმდენი წუხილი და ცრემლი იყო, რომ არ შეიძლებოდა არ შეშფოთებულიყავი.მამა გაბრიელს ორი ახალგაზრდა ამშვიდებდა. ბერმა მიატოვა ისინი და ნელი ნაბიჯით წავიდა ამბიონისკენ.მას რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურდა. ამბიონთან მისული მრევლისკენ შეტრიალდა და დაბალი ხმით თქვა:
-მოკლავენ!..
ეს ზვიად გამსახურდიაზე თქვა.
ცოტა ხანს გაჩუმდა და შემდეგ სინანულით დასძინა:
-მაღლა ცაში უფალი სტირის ქართველი კაცის ცოდვით, ვეღარსად გაჩერდება ადამიანი, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ, განა ჩვენ წმინდა ქეთევანი გვეყოლებოდა, რომ შეშინებოდა?
როდესაც საქართველო განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მამა გაბრიელი უფალსა და ღვთისმშობელს შესთხოვდა ქვეყნის ხსნას.
მედავითნე თინათინ მჭედლიშვილი იხსენებს:
”მონასტერში ჩატანილი თაფლის სანთელი თითქმის გამითავდა, ერთი ცალიღა დამრჩა. სამლოცველო ოთახში ღვთისმშობლის პარაკლისი ტარდებოდა და ხატის წინ პარაფინის სანთელი დაანთეს. გული მეტკინა და გავიფიქრე, გავალ, მოვიტან ჩემს სანთელს და დავუნთებ ღვთისმშობლის ხატს. შემდეგ მომერიდა; კარები ჭრიალებდა და კარებიდან არ დავძრულვარ. მოულოდნელად შემოვიდა მამა გაბრიელი მწუხარი სახით. ხელში ეჭირა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, თავის ქალა და ხელის ძვლები. დაალაგა ხატის წინ და ჩვენსკენ მოტრიალდა. თვალებით მომძებნა ამდენ შაოსან დედებში და მითხრა:
-წადი,ის სანთელი მოიტანე და ხატს დაუნთე.
მაშინვე შევასრულე მისი თხოვნა. როდესაც სანთელი დავანთე, მითხრა:
-ჩადი სატრაპეზოში, წითელი ღვინო და ხორბალი ამოიტანე. როდესაც ყველაფერი დავალაგეთ, საშინლად ატირდა. ტიროდა და თან ევედრებოდა ღვთისმშობელს:
-იხსენი სისხლისაგან ქართველი ერი.
დიდხანს სთხოვდა,შიგადაშიგ ყვიროდა:
-...სისხლი რუსთაველზე, სისხლი...ქართველების სისხლი.
ბოლოს თქვა:
-ღვთისმშობლის პასუხი იყო: ”სისხლი იქნება!”...და გააგრძელა ლოცვა-მოთქმა.
ისე შევშინდი, ვიფიქრე, თბილისში ასეთი უბედურება უნდა მოხდეს, მეც ჩემს ახლობლებთან უნდა ვიყო-თქო. სასწრაფოდ ჩამოვედი. რუსთაველზე ქართველი ქართველს ესროდა,დილის 6 საათზე მამა გაბრიელი ზარებს რეკდა და სისხლი, სისხლიო,-ყვიროდა, თურმე. დილას როცა მონასტერში შეიტყვეს ამ უბედურების შესახებ, გაკვირვებული დარჩნენ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებით”.
მამა გაბრიელი ამბობდა:
-ღმერთი რომ განსაცდელს მოგივლენს, უნდა გიხაროდეს. ეს ხილული ქვეყანა, სანთელი რომ ჩაიწვება-ისე გაქრება, ამიტომ სულზე უნდა იფიქროთ!
-აფხაზეთის დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. როცა თბილისში ომი იწყებოდა, ქაშუეთის ტაძარში შევედი და უფალს ვთხოვე: ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს და მე წამიყვანე-მეთქი, მაგრამ უფალმა მიპასუხა, შენ ჩუმად იყავი, გაბრიელ.
როდესაც მეუფე დანიელმა თავის ეპარქიაში(აფხაზეთში) ჩასვლა გადაწყვიტა,გაბრიელ ბერი ბევრს ემუდარა, რომ არ წასულიყო:
-ვეღარ გამოხვალ, მოგკლავენ!-დარდობდა იგი.
-არ შემიძლია, უნდა წავიდე!-პასუხობდა მეუფე.
მართლაც, ომმა უკან წამოსასვლელი გზები ჩაკეტა და იქით დარჩენილი ღვთისმსახურნი ფიზიკური განადგურების წინაშე აღმოჩდნენ. ზოგი მათგანი ღვთისა და სამშობლოსთვის წამებულიც კი გახდა. გაბრიელ ბერი შეძრწუნებული იყო მოსალოდნელი საშინელებით, თავის კელიაში ჩაიკეტა და ყველას თვალს მოეფარა, აღარავის სცემდა ხმას; მხოლოდ ღვთისმშობლის ხატისა და ჯვარცმისთვის მიეპყრო მავედრებელი მზერა. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, უეცრად სახე გაუბრწყინდა, კელიიდან გამოვიდა; აივანზე გადმომდგარმა, თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო,-ღრმად ჩაისუნთქა და დაიძახა:
-გზა! გზა გამოჩნდა! მეუფე გადარჩება!..
საომრად მიმავალ ახალგაზრდებს ცრემლებით აცილებდა. როცა მისი მრევლის ერთი წევრი ჩავიდა მასთან გამოსამშვიდობებლად, სინანულით უთხრა:
-შენ წახვალ და ის ადამიანი არ დაბრუნდები, მე ვილოცებ და მშვიდობით ჩამოხვალ...
მართლაც, იგი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ფეხებთან ყუმბარა აუფეთქდა, ქვები გასკდა, მას ნაკაწრიც კი არ ქონდა, მაგრამ შინ დაბრუნებული საშინელი ფსიქოზით იყო შეპყრობილი, კვლავ მამა გაბრიელის ლოცვით დადგა ფეხზე.
მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი იხსენებდა: აფხაზეთის ომის დროს, როდესაც მის კელიაში ვიმყოფებოდი, მამა გაბრიელი უცებ წამოიძახებდა:
-იქ ტანკებს რა უნდა. იქ...იმას რა უნდა და ასე შემდეგ, მოკლედ კარგი მთავარსარდალივით ვიყავი, მთელი ჯარის განლაგებას მიხსნიდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий