...”რა ნაღველი აქვთ იმისთანა, რომ ავადმყოფს თავი დამანებებინეს და აგრე საჩქაროდ მიბარებენ? - ჰკითხავდა ლამაზისეულს გზა-და-გზა ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი დედაკაცი.
-რა ვიცი? ხომ იცი, რომ უშვილონი არიან...
-ეგ ხომ უშენოდაც ვიცი, რომ შვილი არა ჰყავთ, - გააწყვეტინა სიტყვა ოსტატურად გამოქნილმა და ცბიერმა მკითხავმა. სულელს ლამაზისეულს გაუკვირდა: საიდამ იცისო!
... ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზა-და-გზა გამოათქმევინა. გოგოს საშინლად უკვირდა ამისთანა გულთამხილაობა ამ დედაკაცისა, სულელს, ფიქრადაც არ მოუვიდა, რომ თვითონ გააგებინა ყველაფერი - უმაგისოდ არა ეცოდინებოდა რა”... - ალბათ ბევრისთვის ნაცნობია ეს სიტყვები! - დიდმა ილიამ თავის მოთხრობაში ”კაცია ადამიანი?!”დაუნდობლად ამხილა ჩვენი საზოგადოების უმეცრება... - ნუ ვიტყვით, რომ ეს დღესაც არ ხდება - ჩვენც ხშირად აღმოვჩენილვართ მსგავს, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო სიტუაციაში, ოღონდ, ყველაფერმა უფრო დახვეწილი სახე მიიღო...
ექსტრასენსი – ლათინ. “ექსტრა” – მეტისმეტად, ”სენსუს” - შეგრძნება. ამ პიროვნებებს ყოფით მეტყველებაში სხვა სახელიც აქვთ - ნათელმხილველი.
დღესდღეობით, საღამოს ტელეეთერი ეთმობა, სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკვე პოპულარულ ტელეპროექტს “ექსტრასენსთა ბრძოლა”, ამიტომ საჭიროდ ვთვლით, ყურადღება დავუთმოთ აღნიშნულ საკითხს. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ დაგვჭირდება, ვისაუბროთ თეოლოგიის ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიც არის მადლის, ხიბლის, დაცემული ანგელოზების საკითხები, მაგრამ, რადგანაც, ასე სტატია დაემსგავსება ვრცელ აპოლოგეტურ ნაშრომს, შემოვიფარეგლებით მოკლე მიმოხილვით, დაინტერესებულ ადამიანებს კი შეუძლიათ, პასუხები წმ. მამების მდიდარ წერილობით მემკვიდრეობაში ეძიონ.
რა არის ნათელი? რომელ ნათელს ხედავს ასე “კარგად” ექსტრასენსი?
საქმე ის არის, რომ სამოთხიდან გამოძევებული, დაცემული ადამიანი ისწრაფვის საღვთო ნათლისაკენ, მაგრამ მას გზად ეღობება სხვადასხვა საცდური და, თუკი, ადამიანი არ იცნობს ჭეშმარიტ მოძღვრებას, ადვილად შეიძლება, მოტყუვდეს, რადგან თავად მაცხოვარმა გაგვაფრთხილა სახარებაში “რომ მაცდურნი შეეცდებიან, აცდუნონ “თვით” რჩეულნიც კი, თუკი ამას შეძლებენ (მრკ.13,22), ხოლო წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ნათლის ანგელოზად გარდასახვა, თავად, ეშმაკს ახასიათებს და გასაკვირი არ არის, რომ მისი მიმდევრებიც გარდაისახონ ნათლის ანგელოზებად (2 კორ.11,13-15).
თავი და თავი ამ ყველაფრისა არის ამპარტავნება! - ჯერ კიდევ სამოთხეში, ეშმაკმა აცდუნა ევა და უთხრა, გახდებით, როგორც ღმერთებიო, ევამ უშრომელად მოინდომა განღმრთობა და სიმაღლეთა დაპყრობა და ღმერთი საკუთარი სამყაროდან გამოაძევა! დავაკვირდეთ! - მაშინ, როდესაც წმ. მამები საკუთარი ოფლითა და სისხლით შრომობდნენ, ამ ადამიანს, ტელევიზორიდან რომ ”ქადაგებს”, თითიც არ გაუნძრევია! მავანი იტყვის, ღმერთმა უბოძა ეს უნარიო, მაგრამ ნუ დაგავავიწყდება, რომ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის, ვინ არის მზად მისი საჩუქრის მისაღებად. მაცხოვარმა თქვა: ”ნუ მისცემ სიწმიდეთა ძაღლთა...” (მათ.7,6). გარდა ამისა, წმ. მამათათვის ხილვანი და გამოცხადებანი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა - ის გახლდათ შედეგი სინანულისა და გულის განწმენდისა. ამ ადამიანებს არასოდეს უფიქრიათ, რომ სამყაროს გადამრჩენელნი იყვნენ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, მამათა სწავლების მიხედვით, საღვთო ნათელი ნათელია მხოლოდ განწმენდილთათვის, უღირსთათვის კი ეს ნათელი შემწველი ცეცხლია. წმ. სილუანე ათონელი გვასწავლის, რომ “ვისზედაც ღმერთმა ინება, გამოეცხადებინა თავისი ნათელი, იგი, უკვე, არ მოიხიბლება თავისი გონების ბუნებრივი ნათლით”.
სარწმუნოებაში გაუცნობიერებელ ადამიანს ექსტრასენსები იოლად ხიბლავენ ცრუ სასაწაულებით, ქრისტიანული ატრიბუტიკით (ხატები, ჯვარი), სიწმინდეებით (ნაკურთხი წყალი), სასულიერო პირების სახელების გამოყენებით (ვითომდა, მათი კურთხევით სარგებლობენ), მაგრამ სასწაული არასოდეს ყოფილა თვითმიზანი ქრისტიანისათვის. ამას გარდა, ცნობილია მრავალი შემთხვევა, როცა წმ. ზიარების, ქრისტიანული მორჩილების შემდეგ შემცდარ “სასწაულთმოქმედს” პირვანდელი, ბოროტისაგან ბოძებული უნარები ერთმევა.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ექსტრასენსებისა და ნათელმხილველების თქმული ხდება, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეშმაკისათვის ძნელი არ არის, სიცრუეს ცოტაოდენი სიმართლეც შეურიოს, რათა უფრო მოხერხებულად გაგვაბას მახეში. საქმე ის კი არ არის, ხდება თუ არა ნათქვამი, არამედ-ის, ვისგან არის და ვისგან ხდება. ცნობილია შემთხვევები, რომ ბოროტი ძალა მანიპულირებს უკვე მომხდარი ამბებით და წარმოგვიდგენს მას, როგორც სასწაულებრივად ნაუწყებს.
ჯერ კიდევ წმ. იოანე ოქროპირი საუბრობს ამდაგვარი საცდურების შესახებ და ბრძანებს, რომ იმიტომ გვიხდება მისნის ნათქვამი, რომ გვჯერა ამისა, თუმცა, საკითხავია, გვიხდება მართლა თუ-არა. მისანი გიმონებს, მთელი შენი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და, როგორც უნდა, ისე გათამაშებს. ადამიანს, ხშირად, მისნობა არ უხდება და ამაოდ იტანჯება. საჭირო რომ ყოფილიყო, ღმერთი, რომელმაც ზეციური საიდუმლოებებიც კი არ დაგვიმალა, მომავალს გამოგვიცხადებდა. წმ. იოანე აქვე აღნიშნავს, რომ ვინმე იტყვის, მე მისნების არ მჯერა, მხოლოდ გამოვცდიო... რახან გამოცდას ვუწყობთ, ე.ი არც იმაში ხარ დარწმუნებული, რომ გატყუებს, უბრალოდ, გეეჭვება... მისანთა დაჯერებას ეს წმინდა მამა კერპთმსახურებასთან აიგივებს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როგორ უწოდებს მაცხოვარი ეშმაკს სიცრუის მამას (ინ.8,44). ჩვენ მივიღეთ ის ცოდნა, რომელიც საჭიროა, ხოლო ის, რაც მის გარეშეა, საცდურია! პავლე მოციქული აფრთხილებს ქრისტიანებს:” უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ” (გალატ.1,9).
მისნობისა და მჩიხბავობისადმი მკაცრ დამოკიდებულებას დიდი ისტორია აქვს:
ძველი აღთქმა პირდაპირ კრძალავს ყოველგვარ მისნობას (2 რჯ.18,10-12; ლევ.20, 27) და სიკვდილს განუჩინებს ასეთ ადამიანებს. მისნებთან მისვლა ერთ ადგილას იწოდება ორივე ფეხით კოჭლობად (3 მეფ.18,21), მაცხოვარმა პირდაპირ მიგვითითა, რომ ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს საკუთარ თავზე (მათ.6,34). მაცხოვრის ამაღლების შემდგომ პერიოდში უკვე “საქმე მოციქულთა” მოგვითხრობს ერთ საგულისხმო ამბავს: მოციქულთა მიბაძვით, ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა ებრაელმაც დაიწყო უფალი იესოს სახელის ხსენება ავი სულით შეპყრობილთან და ამბობდნენ, გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ამას აკეთებდა იუდეველი მღვდელთმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი. ავმა სულმა უთხრა მათ, იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ ვინ ხართო, ეშმაკეული კაცი ეცა მათ, სცემა და შიშვლები და დასახიჩრებულები გამოუშვა. ამის შემდეგ ყველას თავზარი დაეცა, მრავალი მოექცა, მოაგროვეს გრძნეულთა წიგნები და საჯაროდ დაწვეს, აღრიცხეს მათი ფასი და 50 000 ვერცხლი აღმოჩნდა (ეს შეგვიძლია, აღმოვიკითხოთ საქმე მოციქ. 19,12-19). ამ საქმიანობით გატაცება, არცთუ იშვიათად, თავად, ამ ადამიანებისათვის მთავრდება სავალალოდ-ფსიქიკური აშლილობით.
მაცხოვარი ეშმაკებს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა, ისინი, იმ მომენტში, სიმართლეს ამბობდნენ-უწოდებდნენ მას მესიას (ლკ.4,33-35; 4,41). ეშმაკი არასოდეს ამბობს სიმართლეს არაწმინდა მიზნის გარეშე.
მისნობის შესახებ გვაფრთხილებენ საეკლესიო კრებების დადგენილებებიც:
„ის პირები, რომლებიც ენდობიან მისნებს, ასისთავებს [უხუცესი მოგვები], ან სხვა მათ მსგავსებს, რათა იმათგან შეიტყონ წინასწარმეტყველება, წინამორბედ მამათა განწესებათა თანახმად, ექვსი წლით ზიარებიდან განკანონებას ექვემდებარებიან. იგივე ეპიტიმია უნდა დაეკისროთ იმათ, ვინც დათვებსა და სხვა ცხოველებს დაატარებენ სამასხარაოდ და მარტივ [უბრალო, გაუნათლებელი] სულთა საზიანოდ და შეაზავებენ რა, სიცხადეს უგუნურობასთან, ბედისა და გვარტომეულობის შესახებ მკითხაობენ და სხვა მრავალი მითქმა-მოთქმით არიან დაკავებულნი. მათ მსგავსად უნდა დაისაჯნონ ე.წ ღრუბელთმდევნელები, მსახრვალნი [რიცხვებით მკითხავნი], თილისმის დამამზადებელნი და გრძნეულნი ვინც მტკიცედ არის დადგრომილი ამგვარ საქმიანობაში, არ უტევებს და არ ილტვის ასეთი დამღუპველი და წარმართული გამოგონებებისაგან, მათ მიმართ ეკლესიიდან გაძევებას განვაჩინებთ, როგორც ამას საღვთო სჯული ბრძანებს: „რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა” -იტყვის მოციქული, - ანუ რაი სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? (2 კორ.6,14,15,16) (ტრულ.65. ანკვირ. 24,ლაოდ. 36,ბასილი დიდ. 7,65,72,81,83. გრიგოლ ნოს.3) - წერია წმ. მამათა გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებაში, ხოლო “დიდი სჯულისკანონი”-ს გადაშლისას ამას ამოვიკითხავთ: „წარმართული რიტუალის მინაწილე ბილწების მოქმედი, მამათმავალი, მოგვი, შფოთის შემტანი, შესაბამის შემთხვევაში გამრყვნელი სანახაობის მაყურებელი, დროში გამოიცადოს, რადგან ასეთი რამ ძნელად ჩამოსაშორებელია, ამ საქმეებისაგან დამცხრალნი შეიწყნარონ, ხოლო ვინც არ დაიჯერებს, ის უკან გააბრუნონ” (წმ. მოცუქულ პავლეს განწესებანი საეკლესიო კანონთათვის, მუხლი 8), ასევე, წერია: „ვინც მივიდეს გრძნეულებთან, ან მისნებთან, ან ვინმესთან, ვინც აღუთქვამს რაიმე საეშმაკო განწმენდას ან მისნობით ვნებისაგან დაცვას, საჭიროა გამოძიება და დაწვრილებით გამოკითხვა: ქრისტეს სარწმუნოებაში ყოფნის დროს გაჭირვების გამო ჩაიდინეს ეს ცოდვა და გამოუთქმელმა უბედურებამ მისცათ მიზეზი, ასეთი საქმისათვის მიეყოთ ხელი, თუ სულ მთლად შეურაცხყვეს ჩვენი სარწმუნოება და ეშმაკი გაიხადეს თანამებრძოლად? თუ სარწმუნოების უარყოფითა და ქრისტიანთა მიერ თაყვანისცემული ღმერთის ურწმუნოებით ჩაიდინეს ეს, ცხადია, უარისმყოფელთა სასჯელით დაისჯებიან. ხოლო თუ აუტანელი გაჭირვების გამო სძლიათ სულმოკლეობამ, ამ ვნებაში ჩაცვივდნენ და რაღაც იდეისაგან შეცდენილნი ჩამოშორდნენ სწორ გზას და დაბრკოლდნენ, ასევე კაცთმოყვარული დადგენილება უნდა მივუყენოთ მათ, როგორც ზემოტთ ითქვა იმათ შესახებ, რომლებმაც სარწმუნოების აღსარების დროს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ტანჯვას” (გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის, წმ. ლიტოსადმი, მუხლი 2). თუმცა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, გაჭირვების შემთხვევაში შეგვიძლია, მივმართოთ მისნებს-ჩვენ ხომ გვყვავს ჩვენი დიდი მფარველი და მეოხი-დედა ღვთისმშობელი!
ჩვენი დროის ესოდენ პოპულარულ ტერმინებს: „ნათელმხილველობა”, “ ჰიპნოტიზმი”, “სასაწაულებრივი კურნება,” საგნების გაჩენა-გაქრობისა და გადაადგილების უნარი, ფართოდ იყენებს ყველა არაქრისტიანული რელიგია. კურნების ნიჭი, ჩვენი დროის დიდი მამა და მოაზროვნე-სერაფიმე როუზი აღნიშნავს თავის ნაშრომში, რომ კაცს ეძლევა გულითადი ლოცვის პასუხად, ეძლევა ღვთივსათნო ადამიანს, კაცს კურნება ენიჭება სიწმინდეებთან შეხებითაც, ხოლო მედიუმური კურნება გარკვეული ხერხებით, ფსიქოლოგიური მდგომარეობების გამოყენებით მიიღწევა და მას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. მამა სერაფიმეს მოჰყავს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ მოხიბლულ ადამიანებს თავდაჯერება და კადნიერება ახასიათებთ-მათ მიაჩნიათ, რომ უკვე წმინდანები არიან. ისინი, თითქოს, თვრებიან საკუთარი თავით. მათ საქციელში საოცარი მაღალფარდოვნობა იგრძნობა, „თუმცა, ბევრი, ვინც ნაყოფის მიხედვით კი არა, გარეგნობით მსჯელობს, ფიქრობს, რა თავმდაბალნი არიანო.”
ჩვენ შევეხეთ ტერმინს „ექსტრასენსი” - ამ კომპოზიტში ფიგურირებს სიტყვა “შეგრძნება”, რომელიც მიღმიურის შეგრძნებას გულისხმობს. წმ. ეგნატე გვასწავლის, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მისი გრძნობები უხეში გახდა ,ადამიანმა დაკარგა სულთა სამყროსთან ურთიერთობის უნარი და ღმერთმა, ისევ-ჩვენი სარგებლისათვის, დაგვიფარა სულებთან უშუალო კონტაქტისაგან, რომ დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრან და არ დაგვღუპონ. დაუშვებელია, ადამიანმა ღვთის განგებულება უარჰყოს და საკუთარი ძალებით გახსნას თავისი გრძნობები და სულებთან ხილული ურთიერთობა დაამყაროს. საკუთარი ძალებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება ურთიერთობის მიღწევა, წმ. ანგელოზთათვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელი, ღვთისთვის არასათნო საქმეებში მონაწილეობა. დაუფიქრებელი და ქრისტიანული ღვაწლის უცოდინარი ადამიანები ცნობისმოყვარეობით იხიბლებიან. ეპისკოპოსი ეგნატე გვირჩევს, თავზე წარმოდგენას ნურავინ შეიქმნის, როცა გრძნობად სულებს, თვით, ანგელოზებსაც კი იხილავს; ეს ჩვენება, ცალკე, თავისთავად, მისი მნახველის ღირსებას სრულებითაც არ მოწმობს: ეს არამარტო უზნეო ადამიანებს, არამედ, თვით, უტყვ ცხოველებსაც კი შეუძლიათ” (რიცხვ.22,23). სულთა სამყაროში სწორად შესვლის ერთადერთი გზა ქრისტიანული მოღვაწეობაა. ჩვენი სულიერი ხედვა, შეგვიძლია, განვსაზღვროთ, როგორც აზრების, განცდებისა და ზრახვების შეფასებისა და სწორად განმარტების უნარი. თვალის ახელა, სულიერი სიბრმავისაგან გათავისუფლება, სულიერი ხედვის შეძენა ადამიანის ღვთიური მადლით გასხივოსნებაა. „ეს ხდება არა ადამიანის მეცადინეობით, არამედ უფლის სულთან ჩვენი სულის შეხებით, თანმიმდევრულად - ყოვლადწმინდა სულის ყოვლადწმინდა ნებით” - წერს მღვდელთმთავარი ეგნატე. საერთოდ, მედიტაცია და მისი ნაყოფი არ არის სულიერი ხედვა, რომლის დროსაც სულიერი სიბრმავე ქრება. ეს მცდარი გამოსახულებებისა და შეგრძნებების პრაქტიკაა, როცა სული უფრო ბრმავდება, რადგან უჩვეულო და მიმზიდველი განცდების მახეში ვარდება, იქიდან კი თავად აღარ სურს გამოსვლა. მედიტაცია სულიწმინდით არ ხდება, რადგან სულიერი ხედვის აუცილებელ პირობას - სინანულს არ სცნობს. მღვდელთმთავარი ეგნატე წერს, რომ [სულიერი ხედვა] უხილავად მოდის, უხილავად მიდის, ჩვენი ნების დამოუკიდებლად, როგორც მას სურს. სულიერი ხედვის ბჭენი მორჩილებაა. არადა, ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც „ყოვლისშემძლე ნათელმხილველმა” ვერ შეძლო უბრალო მორჩილების შესრულებაც კი!
ჩვენი დროის ამ დიდ საცდურს თავის საუბრებში დიდ ყურადღებას უთმობს მამა პაისი ათონელიც. იგი ვრცლად საუბრობს აღნიშნულ საკითხზე და მოჰყავს ცოცხალი მაგალითები, შემთხვევები, მაგრამ, ამჯერად, ჩვენ მოვიშველიებთ მისი საუბრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს დასკვნისათვის; მამა პაისი მსჯელობს, რატომ მიმართავენ ადამიანები მაცდუნებლებს, როდესაც პრობლების წინაშე აღმოჩნდებიან და ამბობს: „ეშმაკის ნიჭები იაფია და მათი მოხვეჭა ადვილია. მკითხავი ხომ მასთან მისულისაგან ბევრს და რთულს არაფერს ითხოვს. ის ამშვიდებს, ამართლებს ადამიანთა ვნებებს; იმის მაგიერ, რომ სასაულიერო პირთან მივიდნენ და აღსარება თქვან, მოძებნიან ასეთ მკითხავებს, ანუ თვით ეშმაკს და პრობლემის გადაჭრას მას სთხოვენ. მერე კი იტანჯებიან და ვერ გებულობენ, რომ ეშმაკმა შეკრა ისინი და მათზე ძალაუფლება მოიპოვა. ხალხს თავბრუ აქვს დახვეული, იცით, რამდენი ვინმეა ისეთი, ვინც ირწმუნება, რომ ხალხი სწორი გზით მიჰყავს?! თავად კი მხრებზე აქვთ წამოკიდებული ტომარა, რომელშიც სხვა ვინმე კი არა, თვით, ეშმაკია დამალული. თუმცა სახიერი ღმერთი არ უშვებს, რომ ეშმაკი მთლად შეუმჩნევლად დარჩეს. ხანდახან, იმ ტომრიდან, რომელსაც მატყუარები დაატარებენ, ეშმაკს რქა ან კუდი გამოუჩნდება, ხალხი ხედავს ამას და შეშინებული ყვირის: „ეს რა არის? რქა! კუდი!”
„რას ამბობთ, რა რქა, რის კუდი, ეს ხომ უბრალოდ... ბადრიჯანია!” -ამშვიდებენ მათ მატყუარები, რათა კვლავ თავიანთ ნებაზე ატრიალონ ისინი და ყოველივე ისე წარმოაჩინონ, როგორც კარგი და სასარგებლო რამ. თუ ადამიანი მაცდუნებელს უმეცრებით მისდევს, ღმერთი მას არ მიატოვებს, მიეხმარება ასეთ ადამიანს, რომ საკუთარი შეცდომა გაიგოს და ჭეშმარიტებას დაუბრუნდეს!”
ასეთი ექსტრასენსები, ძირითადად, ორი ტიპისანი არიან: შარლატანები, თვალთმაქცები და ისინი, ვისაც მართლაც ეშმაკი დაუფლებია.
ჩვენ ვსაუბრობთ ბოროტი სულის გავლენაზე, მაგრამ არის ხალხი, რომელიც არ აღიარებს ბოროტი სულის არსებობას სიჯიუტისა თუ რელიგიური უმეცრების გამო, მაგრამ ამ ექსტრასენსების მაინც სწამს, ამდენად, ძნელდება, მათ ავუხსნათ, რატომ არ არის მისაღები ჩვენი დროის ამ გრძნეულებთან სიარული; ასეთ ადამიანებს კი არ უნდა ველაპარაკოთ, უმჯობესია, მათთვის ვილოცოთ, რომ ღმერთმა გონება გაუხსნას.
უნდა შევეხოთ ერთ საკითხსაც:
დღეისათვის, ექსტრასენსთა დიდი ნაწილისათვის, მათი საქმიანობა არის დიდი შემოსავლის წყარო და ეს ხალხი, სამყაროს გადამრჩენლად რომ წარმოგვიჩენს თავს, და უნდობლად ყვლეფს ადამიანებს და, ამასთან, აცხადებს თავს უფლის მოციქულებად, არადა, უფალმა თავის ჭეშმარიტ მოციქულებს უთხრა: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით”(მათ.10,8) და არ ახსოვთ მეფე დავითის სიტყვები: „შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა, წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა”(ფს.118-ე).
ჩვენ კი გვახსოვდეს ის, რაც გვითხრეს მაცხოვარმა და მისმა მოწაფეებმა: „ეკრძალენით ცრუ-წინაწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ” (მათ.7,15)
და ბოლოს, ადამიანებო! “განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა (1 პეტრე 5,8)!”
საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მე-4 კურსის სტუდენტი ნინო საძაგლიშვილი.
http://www.sg-sakdari.ge/nateli.php

Комментариев нет:
Отправить комментарий