ღმერთი

ღმერთი

понедельник, 8 апреля 2013 г.

მეცნიერება და რელიგია.I

მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)
მეცნიერება და რელიგია
.

სამშვინველი, ჰეკელის მიხედვით, სამართლიანად განეკუთვნება „მსოფლიო გამოცანათა" რიცხვს. მაგრამ როდესაც იგი გვთავაზობს მაგიურ განმარტებას, რომლის თანახმად „სამშვინელი არის ტვინის ფუნქციათა ჯამი", მთელს „მსოფლიო გამოცანას", საიდუმლოების გარდა ეხდება და ყველაფერი ნათელი ხდება, თუმცა, არსებითად, მხოლოდ და მხოლოდ რუსული ენის ლათინურზე თარგმანს გვთავაზობენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ატომი წარმოადგენს ელემენტს, რომლის არსებობის ფაქტსაც რწმენით ვიღებთ. ამავე დროს, ჰეკელს სიცოცხლის ასახსნელად - კიდევ უფრო რთული და საკვირველი ცნება შემოაქვს, ცნება „განსულიერებული ატომისა". და მაინც, მიუხედავად ამისა, მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ბრმად რომ სწამთ მსგავს რეალობათა არსებობა, რომლებიც პრაქტიკულად არც არავის უნახავს და მათი არსებობაც არავის დაუმტკიცებია. თუმცა ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მოჩვენებითი, დროებითი წინააღმდეგობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც მეცნიერება ეძებს, მოძრაობს და ამიტომ, შესაძლოა, ცდებოდეს კიდეც. იგი ქმნადობისა და ძიების პროცესში იმყოფება, მაშინ როდესაც რელიგია უკვე ფლობს ჭეშმარიტებას და საგნებს იმგვარად გვიჩვენებს, როგორებიც ისინი რეალურად არიან. ახლა უკვე ნათელია, რომ რელიგიურ და მეცნიერულ შეხდულებებს შორის ეს წინააღმდეგობრიობა იმიტომ არსებობს, რომ ამ უკანასკნელის, როგორც სამუშაო ჰიპოთეზის ჭეშმარიტება, მხოლოდ დროებითაა აღაირებული.

დიდია ჩვენი სიუვიცე რელიგიის სფეროში. რელიგიის ცოდნა ორგვარია: შეიძლება იცოდე რელიგია, ე.ი. განიცდიდე მას, გქონდეს აბსოლუტურთან ურთიერთობის გამოცდილება, რაც რელიგიის არსს წარმოადგენს. არსებითად, მარტო მას, ვისაც ეს გამოცდილება გააჩნია, შეუძლია, საფუძვლიანად იმსჯელოს რელიგიაზე, და ამდენად, მისი მეცნიერებასთან ურთიერთობის პრობლემაც გადაწყვიტოს. მუსიკის შესახებ მსჯელობაც ხომ მხოლოდ იმ ადამიანს ხელეწიფება, ვისაც მუსიკალური სმენა და გემოვნება აქვს, საამისოდ არ კმარა მხოლოდ მუსიკის ისტორიის, მუსიკის თეორიის და არც მხოლოდ ნოტების ცოდნა.

სამწუხაროდ, მრავალ ანტირელიგიურ მწერალს სრულიად არა აქვს ეს რელიგიური გამოცდილება წარსულში (თუ მას რელიგიის ფორმალურ, წეს-ჩვეულებით მხარესთან არ ავურევთ) და უკვე ამიტომ მათი რელიგიაზე თავდასხმებიც სრულიად უსაფუძვლოა.

მაგრამ არსებობს სხვაგვარი ცოდნაც, რომელიც რელიგიას ეხება, - ესაა ცოდნა იმ რელიგიისა, იმ მოძღვრებისა, რომელსაც პიროვნება აღიარებს, როგორც რწმენისა და გამოცდილების საგანს. ეს შეესატყვისება მუსიკის თეორიის ცოდნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი რელიგიის ამ „თეორიასაც" კი თითქმის არ ვიყენებთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თითქმის არ ვიცნობთ ბიბლიას დედანში და მის შესახებ წარმოდგენას სხვადასხვა წიგნებისა და სხვადასხვაგვარ განმარტებათა მიხედვით ვიქმნით. გეოლოგია - მეცნიერებაა მიწის ქერქის შედგენილობისა და ამ ქერქის წარმოქმნის შესახებ, ცდოლობს დაგვიმტკიცოს, რომ როგორც სასკოლო ღვთისმეტყველება გვასწავლის, - სამყარო ექვს დღეში კი არ შეიქმნა, არამედ დროის უზარმაზარ მონაკვეთში. მაგრამ, მოდით, ვნახოთ, რა წერია ბიბლიაში. „დღეს" ჩვენ ვუწოდებთ დროის იმ მონაკვეთს, რომელიც განისაზღვრება დედამიწის მოძრაობით მზესთან მიმართებაში. ხოლო ბიბლიაში დღე დროის იმ პირველ „მონაკვეთსაც ეწოდება, როცა „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი" (დაბ. 1,3) და როცა ჯერ კიდევ არ იყო „მზე", რომელიც მეოთხე დღეს შეიქმნა. აშკარაა, რომ „დღე" აქ გამოყენებულია არა 24 საათიანი შუალედის ჩვეულებრივი გაგებით, არამედ „პერიოდის" თვალსაზრისით. ამას შეესატყვისება ებრაული ორიგინალის სიტყვა „იომ"-იც, რაც ნიშნავს „დღეს" და „პერიოდს" (რუსული „ეონ"-ი). ამას ადასტურებს „დაბადების" მეორე თავიც, სადაც სიტყვა „იომ"-ი აღნიშნულია შესაქმის მთელი დრო, რომელიც ექვსივე პერიოდს მოიცავს:

გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა ღმერთი მიწას და ცას (დაბადება 2,1-4).

ღმერთი, რომელიც სამყაროს ქმნიდა, მარადიულია და იგი დროის მიღმა, დროის გარეშე არსებობს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი, რომლის შეგნებაც დროის ცნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. თვით ადამიანისთვისაც ეს შეგნებაც მარადიული არ გახლავთ, რადგან მომავალ ახალ სამყაროში - უკვე აღარ იქნება დრო (გამოცხ. 10,6). ობიექტურად, ადამიანის გარეშე დრო ახლაც არ არსებობს, და მისი განზომილება ფარდობითია. მოსე, რომელიც დაბადების (შესაქმის) წიგნის ავტორია, ლოცვაში ამბობს: ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა (ფს. 89,5).

ამრიგად, თუ გეოლოგია ზოგჯერ ხელს გვიშლის გეოლოგიური მონაცემების აღიარებაში, ბიბლია თანხმობაშია ბუნების ყველა ფაქტთან და, მაშასადამე, ამ ფაქტების აღმომჩენ მეცნიერებასთან. ბიბლიის ზედაპირული კითხვა, ისევე როგორც ყოველგვარი ნახევარცოდნა კიდევ უფრო უცნაურ საგონებელში გვაგდებს. როგორც შეიძლებოდა სინათლე ყოფილიყო პირველ დღეს, თუ მზე მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნა?! ამ დაეჭვების მიზეზი კვლავ და კვლავ როგორც ბიბლიის, ისე მეცნიერების უცოდინრობაა. რამეთუ ჯერ კიდევ გერშელმა დაამტკიცა, რომ თავდაპირველად არსებობდა სინათლის (შუქის) ბუდოვანება (ნისლოვანება), ხოლო მეოთხე დღეს შექმნილი მზე წარმოადგენს იმ ცენტრს, რომელიც სივრცეში განფენილი სინათლის ენერგიას კრებდა. გამოთქმაში: გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მანათობელი, - დიდი მნათობი დილის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად (დაბ. 1,16). - სიტყვა „გააჩინა", ნიშნავს - გააკეთა, დაასრულა იმის შესრულება, რაც უკვე შექმნილი იყო, რაც თავდაპირველადვე იყო გამოხმობილი საარსებოდ. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა (დაბ. 1,1) (ორიგინალში ერთმანეთისაგან განირჩევა ეს ორი ზმნა - „გააჩინა" და „შექმნა"). კიდევ უფრო დიდ გულუბრყვილობას ისინი ავლენენ, რომლებიც სადავოდ ხდიან სამყაროს არსებობის ბიბლიურ სიძველეს და ივიწყებენ იმას, რომ ბიბლია მხოლოდ ადამიანის, და არა სამყაროს არსებობის ან თვით მისი შექმნის პროცესის ისტორიას განსაზღვრავს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სულ სხვა რამაა ცეცხლის მოპოვება და სულ სხვა საქმეა ლამპრის დამზადება, მისი ნავთით ავსება, შემდეგ - ანთება და ჩაქრობა. თუმცა ეს მხოლოდ სუსტი და არც თუ სავსებით სწორი ანალოგიაა. მაგრამ ბიბლია ყველაზე მეტად აშფოთებს და მოსვენებას უკარგავს მოაზროვნე ადამიანს; უკარგავს მოთხობილი სასწაულებით, რომლებიც მას ბუნების კანონების დარღვევა ჰგონია.

თუ ეს შეიძლება ლეგენდებისა და მათ აპოკრიფულ სახარებათა შესახებ ითქვას, სრულიად გაუმართლებელია იგივეს მტკიცება „ღმრთის სიტყვის", - წმინდა წერილის სასწაულთა შესახებ. სნეულთა განკურნება, მკვდართა აღდგინება - ბუნების კანონების დარღვევა კი არ არის, არამედ - ამ კანონების აღდგენა. ცოდვისა და მემკვიდრეობითობის კანონის თანახმად, ავადმყოფობა და სიკვდილი კანონზომიერია. მაგრამ თავდაპირველი ჩანაფიქრით, - როცა ცოდვა ჯერ კიდევ არ არსებობდა - ადამიანი სიცოცხლისათვის იყო შექმნილი და როცა ისპობა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი (ამ მიზეზს კი ცოდვა წარმოადგენს), მაშინ კვლავ აღდგება ღმრთაებრივი შემოქმედებითი ძალის მოქმედება. ოდესღაც ეს ძალა ძლევამოსილი „შემოქმედებითი სიტყვებით შესაქმის დღეებსაც ამოსტყორცნიდა" მარადისობის სიღრმიდან (წიაღიდან); მან, იმავე დარვინის სიტყვებით, „სიცოცხლე შთაბერა პირველ უჯრედს". ამ ძალის ბუნებრივ მოქმედებას წარმოადგენს არა სიკვდილი (ეს უკვე არაბუნებრივი იქნებოდა), არამედ სიცოცხლე და აღდგომა. ქვა მიზიდულობის ძალით ქვემოთ ვარდება, მაგრამ თუ უკუბიძგით მიზიდულობის ძალის ნეიტრალიზება მოხდება, მაშინ ქვა ზევით აფრინდება. სახარებისეული სწავლება არაბუნებრივი კი არ არის, არამედ ზებუნებრივია, რადგანაც ამა თუ იმ შემთხვევაში ზეცდისეული ძალა იწყებს მოქმედებას და ასეთი ფაქტი გვაოცებს, სასწაულებრივად გვეჩვენება, თუმცა ის, „რაც დედამიწაზე სასწაულია, ზეცაში ბუნებრივია" (როგორც რადიუმის მოვლენა - სასწაულისა ველურისათვის, მაგრამ ბუნებრივია ქიმიკოსისათვის). ბუნების კანონები ბორკილები არ გახლავთ, რომლებითაც ღმერთმა საკუთარი და ადამიანური ნება შებორკა. ბუნების ძალებსაც ის განაგებს და მბრძანებლობს მათ. სასწაულის გარეშე სიცოცხლე სასწაულებრივი არასდროს არ იქნება, და სწორედ რომ სასწაული სწყურია და ენატრება ყოველ ცოცხალ არსებას, რომელიც აუცილებლობის სამყაროდან თავისუფლების სამყაროსაკენ მიილტვის და მიისწრაფვის. მეცნიერება, რომელიც აუცილებლობის სამყაროს სწავლობს, კანონები, როგორც „მოვლენათა მუდმივად განმეორებადი" კავშირები და ძალები, რომლებიც მისი ხუთგრძნობიანი ლიგიკისთვისაა ხელმისაწვდომი, სასწაულებს არ სცნობს, თუმცა მათი უარყოფაც არ შეუძლია.

რელიგია კი თავისუფლების სამეფოსთან გვაერთებს და გვაკავშირებს. ამასთან, არა ფორმალურ და ცარიელ, არამედ შემოქმედებითი თავისუფლების სამეფოსთან, მადლის სამეფოსთან, იმ შემოქმედ ძალასთან, რომელმაც შექმნა სამყარო, ე.ი. სასწაული, და რომლის მოწმენიც ადამიანები ვართ. ამავე ძალას ასევე სასწაულებრივად უჭირავს ეს სამყარო (სამყაროს შენარჩუნება კანონზონიერად, ლოგიკურად არ გამომდინარეობს თვით არსებობის ფაქტიდან, ისევე როგორც ორგანიზმების კვებას ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მისი გაჩენა, მისი დაბადება, - იგი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს კიდეც). და ამიტომ სასწაულის საკითხში არ შეიძლება პრინციპული წინააღმდეგობა იყოს რელიგიასა და მეცნიერებას შორის (შეიძლება მხოლოდ მოცემული სასწაულის რეალურობის ან გამონაგონის შესახებ დაისვას საკითხი, მაგრამ ეს უკვე სხვა რიგის საკითხს წარმოადგენს). შემდეგ, როდესაც მოაზროვნე ადამიანი წარმოიდგენს ხოლმე სამყაროთა უსასრულო სიმრავლესა და სიდიადეს, შეცბუნება იპყრობს ბიბლიის მტკიცებიდან გამომდინარე, რომ დედამიწა კოსმოსის ცენტრში იმყოფება. რის გამოც ადამიანს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა შეექმნა, მიიჩნია რა საკუთარი თავი ყოფიერების ცენტრად. ბიბლია არ ამტკიცებს ანთროპოცენტრიზმს, ე.ი. იმას, რომ ადამიანი სამყაროს ცენტრში იმყოფება. როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? - ამბობს მეფსალმუნე (ფს. 8,4-5).

ბიბლია არ გეოცენტრიზმის შესახებ გვასწავლის, ე.ი. იმის შესახებ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრშია, და თვით ჰელიოცენტრიზმისთვისაც კი მასში არანაირი საფუძველი არ არსებობს (თეორია, რომელსაც მეცნიერება დროებით უჭერდა მხარს, როცა გვასწავლიდა, რომ სამყაროს ცენტრში მზე იმყოფება). და საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი ფიზიკური ცენტრის არსებობა, რომელიც თანაბრად იქნება დაცილებული უსასრულო კოსმოსური სფეროს ყველა წერტილიდან? ერთხანს ფიქრობდნენ, რომ ასეთი ცენტრი შეიძლებოდა პოლარული უძრავი ვარსკვლავი ყოფილიყო, მაგრამ არც ის აღმოჩნდა უძრავი და ცენტრალური.

ბიბლია გვასწავლის თეოცენტრიზმის შესახებ, იმის შესახებ, რომ სამყაროს უცვლელ ცენტრს ღმერთი წარმოადგენს (ღმერთი ებრაულიდან თარგმანით, დელიჩის ფილოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, ნიშნავს ყოფიერების, არსებობის უძრავ და მარადიულ მიზანს. რადგან მისგან და მის მიერ და მის მიმართაა ყოველი (რომ. 11,36).

ბიბლია გვასწავლის სამყაროს არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური ცენტრის შესახებ (რადგან იგი შეიცავს სწავლებას არ წარმავალ, ფიზიკურ საგნებზე, არამედ - მარადიულსა და სულიერზე), რომელსაც ქრისტე-ლოგოსი წარმოადგენს. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (ინ. 1,3).

სამყარო ქრისტეცენტრულია, ვინაიდან სიტყვა (ქრისტე-ლოგოსი) იყო ღმერთი (ინ. 1,1), ქრისტემ ხორცი შეისხა პატარა და უმნიშვნელო პლანეტა დედამიწაზე, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც დედამიწაზე პაწაწინა პალესტინა ამოირჩია, პალესტინაში ბეთლემი, ხოლო ბეთლემში - ბაგა, რადგან სასტუმროში მისთვის ადგილი არ მოიძებნა. ამგვარად, ჩვენი დედამიწა კოსმიურ ბეთლემად იქცა, და თუ ბაგადან სინათლე მთელს დედამიწას მიმოჰფინა, ასევე ძალუძს ჩვენთვის მიუწვდომელი პროექციით იგი სამყაროს ნებისმიერ წერტილსაც მისწვდეს.

ეს განუზომელი კოსმოსი (მაკროკოსმოსი) ისევე ქრისტეცენტრულია, როგორც - შენი არსების მცირე სამყარო (მიკროკოსმოსი). მხოლოდ მის ირგვლივ შეიძლება ცენტრისკენულად ადამიანის მთელი შინაგანი ენერგიის შეკრება და მხოლოდ ღმრთისგანვეა შესაძლებელი მთელი თავისი შემოქმედებითი ძალის გამოსხივება (ემანაცია). თუ ეს მზიური ცენტრი თავის ადგილზე არ არის, მაშინ ადამიანის კოსმოსში ირღვევა წონასწორობა, - იგი განიცდის და შეიგრძნობს შინაგან მერყეობას, სიცარიელესა და დაბნელებას ისევე, როგორც გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმამ ბუნებაში მიწისძვრა და დაბნელება გამოიწვია (გავიხსენოთ ფსიქოლოგ ჯემსის მოსაზრება: მოქცევა წარმოადგენს ნების აქტს, რომლის წყალობითაც უზენაესი ფასეულობა, ცნობიერების მეორეულ შრეებში რომ იმყოფება, ამ უკანასკნელის ცნობიერების ცენტრი ხდება!). თუმცა ბიბლია სპეციალური წიგნი არ არის ფიზიკური ბუნების ან კაცობრიობის გარეგანი ისტორიის შესახებ, მაგრამ, ამის მიუხედავად, თვით ამ სფეროებშიც ზუსტია იგი. ან კი როგორღა დავუჯერებდით მას უფრო მნიშვნელოვან, სულიერ, მარადიულ და მომავალ მოვლენათა შესახებ, თუ ადამიანური ცოდნისათვის ხელმისაწვდომ, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში შეცდებოდა?!

თუ შევადარებთ ბუნების შესახებ მაჰმადიანურ და ინდუისტურ ე.წ. წმინდა წიგნებში მოცემულ გულუბრყვილო, მიამიტურ ცნობებს (რომელთაც სრულებით გამოეცალათ საყრდენი იმ გადატრიალების შემდეგ, რაც კოპერნიკმა ასტრონომიაში მოახდინა) ბიბლიის ავტორთა გათვითცნობიერებულობას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მათი ღმრთივსულიერება ვაღიაროთ ფრანგ ფიზიკოს ბიასთან (1774-1861 წწ.) ერთად, რომელმაც განაცხადა: „ამ მოსე ისეთივე ღრმა მეცნიერულ ცოდნას ფლობდა, როგორსაც - ჩვენი საუკუნე, ანდა იგი შთაგონებული იყო ზემოდან". ბიბლიაში ვერ იპოვით ძველ წარმოდეგენებს იმის შესახებ, რომ, ვთქვათ, ვარსკვლავები ცაზეა მიმაგრებული. დაბადების წიგნის თანახმად, ცა - განფენილი გარემოა, გამყოფი წყალთა, რომლებიც ცის ზემოთაა, წყლებისგან, რომლებიც ცის ქვემოთაა. მაშინ, როცა ძველები გვასწავლიდნენ, რომ დედამიწა რაღაც საყრდენზე დგას, ბიბლია ჯერ კიდევ როდის აცხადებს, რომ ღმერთმა არაფერზე დაჰკიდა დედამიწა (იობ. 26,7).

აგრეთვე ღირსშესანიშნავია სხვა ბუნებისმეტყველებითი დებულებანიც, რომლებიც ბიბლიისათვის ცნობილი იყო დიდი ხნით ადრე უკვე მანამდე, ვიდრე მათ მეცნიერება აღმოაჩენდა. მსგავს „წინასწარმეტყელებებს" შეიძლება მივაკუთვნოთ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა, ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილსა და ყოვლადძლიერს (ესაია 40,26). ეს სიტყვები მოგვიანებით მატერიის შენახვისა (ლომონოსოვი, ლავუაზიე) და ენერგიის შენახვის კანონებით (რ.მაიერი, 1814-1476 წწ.) დადასტურდა.

სიბრძნე ღაღადებს საკუთარი თავის შესახებ სოლომონის იგავებში: როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შემქნილი... არც სამყაროს მტვერი... იქ ვიყავი (იგავნი სოლომონისა 8,26-27). განა ეს მატერიის ელემენტებზე მინიშნება არ არის? სამეცნიერო აღმოჩენები სულ უფრო და უფრო მეტი სიცხადით ამართლებენ ბუნებისა და ისტორიის ბიბლიური სურათის მეცნიერულ სიზუსტეს.

ფილოლოგია, რომელიც კაცობრიობის ენებს სამ ძირითად ჯგუფად ჰყოფს (ინდოევროპული, სემიტური და თურანული), მათში სულ უფრო მეტ საერთო ელემენტებს პოულობს, რომელთაც ერთიანი კაცობრიობის ერთიან ენამდე (პრაენამდე) მივყავართ. კაციობრიობის 70 უმთავრეს ხალხად დაყოფა, დაბადების მე-10 თავში მოცემული, სულ უფრო მეტად დასტურდება ეთნოლოგიის მიერ (მეცნიერება ტომების შესახებ).

გეოლოგიამ და პალეონტოლოგიამ (მეცნიერება ნამარხების შესახებ) ბრწყინვალედ დაადასტურა ბიბლიაში გადმოცემული თანმიმდევრობა შესაქმისა. „თანმიმდევრულობა, რომელშიც ორგანულად წარმოქმნილი არსებები ჩნდება, შესაქმის 6 დღის ზუსტ თანმიმდევრულობას წარმოადგენს, როგორც ამას დაბადების წიგნი გადმოგვცემს" (ფიზიკოსი ა.ფეხნერი).

არქეოლოგიამ, რომელმაც ნინევე და ბაბილონი აღმოაჩინა (გაულინსონი), ბაბილონის გოდოლის („ზიგურატი") ნაშთებსა და უამრავ ძველ ფირფიტასაც მიაკვლია, რომლებშიც ის ფაქტებია გადმოცემული, ბიბლიის შინაარსის ჭეშმარიტებას რომ ადასტურებენ. ვირს-ნიმრუდის გოდოლის (კოშკის) სიმაღლეა 48 მეტრი და გარშემოწერილობა - 710 მეტრი. მას „ზიგურტი" ეწოდება. ეს სემიტური სიტყვა ნიშნავს „სახელის მოხვეჭას", „თავთა თავისთად სახელის ყოფას" (შეადარეთ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა სიტყვები: „...და ვყოთ თავთა თვისთა სახელი"...). ისტორიამ დაამოწმა და დაადასტურა ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტება. თუნდაც მარტო ამ აღმოჩენამ, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ, მარავლი დაეჭვებული და მცირედმორწმუნე წმიდა წერილის ღმრთივსულიერებაში დაარწმუნა და ეჭვი გაუფანტა. ესაია, ქრისტეს შობამდე რვა საუკუნით ადრე აცხადებდა ბაბილონის შესახებ მისი სიდიადის პერიოდში: ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისაგან დაქცეულ სოდომსა და გომორს. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე... უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას. ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოიწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება (ესაია 13,19-22).

და ეს აღსრულდა. მეოთხე საუკუნეში სპარსეთის მეფეებმა ბაბილონი (მისი განადგურებისა და გაუკაცრიელების შემდეგ) ველური მხეცების სამკვიდროდ აქციეს და ჟამიდან ჟამზე იქ სამეფო ნადირობებს მართავდნენ (იხ. ბროკჰაუზის ენციკლოპედიური ლექსიკონი. რუს.).

შემდეგ, წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი... (ესაია 14,23). და ესეც აღსრულდა. ბაბილონი ევფრატის ქვედა დინებაში ცვლილებათა შედეგად წყალდიდობის მსხვერპლად იქცა, და ამჟამადაც მისი დიდი ნაწილი წყალქვეშაა. რუსი მოგზაური ფრეი, რომელიც იქ 1895 წელს იმყოფებოდა, ბაბილონის ჭაობში ზღარბთა სიმრავლემ განაცვიფრა, რამაც მას ჩვენს მიერ ციტირებული ესაიას წინასწარმეტყველება გაახსენა.

კიდევ შეიძლება მრავალრიცხოვანი ფაქტების მოყვანა, რომელნიც სავსებით ამართლებენ ჩვენს მტკიცებას, კერძოდ იმას, რომ ნამდვილი მეცნიერება და ნამდვილი რელიგია, ე.ი. ბიბლიური რელიგია, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. რელიგია მეცნიერებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ჩვენს ცოდნას ბუნების შესახებ. მაგრამ საღმრთო გამოცხადებასა და ბუნებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან ორივეს შემოქმედი ღმერთია. რელიგიის საწინააღმდეგოდ წინასწარშექმნილ უარყოფით შეხედულებათა ზოგადი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, სიუვიცეა, უცოდინრობა, როგორც ბეკონი ამტკიცებს, და ამას ღმრთაებრივი უბრალოებით თვით ქრისტე განმარტავს: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ, არც ღმრთის ძალას (მთ. 22,29) ეს სიტყვები წარმოთქვა სადუკეველთა, - იმ დროის რაციონალისტთა მიმართ, რომელნიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომასა და სულთა არსებობას (განა მათ არ ჰგვანან ჩვენი დროის სადუკევლებიც, რომლებიც მხოლოდ იმას იღებენ და აღიარებენ, რაც ესმით?) და როგორც ძველად, ახლაც სწორედ ამ ორ სფეროს - წმინდა წერილის შინაარსსა და ღმრთის ძალას არ ვიცნობთ, ე.ი. იმ რეალობას, რომლის შესახებაც წმიდა წერილი ლაპარაკობს, რომელსაც რელიგია გვასწავლის და გამოგვიცხადებს, როგორც განცდასა და გამოცდილებას. ამჯერად ჩვენ სწორედ რელიგიის ამ მხარეს შევეხებით.

თუ რელიგიას არსობრივად განვიხილავთ, ე.ი. განვიხილავთ მას როგორც შინაგან განცდას, როგორც ღმერთის თაყვანისცემას და მასთან ურთიერთობას, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერება არათუ ეწინააღმდეგება რელიგიას, არამედ, პირიქით, მეცნიერებას მივყავართ რელიგიასთან.

თუ გოეთესეული სწავლული სპეციალისტის, ვაგნერის მსგავსად ფაქტების რუდუნებითა და გამოწვლილვით შეკრება-შეგროვებით არ შემოვიფარგლებით და ფაუსტივით ფართო გზას გავუხსნით მთელს ადამიანურ წყურვილს შემეცნებისას, რომელიც ყოფიერების, არსებობის ყველა საიდუმლოს ამოცნობისა და მათი დაუფლებისაკენ მიისწრაფვის, მაშინ გარდუვალად მივალთ რელიგიასთან. სწორედ მეცნიერება ადასტურებს მის აუცილებლობას. იგი სწორედ იმავე საკითხებს სვამს, რომლებზედაც პასუხს სცემს რელიგია. მას, მეცნიერებას, მიზეზობრიობის კანონით სამყაროს პირველმიზეზთან მივყავართ, ხოლო რელიგია პასუხობს, ვინ წარმოადგენს არამარტო სამყაროს, არამედ ადამიანის შემოქმედებით პირველ მიზეზსაც. მეცნიერება გვეუბნება, რომ ჩვენ მოვდივართ ღმრთისაგან (და არა მაიმუნისაგან). იგი გვიმჟღავნებს და გაგვიცხადებს ყოფიერების მაღალ ლოგოსს, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ამ ჰარმონიას. მეცნიერებას სიცოცხლის რაღაც გონივრული აზრის აუცილებლობასთან, სიცოცხლის რაღაც უზენაეს დანიშნულებასთან მივყავართ, რელიგია პასუხობს რომ - ეს ღმერთია!

ჩემშიც და მთელს სამყაროში ღმრთაებრივი საწყისის გამოვლინება ისე, რომ სიყვარულმა, სიბრძნემ, სილამაზემ გარემოიცვას სივრცე მთელი ყოფიერებისა და ღმერთი იყოს ყველა - ყველაფერში, შეადგენს კიდეც სამყაროს გონივრულ მიზანს.

მეცნიერება ასაბუთებს არამარტო ბუნებრივ კანონებს, რომელთა მიხედვითაც სამყარო არსებობს, არამედ ნორმატიულ კანონებსაც, რომელთა საფუძველზეც ის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით უნდა არსებობდეს. ასეთია ეთიკა - მეცნიერება ქცევის ნორმათა შესახებ. მედიცინაც აყალიბებს ქცევის წესებს, ის ამტკიცებს წმინდა, ზნეობრივი ცხოვრების აუცილებლობას, ჭაბუკებს, ახალგაზრდებს ურჩევს, ქორწინების გარეშე (სქესობრივ) ურთიერთობათაგან თავშეკავებას, მაგრამ თვითდისციპლინისათვის საჭირო ძალთა წყაროზე არ მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ალკოჰოლიზმთან დაკავშირებითაც.

სოციოლოგია ამართლებს ადამიანთა სოლიდარობისა და მათი კოოპერაციის კანონს. თუ „შენ ასე მოქცევა გმართებს", მაშასადამე „შენ ამის გაკეთებაც შეგიძლია". მაგრამ უნდა არსებობდეს ისეთი ძალა, რომელიც ჩვენთვის სულიერ სფეროში იქნებოდა სინათლისა და ენერგიის წყარო, წყარო სულიერი კმაყოფილებისა. ეს ძალა ღმერთშია!

მეცნიერების ხელთაა მოვლენები, ხოლო ადამიანის ფილოსოფიური მაძიებლობა და ცნობისმოყვარეობა ცდილობს, გადაიხედოს ფარდის მიღმა, რომელიც ჩვენგან სამყაროს არსს, მის არსებობას, მის ნამდვილ ყოფიერებას, მის ონტოლოგიურ საფარველს, მის ჭეშმარიტებას ფარავს.

და აი, ამქვეყნად მოდის ის, ვინც აცხადებს: მე ვარ ჭეშმარიტება (ინ. 14,6) (ანუ ის, რაც ნამდვილი და მარადიულია, რაც ყოფიერების საფუძველს, მის ჭეშმარიტებას წარმოადგენს, იმას, რაც ჭეშმარიტად არის). მოკლედ რომ ვთქვათ, მეცნიერული აზროვნება ამტკიცებს, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა არსებობდეს, ხოლო რელიგია - გაგვიმხელს და მის შესახებ გვაუწყებს.

მეცნიერება ღმერთის არსებობის აუცილებლობას ლოგიკურად გვისაბუთებს, ესთეტიკა იდეალურ ყოფიერებას სახეებით გვიჩვენებს, ხოლო რელიგია მასთან გვაერთებს და ურთიერთობსა გვამყარებინებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий