ქრისტიანული ჰუმანიზმის ძირითადი პრინციპები.
მთელი (ზნეობრივი) კანონი ერთი სიტყვით გამოითქმება: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი (გალ. 5,14).
როცა ქრისტიანულ მორალს ეჭვქვეშ აყენებენ, როცა მას უყენებენ უმძიმეს ბრალდებას, რომ იგი თითქოსდა ანტიჰუმანისტური, მავნებელი და მოძველებულია, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, თავად ქრისტიანებს უნდა ვკითხოთ, რომელ მორალს აღიარებენ ისინი?
ქრისტიანებს არ გვეშინია, ჩვენი მორალი თანამედროვეობის სამსჯავროს წინაშე დავაყენოთ! როდესაც ჩვენი რელიგიის ფუძემდებელი - იესო ქრისტე სამსჯავროზე მიიყვანეს და მისი მოძღვრებისა და მოწაფეების შესახებ ეკითხებოდნენ, მან უპასუხა: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; ვასწავლიდი... ტაძარში... და ფარულად არა მითქვამს რა. როდესაც ასეთი პასუხისათვის ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს, უთხრა მათ იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მაჩვენე ცუდი, და თუ კარგად ვთქვი, რატომ მცემ მე? (ინ. 18,20-23).
მივსდევთ რა ჩვენი უფლისა და მოძღვრის მაგალითს, ქრისტიანები არ ვმალავთ ჩვენს მოძღვრებასა და ჩვენს მორალს ადამიანთა თვალთაგან; ჩვენ არ ვფლობთ რაიმეგვარ ისეთ ფარულ მოძღვრებას, რომლისაც შეგვრცხვებოდა; მოციქულის მცნების მიხედვით, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, რათა თვინიერად და ღმრთის მოშიშებით მივუგოთ ყველას, ვინც გვთხოვს ჩვენი სასოების შესახებ (1 პეტ. 3,15). მაგრამ განა შეიძლება კანონი ისე ასამართლებდეს ბრალდებულს, რომ უფლებას არ აძლევდეს მას, დაიცვას თავისი თავი და თავისი მოძღვრება?! თუ სასამართლოზე სიტყვას მხოლოდ ბრალმდებელს აძლევენ და თვით ბრალდებულის სახელით ლაპარაკის უფლებაც მხოლოდ ბრალმდებელს ენიჭება, ცხადია, ასეთი სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება. სიტყვა „ჰუმანიზმი" ეტიმოლოგიურად „ადამიანურობას" ნიშნავს. ჩვენ ამჯერად ჰუმანიზმზე ვსაუბრობთ არა იმ ვიწრო აზრით, რომელიც ცნობილ მიმდინარეობას გულისხმობს XIV-XVI საუკუნეების (აღორძინების ეპოქა) ადრეულ დასავლურ-ევროპულ ბურჟუაზიულ კულტურაში. აღორძინების ეპოქის ჰუმანიზმი ადამიანთა ყველა მოთხოვნას არ პასუხობდა, მისი წარმომადგენლები კი თავად შორს იდგნენ ხალხისაგან და ხალხისთვისაც უცხონი იყვნენ ისინი. ამჯერად სიტყვა „ჰუმანიზმში" ვგულისხმობთ „ადამიანურობას"; ე.ი. ყოველივე იმას, რაც კაცობრიობის ნამდვილი სიკეთისაკენ, ადამიანური ღირსების დამკვიდრებისაკენ, პირადულ და საზოგადოებრივ ურთიერთობაში მაღალი მორალური თვისებების განვითარებისაკენაა მიმართული. ამავე დროს, და ამასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანიზმზე, როგორც ქრისტიანობის განუყოფელ და ყველაზე ძირითად ელემენტზე, როგორც სიყვარულის რელიგიაზე, რომელიც ადამიანური პიროვნებების შინაგანი განახლებისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ სრული და უანგარო მსახურებისაკენ მოგვიწოდებს.
ქრისტიანული რელიგია მორალით არ ამოიწურება, რადგან რელიგია უფრო მეტია, ვიდრე მორალი, მაგრამ ქრისტიანულ რელიგიას არ შეუძლია არსებობა მორალის გარეშე. მოცემულ ნაშრომში არ ვსაუბრობთ არც ქრისტიანულ დოგმატიკაზე, არც ქრისტიანულ მისტიკაზე. ჩვენი საუბრის საგანი იქნება მხოლოდ ქრისტიანული მორალი, ანუ ის, თუ რამდენად პასუხობს ქრისტიანობა ადამიანის სულის მაღალ მორალურ მისწრაფებას აქ, დედამიწაზე. იმდენად, რამდენადაც მორალი სოციალურ-ისტორიული მოვლენაა, მისი შეფასება მისივე წარმოშობისაგან დამოუკიდებლად შეგვიძლია იმ შედეგების მიხედვით, რომელთაც ის კაცობრიობის ისტორიაში იძლევა. ჩვენი შეგვიძლია მიუკერძოებლად ვიმსჯელოთ ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს სილამაზისა და ღირსებათა შესახებ, მაგალითად, ქრისტიანული ან მუსულმანური გამომსახველობითი ხელოვნების, ეგვიპტური სატაძრო არქიტექტურის, ან რომელიმე საკულტო მუსიკის შესახებ, გოთური ტაძრის ხაზები და რექვიების ბგერები შეიძლება იყოს მშვენიერი დამოუკიდებლად იმისგან, რისთვისაც შეიქმნა.
ისტორიული მეცნიერება შეიძლება მიუკერძოებულ შეფასებას გვთავაზობდეს, ვთქვათ, ეკლესიის დადებითი როლისას დამწერლობის გავრცელების საქმეში, პატრიოტული ან საქველმოქმედო მოღვაწეობის ორგანიზებისა და მატეანეთა წარმოების საქმეში; და თუ ეს შეფასება შეიძლება სავსებით ობიექტურად და მართებულად იყოს მოცემული როგორც სხვაგვარად მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიერ, ცხადია, ქრისტიანულ მორალსაც, როგორც ადამიანური ცნობიერების კონკრეტულ ფორმას, როგორც გარკვეულ მოვლენას, რომელსაც თავისი ადგილი უკავია კაცობრიობის ისტორიაში, შეუძლია მიუკერძებული შეფასება მიიღოს როგორც მორწმუნეთაგან, ისე - ურწმუნოთაგან სწორედ მისი იმ ისტორიული როლიდან გამომდინარე, რომელიც მას იმთავითვე ჰქონდა და დღესაც აქვს ამა თუ იმ ხალხისა თუ ცაკლეულ პირთა ცხოვრებაში.
მაგრამ ქრისტიანული მორალის უკეთ გასაგებად აუცილებელია, რამდენიმე სიტყვა ითქვას ქრისტიანული მოძღვრების არსის შესახებ, საიდანაც ის იღებს სათავეს... ამიტომ შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ, როგორ აფასებს ქრისტიანული დოგმატიკა ჰუმანიზმის იდეას.
ქრისტიანული მოძღვრება ყველაზე მაღალ და ნათელ ცნებებზე - ღმერთზე, ადამიანსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზეა დამყარებული. ქრისტიანული რელიგია ადამიანის პიროვნების განსაკუთრებულ, გამორჩეულ ღირსებას ქადაგებს. ადამიანი ხატება და მსგავსებაა ღმრთისა. ღმრთის ხატება ადამიანში - ესაა სამების თვისებათა ანარეკლი: გონება, ნება, თავისუფლება, სიკეთისაკენ სწრაფვა, მსგავსება - მსგავსება გულისხმობს შემოქმედთან მიმსგავსებას როგორც სულიერი სრულყოფის, ისე ბუნების გარდაქმნის, ბედნიერი და სამართლიანი ცხოვრების აშენებისა და აგების თვალსაზრისით.
ღმერთმა ადამიანი ბუნების მეუფედ და გამგებლად, მის გონიერ პატრონად და კეთილმომწყობად დაადგინა. დიდებულად გვიხატავს ფსალმუნი, როგორ აამაღლა ადამიანი ღმერთმა ყოველ ქმნილებაზე: ბევრად არ დაგიმცირებია ანგელოზები; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე (ფს. 8,6-7).
ქრისტიანებისათვის სიტყვა „ღმერთის" სინონიმს წარმოადგენს სიტყვა „კაცთმოყვარე", ჩვეულებისამებრ, ამ სიტყვით იწყება და მთავრდება ქრისტიანული ლოცვები.
მარტო ის ფაქტი, რომ ყველა სახარებისეული დოგმატიდან ყველაზე მთავარი დოგმატი ისაა, რომ ღმერთი სწორედ ადამიანისადმი სივყარული გამო ხდება ადამიანი, იტანს ყველა ადამიანურ შეჭირვებას, განსაცდელს, ტანჯვას თვით დამამცირებელი სიკვდილის ჩათვლით, და ყოველივე ამას, ვიმეორებთ, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულის გამო იქმს, რათა მას უკვდავებისა და სრულყოფილებისაკენ მოუხმოს და მოუწოდოს, ქრისტიანული რელიგიის დოგმატიკის გამორჩეულ ჰუმანიზმზე მეტყველებს. „ძე ღმრთისა ძე კაცისა ხდება, რათა ძენი კაცისანი გახდნენ ძენი ღმრთისა". და აი, ამ დოგმატიკაში ლოგიკურად იშლება და ვითარდება მთელი ქრისტიანული მორალი, მთელი ქრისტიანული ჰუმანიზმი.
ვიმეორებთ, რომ ამჟამად ჩვენ ქრისტიანულ დოგმატიკაზე მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ მორალთან მიმართებაში ვსაუბრობთ. ქრისტეს პიროვნება ნებისმიერი ქრისტიანისათვის ყოველთვის წარმოადგენდა იდეალს, რომლისკენაც მუდმივად უნდა მივისწრაფოდეთ ჩვენი მორალური ძალების შესატყვისად. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანული მორალის შესახებ გვესაუბრა, შეგვეძლო, უბრალოდ, ქრისტეს პიროვნებაზე, როგორც ამ მორალის ცოცხალ ნიმუშზე მიგვეთითებინა. ეს დებულება ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაშიც ინარჩუნებს, თუ ქრისტიანულ რელიგიას თუნდაც ათეისტური პოზიციიდან განვიხილავთ და ვთქვათ, ქრისტეს ისტორიულ არსებობას უარვყოფთ, რადგან უტყუარი და უდავოა ის, რომ ყველა ქრისტიანისათვის ქრისტეს პიროვნება ყოველთვის ცოცხალი და რეალური იყო, არის და იქნება. და რომ მთელი მორალი სახარებიდან გამომდინარეობს. ქრისტიანულ მორალს სრულიად ნათელი და მკაფიო ფორმულირებები გააჩნია, რადგან ის მთლიანად სახარებას, ე.ი. იესო ქრისტეს მოძღვრებას ეყრდნობა. ამიტომ ძირითად სახარებისეულ ფორმულებს იმ სახით მოვიტანთ, როგორც ისინი თვით ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებლის ბაგეთაგან წარმოითქვა. როდესაც ქრისტეს ჰკითხეს - მისი აზრით, რომელი მცნებაა უმთავრესი რელიგიურ კანონში, მან უპასუხა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველებანი... არ არსებობს ამათზე დიდი მცნება (მთ. 22,37-40; მარკ. 12,31).
როდესაც მაცხოვარი ადამიანთა საცხოვნებლად სიკვდილისათვის ემზადებოდა, გოლგოთაზე ასვლამდე (გოლგოთა - „თხემის ადგილი", სადაც იერუსალიმში დამნაშავეებს სჯიდნენ და სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე), თავის გამოსამშვიდობებელ საუბარში მიმართავს მოწაფეებს: ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისათვის (ინ. 15,12-13).
ჩვენ გაბედულად ვსვამთ შეკითხვას: არსებობს კი რომელიმე სხვა ფორმულა, რომელშიც ადამიანისადმი სიყვარული უფრო ღრმად და ძლიერად იქნებოდა გამოვლენილი? შეიძლება არსებობდეს ნამდვილი ჰუმანიზმის უფრო მაღალი გამოხატულება, ვიდრე ქრისტეს მცნებაა? შეუძია ვინმეს თქვას, რომ ეს მცნება უკვე მოძველდა, ან რომ შეიძლება იგი ჰუმანიზმის არსის გამომხატველი და მისი შესატყვისი რომელიმე სხვა მცნებით შევცვალოთ?
სიყვარული, რომელიც მზადაა, საკუთარი სიცოცხლე გაიღოს, ქრისტიანული მორალის ჭეშმარიტ საფუძველს წარმოადგენს.
როგორც უკვე ითქვა, ქრისტეს სიტყვების მიხედვით, ღმრთისა და ადამიანისადმი სიყვარულის მცნებებზეა დამყარებული ყველაფერი, ე.ი. არა მარტო ქრისტიანული მორალის, არამედ საერთოდ რელიგიის საფუძვლები მთლიანობაში. თვით ქრისტე თავის თავს ყოველთვის „ძე კაცისას" უწოდებდა. ეს სიტყვები ისეთი მჭევრმეტყველური და, ამავე დროს, ისეთი გასაგებია, რომ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მათი რაიმეგვარი განმარტება მოგვეცა. ქრისტე - ძე კაცისა! ამ სიტყვებშია ქრისტიანული რელიგიის როგორც ჰუმანიზმის უმაღლესი გამოვლინების ნორმა.
„ადამიანურობა"! სწორედ ეს წარმოადგენს „ძე კაცის" მიერ დაფუძნებული რელიიგის არსებით ნიშანს.

Комментариев нет:
Отправить комментарий