ღმერთი

ღმერთი

пятница, 10 мая 2013 г.

18.აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე;

7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,

10.
რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.

14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm



ვისაც აინტერესებს.



ანგელოზი ამბობს აქ საჭიროა სიბრძნე-ო, ესეიგი რაღაც გამოსაცნობია, მისახვედრია, ანუ, უფლება გვაქვს გონება ვავარჯიშოთ და გამოვიცნოთ რომელი თავი დაემხო, რომელი თავი  არის და რომელია ის, რომელიც არ არის და მოვა.


ოღონდ გამოცნობისას აუცილებლად სწორედ ის იმპერიები მოვიყვანოთ რომელსაც ხშირად ვახსენებ, აქედან პირველი ოთხი იმიტომ რომ ეს ინტერნეტის ინფორმაციებში ამ თემაზე  ერთპიროვნული აზრია, ხოლო შემდგომი სამი იმპერია იმიტომ კიარა რომ მე მაქვს მათზე ვარაუდი, არა, არამედ იმიტომ რომ შემდგომი სამი იმპერია მართლაც იყო ანტიქრისტიანული. ისტორიული ფაქტია და ვერავინ უარყოფს. მხეცის შესაცნობად კი აუცილებელი ნიშანია მისი ანტიქრისტიანულობა , რადგან ბაბილონმა სწორედ ანტიქრისტიანული იმპერიების მოქმედებით სვა ქრისტიანთა სისხლი.

წერია;   შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
შვიდი მეფე რომ შვიდ მეფეს ნიშნავდეს, მაშინ ზოგზოგიერთ მეფეს არ ეპატიებოდა ქრისტიანების მოკვლა და ზოგს კი?
და თუ, ის ბოლო მხეცის მეფეების მეშვეობით დახოცილ ქრისტიანებს გულისხმობს მაშინ ყოფილი იმპერიების ცოდვებს არც ახსენებს?


არა.

მხეცი არის იოანემდე წარსული , არსებული, მომავალი და ბოლოჟამის იმპერიების ნაერთი.

ამიტომ მარტივი პასუხი აუცილებლად მცდარია. რადგან პასუხი უნდა მოერგოს წარსულს აწმყოს, მომავალს . ჩახლართულია.

მაგრამ ყველა ვერსია დავწეროთ. მარტივიც და რთულიც.მოცემულია შვიდი იმპერია.

ქრისტიანობამდელიც და ქრისტესშემდგომიც;

ესენია;

I.ბაბილონის იმპერია.605 — 562 წწ.ძვ.წ.
II. მიდია-სპარსეთის იმპერია. აქიმენიდების იმპერია 550–330წწ.ძვ.წ.
III.საბერძნეთის იმპერია.338 — 309წწ. ძვ.წ.

IV.რომის იმპერია. 27 ძვ. წ — 476 ახ. წ.

V. არაბეთის ხალიფატი. 630-1258 წ

VI. ოსმალეთის იმპერია.1299 — 1923 წ.

VII. სსრკ.1921-1991წ.



დაახლოვებით ასე. ვხაზავთ შვიდ ,,თავს’’  და ვერსიების მიხედვით გამოვრიცხავთ რომელი დაემხო, ვვარაუდობთ რომელი არის და რომელი არ არის და მოვა.



ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მე მარტივი(მცდარი) და რთული (შესაძლო მცდარი) ვივარაუდე. რაც შეეხება მეშვიდეს მე დარწმუნებული ვარ ეს არის სსრკ, რომელზეც წერია  ,,სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. ’’

ანგელოზი უხსნის იოანეს ხუთი დაემხოო, თუ ზუსტად ზემოთმოცემული იმპერიების არსებობის მიხედვით ვიმსჯელებთ იოანეს დროს ჯერ ხუთი არ იყო დამხობილი, მეოთხეც არ იყო დამხობილი. თანაც ანგელოზი ამბობს, ხუთი დაეცა, ერთი არის ? ანუ,?  არის რას ნიშნავს, იოანეს დროს ,,არის’’? თუ ბოლოჟამსაც ,,არის’’(იქნება)?, თუ ყველა დროში არის? რომელ თავზე შეიძლება ითქვას რომ არის ?თუ რომზე უთხრა არისო, რომის იმპერია იყო მართლა იოანეს დროს, მაგრა მომავალში დაემხო და მასზე არის - თქმა მგონი არ იქნება სწორი, რადგან ის აუცილებლად დამხობილებშია, ჯერ არ მოსულზე ამბობს დიდხანს ვერ გაძლებსო და რომზეც ხომ უნდა ეთქვა რომ ის აუცილებლად დაემხობოდა. 

ვისაც გაინტერესებთ. 

მე კიდევ ჩავამატებ ვერსიებს .....


**
1*.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/1_17.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......
http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.
http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html


6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.
http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html


8.მსჯელობა.
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_15.html


9.ამ დილის ნააზრევი.............
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_30.html


10.ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_1469.html


11.რადგან ბოლო მხეცს აქვს დათვის ფეხები, ტანი ავაზის და ხახა ლომის.....
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_3.html


12.უფლის მკვლელი იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5446.html


13. რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5364.html


14.თუ აპოკალიფსი და საერთოდ, უფლის გვწამს.......
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/13.html


15. რატომ ვაქცევ მე ყურადღებას ........
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/14_19.html



16.მერვე შვიდთაგანი.



17. ავაზის ლიდერი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/05/blog-post_4744.html

Комментариев нет:

Отправить комментарий