ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 9 июня 2013 г.

14.თუ აპოკალიფსი და საერთოდ, უფლის გვწამს.......

დიდი ხნის უკან როცა მე პირველად ახალი აღთქმა წავიკითხე, უფრო სწორად, უფრო ადრე ერთერთი მოციქულის სახარება მქონდა წაკითხული. ხოლო, მომავალში როცა ახალი აღთქმის ბოლო თავი ,, იოანეს გამოცხადება’’ წავიკითხე რაღაც მეწყინა ასეთი დასასრული. ანუ, ბოლო თავი მე მივიჩნიე ძალიან კარგი ისტორიის არასერიოზულ, ზღაპრულ , ფანტაზიურ დასასრულად. და ვთქვი ,, ეს ბოლო რა დაუწერიათ , ზღაპრად გადაუქცევიათ მეთქი’’. შვიდთავიანი მხეცი, მფრინავი გველეშაპი, რაღაც ციფრი...სიმახინჯედ მომეჩვენა ასეთი დასასრული.

მერე კი, არც ისე დიდი ხნის უკან მე ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე, რატომ? ალბათ ასე უნდოდა ღმერთს. მართლა უნდოდა ? მომეჩვენა? ვაკრიტიკე კიდეც თავი, მაგრამ ასეა თუ ისეა, მე ვიფიქრე და დავწერე ის რაც დავწერე.

მანამ სანამ მე ჩემს აზრებს გამოვთქვამდი ვიკითხე სხვათა მოსაზრებები. დანიელის ხილვაში ხილულ მხეცებზე მრავალი წერილია ინტერნეტში. მათზე სწორედ აქ გავიგე.
ხოლო შემდგომი მხეცების ,,იდეა’’ ჩემია. არ ვიცი, სწორია თუ არა , მეც ერთერთი ვიქნები ვინც შეცდა , ეს არც გამიკვირდება, მაგრამ მე რატომღაც გადავწყვიტე რომ შვიდი მხეცი +მერვე =ერთიდაიგივე მხეცების წრეს. თუმცა აქ აზრები გამიმყარა კვლავ დანიელის ხილვაში ხილულმა მხეცებმა და მათმა გასამართლებამ. ანუ, სამი მხეცი აგრძელებს არსებობას, ხოლო ბოლო მერვე სწორედ ამ სამის ნაერთი მხეცია.

თუ აპოკალიფსი და საერთოდ, უფლის გვწამს, უნდა ვიფიქროთ კიდეც უფლის მეორედ მოსვლაზე, მანამდე კი იმ ვითარებაზე რაც იქნება მეორედ მოსვლამდე.

თუმცა შეიძლება ბევრს არც სწამს და არც ადარდებს ეს თემა. ასეც არის.


სატანა, ორი მხეცი და ბაბილონი.
ბაბილონს გაანდგურებს მხეცი. ორ მხეცს დაამარცხებს უფალი. სატანა კი შეიბორკება 1000წლით.
ბოლო მხეცის მიერ მოკლული მორწმუნეები გაცოცხლდებიან.
საბოლაოდ, სატანა 1000 წლის შემდეგ ორი მხეცის ბედს გაიზიარებს ,სატანასაც ჩააგდებენ იმ ცეცხლის ტბაში რომელშიც ორივე მხეცი ჩააგდო უფალმა.ეს საბოლაო განჩენია.


მანამდე კი,

ბაბილონის ქსელში ვართ გახლართული , ოღონდ შეიძლება ამას არ ვგრძნობდეთ, რადგან ქრისტიანული ცოდნა თუ არ გვაქვს, არც ბაბილონის მავნებლობას ვგრძნობთ.

და თუ ვგრძნობთ მის მავნებლობას , მაშინ ბაბილონის ახლოს ვცხოვრობთ, ანუ პატარპატარა ბაბილონები ყველგან არის,, თუმცა მთავარის ფესვებს ჩვენ მომავალში ჩავწვდებით. უნდა ვიყოთ ფრთხილად რადგან ის უფრო დიდი ხნისაა(გამოცდილი მაცთურია)ხოლო სანამ თავდაცვას მოიფიქრებ თავდასხმაც შეიძლება მოასწროს.მითუმეტეს თუ მას ბოლო წლები, საათები თუ წუთები აქვს. ბაბილონი არ არის უბრალოდ ჩვენი უცოდინარობის ფანტაზია, ის არ არის უბრალოდ მიტოვებული ქვის შენობები(ანუ ქალაქი). ბაბილონი ფიზიკური ცოცხალი პირია. ის შეიძლება იყოს მავნე ინფორმაციის წყარო, რომელიც გვწამლავს. ჩვენი უცოდინარობა მის წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს რომ ღია მეძავი იყოს, ჩვენ გვეცოდინებოდა თუ არა ვისგან დავიცვათ თავი.?

ის ფარული მეძავია, ჩვენ კი მას პატიოსანი სახელით ვიცნობთ ?

შეიძლება.

ის თუ პატიოსანი სახით გვევლინება არ არის გასაკვირი, ის სწორედ ეკლესიის წინამძღოლი იყოს  ან  მრევლში  იყოს.

სიბილწეთა დედისაგან არაფერია გასაკვირი...

***

13. რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5364.html


************************************************************************


რაღაც ჩავასწორე და განახლება გაუკეთა თემას((((
ეხლა რომ წავშალო , საერთოდ წაიშლება. იყოს რა ვქნა......


Комментариев нет:

Отправить комментарий