თავის შეურაცხმყოფელებს არ ეწინააღმდეგება, არ იყენებს იმ უსაზღვრო ძალაუფლებას, რომელიც გააჩნია, არამედ უთმობს მათ – თითქოს ისინი მასზე ძლიერები იყვნენ, და დროებით ხელისუფლებას კუთვნილ სიმტკიცეს ანიჭებს; როგორც მსჯავრდებული, მღვდელთმოძღვართა წინაშე წარდგება, მიჰყავთ მთავართან და იღებს სასჯელს; მდუმარედ ითმენს ცილისწამებას, თუმცა კი შეუძლია ამხილოს ცილისმწამებლები; მას აფურთხებენ მონები და ყველაზე საცოდავი მსახურები; ხალხს მისთვის სიკვდილის განაჩენი გამოაქვს და თანაც – ყველაზე სამარცხვინო სიკვდილის. ასე გაიარა მან მთელი თავისი ადამიანური ცხოვრება – დაბადებიდან ჯვარცმამდე და ასეთი სიმდაბლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს გამოაჩინა თავისი დიდება და თავისთან ერთად ისინიც განადიდა, ვინც მასთან ერთად დაიმდაბლა თავი, – პირველ რიგში, ნეტარი მოციქულები“.
წმ. ბასილი დიდი, „სიმდაბლისათვის“’
წმ. ბასილი დიდი, „სიმდაბლისათვის“’
Комментариев нет:
Отправить комментарий