ღმერთი

ღმერთი

пятница, 17 января 2014 г.

რომის პაპმა "ბანკირი" კარდინალები მომხვეჭელობის გამო დაითხოვა

რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა ვატიკანის ბანკის გამგე საბჭოს წევრი ხუთი კარდინალიდან ოთხი დაითხოვა. თანამდებობის დატოვება მოუწიათ კარდინალ ოდილიო შერერს ბრაზილიიდან, ტელესპორე ტოპოს ინდოეთიდან და ტარციზიო ჩერდონესა და დომინიკო კალჩანიოს ვატიკანიდან. საკუთარი პოსტი მხოლოდ რელიგიათშორისი დიალოგების საბჭოს თავმჯდომარემ, კარდინალმა ჟან-ლუი ტორანმა შეინარჩუნა.

ვატიკანის ბანკი გახმაურებულ კორუფციულ სკანდალშია გახვეული. იტალიის პროკურატურა ბანკსა და მის საბჭოს ფულის გათეთრების მასშტაბურ მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ვატიკანი ამ ბრალდებებს უარყოფს.

პაპი ფრანცისი, რომელიც საკუთარი ბანკირი კარდინალების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ იჩენს, ამ სიყვარულით სხვა დამიანებს უხვად ასაჩუქრებს. ახლახან მან ახლადშეუღლებული ჰეტეროსექსუალი წყვილები ვატიკანში მიიწვია მასთან ერთად ვალენტინობის დღის გასატარებლად. პაპის ამ ინიციატივას "დიახ სამუდამოდ" დაერქვა, სიტყვები, რომელსაც ტრადიციულად პატარძალი საკურთხევლის წინაშე წარმოთქვამს.


http://www.kvirispalitra.ge/msoflio/20259-romis-papma-qbankiriq-kardinalebi-momkhvetcelobis-gamo-daithkhova.html

Комментариев нет:

Отправить комментарий