ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

„კუდის“ ყოფილი თანამშრომელი: საქართველოში სისხლიანი რელიგიური დაპირისპირება მზადდება!

21 იანვარი, 2014.


გაზეთ „ქრონიკა +"-სთან ინტერვიუში „კუდის" ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სისხლიანი რელიგიური დაპირისპირება მზადდება.



ჟურნალისტ ნინო ლაბარტყავას შეკითხვაზე - რას ფიქრობს ვერსიაზე, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოში რუსეთი კონფლიქტური რეგიონების თემის ამუშავებასთან დაკავშირებით, რაც ვალერი გელბახიანმა გააჟღერა, რამდენად შეიძლება გადაწყვეტილების უკან იდგეს ის ძალები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულები, რესპონდენტმა განაცხადა, რომ ეს პროექტი იმათი გაკეთებული უნდა იყოს, ვისაც სამომავლოდ საქართველოში პროვოკაციები სჭირდება.

„ამისთვის რელიგიური დაპირისპირება საუკეთესო ნიადაგია. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ საქმის უკან იდგნენ ირანის სპეცსამსახურების გავლენის აგენტები საქართველოში, რომლებიც, პარალელურად რუსულ მხარეზეც მუშაობენ. ამასთან, სავალალო იქნება, თუ საქართველო გადაიქცევა რადიკალ-ისლამისტთა თავშესაფრად, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინათ პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების გამო აჭარაში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შავ სიაში შეყვანილი ჩეჩენი „ბოევიკი" ლაკაევი, რომელიც ცხოვრობდა თემურ ბახუნტარიძესთან. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, აჭარაში არსებულ რადიკალ-ისლამისტთა დაჯგუფების მეთაურად მოიხსენიება. რეალურად არავინ იცის, იყო თუ არა იგი რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ. მე, როგორც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, მოვუწოდებ საქართელოს შინაგან სამინისტროს, დროულად იქნას გატარებული ოპერატიული ღონისძიებები ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ამ მხრივ, ნებისმიერ დროს მზად ვარ, ჩემი ცოდნითა თუ კავშირების მეშვეობით დავეხმარო ქართულ სახელმწიფოს, რათა ის, საბოლოო ჯამში, პროვოკატორთა მსხვერპლი არ გახდეს", - აცხადებს თემურ კენკებაშვილი.

http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=13300




Комментариев нет:

Отправить комментарий