ღმერთი

ღმერთი

понедельник, 20 января 2014 г.

მრევლიშვილი მაყვალა-საბვშვო ლექსი

-დილა მშვიდობისა


ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
- შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
- გაიღვიძე პატარავ,
დილა მშვიდობისა!
- პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
- შენთვის მინდა პატარავ,
აბა, დამაკვირდი!
- მეც ახლავე ავდგები,
და დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!.


***

კიკლი-კიკლი


კიკლი -
კიკლი,
კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს :
- სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აბა, ჩამობრძანდითო!
- არ ჩამოვალთ, არაო,
მელა მატყუარაო!.


***

საწყალი კურდღელი


ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.
მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო,
- დაარიგეს დათუნა.
შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.
- ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში..








Комментариев нет:

Отправить комментарий