ევთანასია (ძვ. ბერძნ. eu = კარგი, უშფოთველი + thanatos = სიკვდილი) — სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა. ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც. ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.
უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია. პიროვნება, რომელსაც ევთანასია უტარდება როგორც წესი განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ევთანასიას ითხოვენ. ევთანასიის განხორციელება შესაძლებელია როგორც ქმედებით (ლეტალური ინექცია) ასევე უმოქმედობით (მაგალითად საკვები მილის გაუმართაობა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევთანასია აკრძალულია და დასჯადია. საქართველოს კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ევთანასია როგორც ტერმინი განმარტებულია შემდეგნაირად:
“ევთანასია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;” (22.11.2002 #1768)
ამავე კანონის მუხლი 151 თანახმად:
“სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანასიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”.
ევთანასიის განხორციელება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და უთანაბრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლს, რომლის თანახმადაც:
“მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე”.
განმარტებები
ნებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება ითხოვა.
არანებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებას, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება არ უთხოვია და მასზე თანხმობა არ განუცხადებია.
იძულებითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, ამის საწინააღმდეგო სურვილი გამოთქვა. სრულიად დასაშვებია ის მოსაზრება, რომ იძულებითი ევთანასიის ყველა შემთხვევა მორალურად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მკვლელობაა.
თვითმკვლელობაში დახმარება: ვინმე სხვა პირი პიროვნებას აწვდის ინფორმაციას, მითითებებსა და საშუალებებს სიცოცხლის დარულების თაობაზე, იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაცია, მითითებები და საშუალებები გამოყენებული იქნეს სწორად სიცოცხლის დასასრულებლად. როდესაც პიროვნებას საკუთარი თავის მოკვდინებაში ექიმი ეხმარება, ამას `ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება” ეწოდება.
ევთანასია ქმედებით: პიროვნების გარდაცვალების განზრახ გამოწვევა ქმედების განხორციელების გზით, როგორიცაა მაგალითად ლეტალური ინექციის გაკეთება.
ევთანასია მოუვლელობით: გარდაცვალების განზრახ გამოწვევა აუცილებელი და (მიღებული, ჩვეულებრივი) მოვლის განუხორციელებლობის ან საკვებისა და წყლის მიუცემლობის გზით.
სიბრალულის გამო მოკვდინება: ხშირად ადამიანები ევთანასიას `სიბრალულის გამო მოკვდინებას” ეძახიან, რადგან შესაძლოა ამ დროს განუკურნებელ პაციენტებსა და მათზე ფიქრობენ, ვინც ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯება.
ისტორია
ტერმინი ევთანასია ბერძნული სიტყვებიდან `ეუ” და `ტჰანატოს” მომდინარეობს და ერთად `კარგ სიკვდილს” ან `კარგად გარდაცვალებას” ნიშნავს. ჰიპოკრატე ევთანასიას ახსენებს ჰიპოკრატეს ფიცში, რომელიც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-300წწ. დაიწერა. ფიცის ორიგინალი ვერსიის თანახმად: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. მიუხედავად ამისა, ანტიკურ ბერძნებსა და რომაელებს ზოგადად არ სჯეროდათ, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნებულიყო და, შედეგად, ტოლერანტულად იყვნენ განწყობილნი თვითმკვლელობის მიმართ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკვდილის პირას მყოფი პირის მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელი იყო ან, სტოიკოსთა და ეპიკურელთა შემთხვევაში, პიროვნება საკუთარ სიცოცხლეზე აღარ ზრუნავდა.
1300წწ-დან გასული საუკუნის შუა წლებამდე ინგლისური საერთო სამართლის თანახმად თვითმკვლელობა ინგლისსა და უელსში ბრალეული ქმედება იყო. სხვა პიროვნების თვითმკვლელობაში დახმარება ამ ტერიტორიებზე კვლავ უკანონო აქტად რჩება. თუმცა, 1500წწ-ში, უტოპიური საზოგადოების აღწერისას თომას მური ითვალისწინებდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობდა იმ პირთა სიკვდილს, რომელთა სიცოცხლე `ტანჯვისა და ხანგრძლივი ტკივილის” შედეგად მძიმე ტვირთად იქცა.
http://ka.wikipedia.org/wiki/ევთანასია
ქვეყნები სადაც ევთანასია ლეგალურია.

Комментариев нет:
Отправить комментарий