ღმერთი

ღმერთი

суббота, 12 апреля 2014 г.

ჯვაროსნები და საქართველო.

ცნობილი მეომრები, რომელთაც ტანსაცმელზე ჯვარი ჰქონდათ მიკერებული. მათი მიზანი ბიზანტიის სამფლობელოებისა და წმიდა ადგილების, განსაკუთრებით ქრისტეს საფლავის, თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლება იყო. პაპმა ურბან II, ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის საფუძველზე, 1095 წლის 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების საზეიმო დახურვის ცერემონიალზე შეკრებილ ზღვა ხალხს ასეთი მოწოდებით მიმართა: ,,გასწიეთ წმიდა საფლავისაკენ, გაათავისუფლეთ წარმართებისაგან და დაიმორჩილეთ ეს მხარე. იქაურ მიწას რძე და თაფლი სდის. იერუსალიმი უნაყოფიერესი მხარეა. იგი არის დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე. გიწვევთ იგი მიწა. ელოდება გათავისუფლებას და განუწყვეტლივ გემუდარებათ დახმარებისათვის’’. ამ სიტყვამ მსმენელები აღაფრთოვანა და რაზმების ჩამოყალიბება იმავე დღიდან დაიწყო. ჯვაროსანთა პირველი ლაშქარი აღმოსავლეთისაკენ 1096 წლის გაზაფხულზე დაიძრა.
ქალაქ კლერომონში რაც ურბან II_ემ დაიწყო და რაც სალადინმა დაასრულა აი ამ ეპოქაზე ვისაუბროთ 1095-1189.


ურბან II

ურბან II-ის მოწოდება ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ

1095 წელი 26 ნოემბერი საფრანგეთის ქალაქი “კლერმონი” საეკლესიო კრება….

“გასწიეთ წმინდა საფლავისაკენ. გაათავისუფლეთ წარმართებისგან და დაიმორჩილეთ
ეს მხარე. იქაურ მიწას რძე და თაფლი სდის. იერუსალიმი უნაყოსიერესი მხარეა. იგი
იგი არსი დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე. გიწვევთ იგი მიწა, ელოდება განთავსი-
უფლებას და განუწყვეტლივ გემუდარებათ დახმარებისათვის.”

როგორ ფიქრობთ ხალხი რატო დაიძრა აღმოსავლეთით?!

1. სიმდიდრისათვის

2. წრფელი სარწმუნოებრივი მიზნისათვის

ეს კითხვაც მომწონს, ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე… მგონია, რომ რამდენიმე ძირითადი მიზეზი იყო, რამაც უბიძგა ევროპელებს გამხდარიყვნენ ჯვაროსნები

 1 პატივმოყვარეობა.

 2 .სიღატაკე.

 3  რაინდები ძირითადად ფეოდალების უმცროსი ვაჟებს წარმოადგენდნენ, ფაქტიურად ყოველგვარი ქონების გარეშე იყვნენ და მათთვის სარჩოს შოვნის ერთადერთი გზა ომი იყო. იმ პერიოდში (XIსაუკუნეში დამთავრდა ვიკინგების შემოტევები კათოლიკურ ევროპაში და სახელმწიფოებს შორისაც საზავო ხელშეკრულებები დაიდო, ამიტომ რაინდები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ და ამიტომ დაიძრნენ იერუსალიმის ასაღებად)

4. ფანატიკოსობა

5. ცნობისმოყვარეობა (მოგზაურობის სურვილი… სხვა ქვეყნების გაცნობის სურვილი…)

საქართველოსა და ჯვაროსნების კავშირი ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ ჩვენ ჯვაროსნებთან არანაირი კავშირი არ გვქონია და ასევე იმასაც ამტკიცებენ რომ დიდგორში დავითს ჯვაროსნები კი არა უბრალოდ დაქირავებული ფრანგი მეომრები ახლდა (იგივე ფრანგები)იმ პერიოდში, როცა ტერმინი ფრანგი და ფრანკი გაჩნდა მსოფლიო ისტორიოგრაფიაში, კათოლიკურ და ორთოდოქსულ ეკლესიებს შორის ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი სქიზმა.

ფრანგად ან უფრო სწორად, ფრანკად იწოდებოდა ყველა, ვინც ფრანკთა მეფისა და იმპერატორის კარლ პირველის (შარლემანის) სამეფოს სამანებში ცხოვრობდა (შარლემანის სამეფოს ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე საფრანგეთს, გერმანიას შვეიცარიას, ბენილუქსის ქვეყნებს; ასევე თანამედროვე ავსტრიის, პოლონეთის ესპანეთისა და იტალიის ნაწილებს) ამრიგად, შეიძლება, ითქვას, რომ ევროპელების უმრავლესობა ფრანგებად (ფრანკებად) იწოდებოდნენ. ევროპელებმა საერთო სახელი კარლის იმპერიის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნეს ვიდრე შუა საუკუნეების ბოლომდე.

მთელი მსოფლიო ისტორია არეულდარეულგასაიდუმლოვებულია. ვინმე მადლიანი არ იყო, ერთი მაინც ,პატიოსნათ დაეწერა და ეთარგმნა თავისი ყოფის თანამედროვე ისტორია.

1054 წელი იქნებ სულაც არაა განხეთქილების წელი ??

პირველი საეკლესიო კრება არ ჩატარდა 325 წელსო ამბობენ და ამტკიცებენ კიდევაც .
….რავიცი , რავიცი ))

ასევე საინტერესოა ამ ეპოქის სასულიერო ორდენები (ტამპლიერები იოანიტები მალტის ორდენი ტვენტონები და….. ა.შ. )მაგრამ დავით აღმაშენებლის და ბოლდუინ მეორის შეხვედრა ისტორიული მოვლენაა… ამას ვერავინ უარყოფს

ჯვაროსნების მონაწილეობა ნეჯმ ად-დინ ილ_ღაზის წინააღმდეგ სიმბოლურ ხასიათს ატარებდადა გამოხატავდა ევროპელების თანადგომას ერთმორწმუნე საქართველოსთან.
მე იმ აზრს არ უერთდები რო ევროპიდან წასული რაინდები მხოლოდ ფულისა და სიმდიდრის გამო ჩავიდნენ წმინდა მიწაზე…… და არც ებრელების დასახოცად ჩასულან…..

ებრელებს მხოლოდ ევროპაში ხოცავდენენ ისიც “გოტფრი” გოტფრის რაზმმა უნგრეთში 500 _მდე ებრაელი გაჟლიტა რადაგან ჯვაროსნებისთვის გამოყოფილ ფონდში ოქრო არ შეიტანეს….და მე არ მგონია იმხელა გზაზე ვინმე მარტო ანგარებისთვის წასულიყო მითუმეტეს იცოდნენ იქ რა ჯოჯოხეთიც ელოდათ ….და მერე ყველამ ყველაფეში ფულის კეთება დაიწყო მაგალითად ტაძრიელმა ბერებმა დაარსეს ოპრდენი რომლის მოვალეობაც იყო პილირიმები ჩაეყვანა (გაეცილებინა ) წმინდა მიწაზე ასე ტვენტონები რომლებიც (ვითომდა სამღვდელო კავალერია) პოლონელებმა იქირავეს და სხავა ტომი გააანადგურებინეს ერთადერთი წრფელი სასულიერო ორდენი(შედარებით) იოანიტები იყვნენ ისინი მართლა საქმეს აკეთებდნენ იერუსალიმში ასევე მალტის ორდენი  ტვენტონები

მაგრამ ჩემთვის გაუგებარი დარჩა ტამპილიერების …. ყოფნე იერუსალიმში ისინი განაგებდნენ მთელ იერუსლიმის ფინანსურ მდგომარეობას მაგათ ხელში ტრიალებდა (და არა იყო) მთელი მაშინდელი ფინანსები…. და ამ დროს მათ იერუსალიმის მათავარ სამხედრო ძალად მიიჩნევდენენ არადა მხოლოდ მუსლიმი მოსახლეობის გაჟლეტით დაწიოკებით იყვენენ დაკავებულუინი ხოლო მართალ შავ საქმეს იოანიტები მალტელები აკეთებდნენ და ამ ვითარებაში ქართული ძალის გამოჩენა წმინდა მიწაზე ჩმის აზრით დაძაბულობას გამოიწვევდა ტევტონებმა(ლივონიის ორდენმა) ნახევარი პრუსია გაწყვიტეს და პრუსიელები, როგორც ტომობრივი კავშირი სრულიად გაანადგურეს
ჰენრი სენკევიჩს კარგად აქვს აღწერილი, როგორ იყენებდნენ პოლონელი შლიახტიჩები ჯვაროსნებს თავიანთი ინტერესებისთვის ვითომდა გაქრისტიანების მიზნით მთელი აღმოსავლეთ ბალტიისპირეთი კოლონიად აქციეს, დროთა განმავლობაში ტევტონები (და არამარტო ტევტონები) პროფესიონალ მკვლელთა გილდიას დაემსგავსა.

ქართველები ხშირად სხვის ომებშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გალაღებული და მაღლი იდეის საბურველჩამოფარებული ნაწილი ჯვაროსნების გვერდით ნამდვილად ვერ წარმომიდგენია.სწორედაც რომ საბურველჩამოფარებული ქართველი ჯვაროსნები იერუსალიმში არ მიდიოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ფხოველების და სხვა ტომების ძალით გაქრისტიანებით იყვნენ დაკავებულნი, ასე რომ, არც ისე ძალიან განსხვავდებოდნენ ტამპლიერებისგან და ჰოსპიტალიერებისგან. უბრალოდ, კათოლიკე ჯვაროსნების დაუნდობლობის და სიმხეცის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ვიდრე ბერძენ და ქართველ ჯვაროსნების საქმიანობის შესახებ.


იერუსალიმის აღება


პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1096-1099) ეს ლაშქრობა ორ ეტაპად წარიმართა … 1096 წლის გაზაუფხულზე წმინდა მიწისკენ დაიძრა …ევროპის არაორგანიზებული შუიარაღებელი ღატაკთა ბრბოები, რომელთა უმრავლესი ნაწილი გლეხები იყვნენ. ისინი გზად ყველაფერს ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ, რის გამოც ნაწილი უნგრეთის ა და ბულგარეთის მოსახლეობამ ამოხოცა მათ ტერიტოტიაზე გავლისას
დიდი ნაწილი კი თურქ-სელჩუკებმა გაჟლიტეს მცირეე აზიაში. იმედგაცრუებული გლეხობა შემდგომში თანდათან ჩამოსცილდა ჯვვაროსნულ ლაშქრობებს…
1096 წლის შემოდგომაზე ევროპიდან კარგად შეიარაღებული და ლაშქრობისთვის მომზადებული რაზმები დაიძრნენ მათა შეუერთდნენ დიდებულთა და რაინდთა რაზმები
მათ თავი მოიყარე კონსტანტინოპოლში …. სამი წლის მერე ჯვაროსნებმა “უფლის ჯვარცმის დღეს —პარასკევს.. აიღეს იერუსალიმი… რასაც დიდი სისხლის ღვრა მოჰყვა. გასაოცარი სისასტიკით იქცეოდნენ ჯვაროსნები ..ებრაელები სინაგოგაში ცოცხლად გამოწვეს, ომარის მეჩეთში სადაც მუსლიმებმა თავი შეაფარეს მუსლიმთას სისხლი რაინდთა ცხენებს მუხლებამდე წვდებოდა-ო..

არამარტო საქართველოს ებრძოდნენ სარაცინები და საერთოდ, მუსულმანები… ბიზანტიელები ჩვენზე უარეს დღეში იყვნენ… სწორედ მაგ დროს შეიქმნა რუმ-იკონიის და არზრუმის მონარქიები, რაც ბიზანტიისათვის ფაქტიურად ფიასკოს ტოლფასი იყო…ის რომ ჯვაროსნები ბესპრიდელს აწვებოდნენ კარგად გამოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ ალექსისთან ურთიერთობაში… ჯვაროსნებმა შეურაცხყვეს ალექსი და მისი ასული ანა… შეიჭრნენ მათ სასახლეში და ფაქტიურად რევოლუცია მოაწყვეს… ეს იყო ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ქმედება ჯვაროსნების მხრიდან… კონსტანტინოპოლი, რომელიც ევროპის კარიბჭეს წარმოადგენდა აშკარა საფრთხის ქვეშ იყო… (კაპადოკიასა და იკონიაში ჩამოყალიბებული რუმის და არზრუმის მონარქიები ძლიერდებოდნენ და ბიზანტიას განადგურებით ემუქრებოდნენ) ამ დროს ჯვაროსნები უნდა დახმარებოდნენ ბერძნებს აზიის უკანასკნელი პლაცდარმის დაცვაში… ამის ნაცვლად ყაჩაღურად მიითვისეს იმპერატორის ტახტი და ქონება… დაიწყო ლატინების იმპერიის 50წლოვანი სამარცხვინო ისტორია რამაც საბოლოოდ დააჩოქა ეკონომიკურად ბიზანტია… თუკი ბიზანტიას გაუბედეს ასეთი რამ, რას უზამდნენ საქართველოს ?(რიტორიკული შეკითხვა)


პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა


პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.


მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა


მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია), რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენუსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქმა სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და , 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.


მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა


მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგორი VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლიმენტი III-ემ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა.

1144 წელს, სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ. ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. ამას გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.

რომის პაპიევგენი III ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა, და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურნენ ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან, შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III. გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალებისა დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთა შუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღესითვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.

რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფარანგებმა რაინდობამ სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმაც კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.

კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დაასკოსაკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50 ათასი კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც ცყალი აღმოაჩნდათ.

შემოდგომაზე შეტევა ხმელთა შუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ირივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილი დატოვეს.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ესრთიან სამეფოდ ჩამოყალიბება რაც 1187 წელს, მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.

ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიიუბედების დინასტია.

ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა, რენო დე შატიიონი, კაცი რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას! შატიიონი ძალიან ხშირად თავს ესხმოდა არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ის დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიგო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა, საიდანაც იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც თავისმხრივ ადგა და ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

სრულიად დეზორგანიზებლი ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაჭოდა, მეფემ გამოართვა ჭიქა მაგრამ რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი თავისმხრივ წყალი შესვა და ამით შეურაწყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.


ომის დაწყება


როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.

პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.

ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.

მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.

ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.

1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგისმინცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.

რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.

აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.

სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.

ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.

ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.

იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.


http://interesting.ge/2012/05/ჯვაროსნები-და-საქართველო/


Комментариев нет:

Отправить комментарий