ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 января 2014 г.

45. მიეცით ხალხს პური და სანახაობა .

,,მიეცით ხალხს პური და სანახაობა’’ , თუ როდესმე ეს გამონათქვამი ძალაში იყო, უახლოეს მომავალში ამ სიტყვების მნიშვნელობა ყველაზე დიდი ფანდი იქნება, რომ ბაბილონისა და მისი მხეცების დანაშაულები ადამიანებმა ვერ შეამჩნიონ. რაც მეტად შეეგუებიან ადამიანები დღევანდელი ევროპის  ანტიქრისტიანულ კანონებს, მით მეტი საოცარი სანახაობა ელოდება კაცობრიობას. რასაც ალბათ გადაყვებიან კიდეც.

საით მიდის მსოფლიო. რა მოხდება სოჭის ოლიმპიადის შემდეგ.

ჩვენს თვალწინ ხდება პროცესები , უარესი რა უნდა მოხდეს, სულიერად და ფიზიკურად აუპატიურებენ მსოფლიოს , ვინც წინააღმდეგობას უწევს მათ ანგარიშს არავინ უწევს. მომავალში უფრო დაიძაბება საზოგადოება _ბოლოსდაბოლოს ბავშვებს ეხებიან, რასაც ანტიქრისტიანული ძალები ძალას დაუპირისპირებენ. ვის ჰგონია რომ ამ ყველაფერს ხალხი შეეგუება. ვინ იცის ვის როგორ უსწორდებიან ფარული ძალები.

მოკლედ, ანტიქრისტეები  დღეს  მოსაძებნები არ არიან. ჩვენ მათ ვხედავთ ტელევიზიით. (როდის დაუპირისპირდება მათ ორი წინასწარმეტყველი? ალბათ მაშინ, უბრალო ადამიანებს ამის არც ძალა და არც უფლება რომ არ ექნებათ?)


ბევრ რამეს ვფიქრობ , მაგრამ რომ დაწერო რასაც ვფიქრობ უნდა დაალაგო აზრები.
არადა მეტი რა ვთქვა. მგონი, ამ თემიდან ჩემი პენსიაზე წასვლის დროა.)))


ერთ რამეს ვფიქრობ, და დავწერ, პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს ალბათ თქვენც მიხვდებით. ანტიქრისტე უნდა მოვიდეს ყველა ქრისტიანის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა მთავარი მართლმადიდებელი ქვეყნებია, რომლებიც ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან უფლის საწინააღმდეგო ქმედებების დაკანონებას, აქვე ავღნიშნოთ, რომ ამ ქვეყნებშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც  ლიბერალურად არიან განწყობილი ბაბილონური ცოდვების მიმართ(აქ საქართველოს მგონი აჯობა რუსეთმა სამწუხაროდ, დაუცველი საქართველო მერყეობს ვითარცა ლერწამი.რუსეთი კი ძლიერია და ჯერ ეწინააღმდეგება, თუმცა, სოჭის ოლიმპიადის წინ დათმობაზე წავიდა, ეშინია ალბათ გაკოტრების? ) , ანუ, ფაქტიურად ანტიქრისტე მოვიდა , ცოტაც და ისინი წარადგენენ ვინმეს ვისაც ვალდებულება ექნება მერვე მხეცის წინაშე მიაღებინოს  ადამიანებს მხეცის ნიშანი_ეს იქნება კრავისრქიანი მხეცი, რომელიც ჯერ არ გამოკვეთილა, რადგამ მერვე მხეცი არ შემდგარა, რომელიც ზურგია კრავისრქიანი მხეცის. კრავისრქიანი მხეცი შეიძლება იყოს ერთი ადამიანიც და ასევე სისტემაც , ანუ ანტიქრისტიანული სისტემის წარმდგენი პირი. ხოლო შვიდთავიანი მხეცი სხვადასხვა სახელმწიფოების კავშირია , რომელსაც რათქმაუნდა ეყოლება წარმომადგენელი პირი-ები. კრავისქრიანი მხეცი თითქოს რეკლამას უწევს მერვე მხეცს.

მას კრავის რქა აქვს , მაგრამ ლაპარაკობს როგორც ურჩხული(სატანა). თუ ერთი პიროვნება გააქტიურდება ამ მხრივ. ის ისედაც აქტიურია ტელევიზიითაც და ინტენეტშიც, მაგრამ ის თუ გააქტიურდება იმ კუთხით, რა კუთხითაც წესით უნდა იაქტიუროს მერვე მხეცის ცრუწინასწარმეტყველმა, მე ვიფიქრებ რომ ის იქნება ის. ეს ადამიანი მოღვაწეობს დღეს ამერიკაში.

მე ჩემს აზრებს ვწერ აპოკალიფსის მიხედვით ანუ იმ წესის მიხედვით რომელიც მე ავირჩიე აპოკალიფსის ახსნაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვამტკიცებ რამეს, მე არ ვიცი რა მოხდება, შეიძლება ყველაფერში ვცდები, მაგრამ მე ვწერ-დი რასაც ვფიქრობ-დი. ამიტომ ვინმემ ჩემი ნაწერი რამე საოცრებად არ აღიქვას. მე მივადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დღეს მართლაც საეჭვოდ ემთხვევა აპოკალიფისის , მაგრამ მე ვერ დავიჩემებ სიზუსტეს. მივყვეთ მოვლენებს. სანახაობა უფრო გამძაფრდება, მაგრამ მაცდური სანახაობა გადაფარავს ბოროტ ქმედებებს. უფალმა კი დრო მოგვცა გაგვერკვია რა ცოდვებში შეძლებია კაცობრიობას ჩაფლულიყო შორეულ წარსულშიც და დღესაც.

კიდევ ერთხელ დავწერ რომ შეიძლება სრულიად ვცდები,მე ეს არც გამიკვირდება.

ჩავამატებ შემდეგში..



***


44.საბერძნეთი ევროკავშირის თავჯდომარე ანუ მერვე მხეცი კარს მოადგა ქრისტიანებს?
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/44.html






Комментариев нет:

Отправить комментарий