„და გამოაჩინებდეს თავსა
თვისსა, ვითარცა ღმერთი"...
(მათეს. 2.4).
საღვთო წერილიდან და წმიდა მამათა წინასწარმეტყველებებიდან ცნობილია, რომ ბოლო ჟამს სოფლისმპყრობელი, „მიწიერი სამოთხის" მაძიებელი ადამიანები ფაქტობრივად მთელ დედამიწაზე გაბატონდებიან. XIX-XX საუკუნეებში დამკვიდრებულმა საერთო სულისკვეთებამ, ახალი რელიგიური შეხედულებებისა და იდეოლოგიების ძიებამ, კაცობრიობა საბოლო მიზანს მიუახლოვა.
მკითხველმა, ალბათ, იგრძნო ჩვენი მცდელობა და დაინახა, თუ როგორ მიილტვიან საერთო მიზნისაკენ - ადამიანის გაღმერთებისაკენ სხვადასხვა რელიგიური და იდეოლოგიური შეხედულებები. ვთქვით, რომ ამას სამართლიანად შეიძლება დავარქვათ ომი ღვთის წინააღმდეგ.
დაკვირვებული თვალი იმასაც იოლად დაინახავდა, რომ თანამედროვე მეცნიერულ-ფსიქოლოგიური და რელიგიური მიმდინარეობები საოცრად ავსებენ ერთმანეთს. ისინი მიზანდასახულად მიაქანებენ კაცობრიობას ახალი რელიგიისაკენ. ახალმა რელიგიამ უნდა გააერთიანოს ადამიანის მოღვაწეობის ორივე ასპექტი - ცრურელიგიებიც და ცრუიდეოლოგიებიც. თანამედროვე ადამიანმა ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა ახალ „მეცნიერებასა" და ახალ „სულიერებას" შორის.
სწორედ ამ ორი ფენომენის ჯამი თუ ნაზავი აღმოაცენებს საბოლოოდ ახალ რელიგიას. საღვთისმეტყველო ენაზე მას პანეკუმენიზმი ეწოდება და მისი მბრძანებელი ანტიქრისტე იქნება. რას დაეყრდნობა იგი?
ყოველი ამქვეყნიური სიამეებისა და მატერიალური სიუხვისაკენ მისწრაფებას, კეთილდღეობის გაღმერთებას - ერთი მხრივ; ცრუ სულიერების, მისტიკის, ახალი რელიგიის შემოთავაზებას - მეორე მხრივ, ანტიქრისტე მოხერხებულად იმოქმედებს და თავისი ხელმწიფების, ძალაუფლების დამყარებისათვის გამოიყენებს ორივე გზას.
ცრურელიგია და ცრუმეცნიერება, როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, განაწყობს ადამიანს საიმისოდ, რომ თაყვანი სცეს ახალ „სულიერ" ხედვას. ფაქტობრივად ადამიანი ბოლო საუკუნეების მანძილზე ემზადებოდა კიდეც ამისათვის. ამიტომ ანტიქრისტე თაყვანისცემასაც ორმაგს მოითხოვს: როგორც „ღმერთი" და როგორც „გენიოსი" ადამიანი, რომელსაც ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია...
წმ. ეფრემ ასური წერს: „თავდაპირველად ანტიქრისტე იქნება მდაბალი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, კერპების მმუსვრელი, კეთილმსახური, გლახაკთა მოწყალე, გარეგნულად მშვენიერი, მტკიცე, ალერსიანი, იუდეველი ერის განსაკუთრებით პატივისმცემელი იგი ეშმაკურად შეეცდება ყველას აამოს, რათა ხალხმა უმოკლეს ხანში შეიყვაროს; არანაირ საჩუქრებს არ მიიღებს, მრისხანებას არ გამოიჩენს, შუბლს არ შეკრავს და გარეგნული წესიერებით მოხიბლავს სოფელს მანამ, სანამ არ გამეფდება".*
მისი თავმოყვარეობა, დემონური ამპარტავნება იმდენად ძლიერ გაღვივდება, რომ თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს: „ვითარმედ და დაჯდეს იგი ტაძარსა მას ღვთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი"...(მათეს. 2.4).
გაამპარტავნებული და ეგოიზმით შეპყრობილი ანტიქრისტე განუდგება ღმერთს და განადიდებს საკუთარ თავს. იგი კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული შემართებითა და სატანისებური თავხედობით გაუტოლებს თავს ღმერთს, დაგმობს ყოველივე ქრისტიანულს და ქრისტიანებს შორის თავს ღმერთად წარმოაჩენს. ანტიქრისტე ეშმაკის სრული ზეგავლენით იმოქმედებს. ეშმაკი მთელ თავის ძალას, რაც კი ამ სოფელსა და უკეთურ ადამიანებზე გააჩნია, ანტიქრისტეს გადასცემს და ისიც სხვადასხვა ჩვენებასა და სასწაულს ჩაიდენს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მოჩვენებითი და არა ჭეშმარიტი სასწაული.
ანტიქრისტე ყველგან და ყველაფერში შეეცდება ქრისტეს ჩანაცვლებას. თუ ქრისტე მარადიულ ნეტარ ცხოვრებას ჰპირდება ადამიანს, ანტიქრისტე ხორციელ, ამსოფლიურ დიდებას აღუთქვამს თავის ერთგულთ. ანტიქრისტე ზეცას დაჰპირდება ადამიანებს დედამიწაზე, საითკენაც მიილტვიან კიდეც თანამედროვენი. სრულიად არაქრისტიანული იქნება ანტიქრისტეს სწავლება, მაგრამ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო სწავლებად შეირაცხება იგი. სიხარულით მიიღებენ მას ავხორცული მიდრეკილებების მქონენი, ისინი, ვინც განაგდეს ღმერთი თავისი ცხოვრებიდან, გონებიდან, გულიდან, სულიდან და ადამიანის ინტელექტის, შესაძლებლობების „გაღმერთებას" შეუდგნენ. ამიტომ, მის სწავლებას სიხარულით აიტაცებენ თანამედროვე ადამიანები.
წმ. იუსტინეს (პოპოვიჩი) თქმით: „ანტიქრისტე თავისი თაყვანისმცემლების მეშვეობით მხოლოდ ადამიანურს განადიდებენ. ის გამუდმებით იძახის: კაცობრიობას არ სჭირდება ღმერთკაცი ქრისტე! ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი ადამიანი, როდესაც ის ღვთის გარეშეა, ღვთის მოწინააღმდეგეა! ადამიანი თავისი თავის ბატონ-პატრონი და ზეცისა და დედამიწის ერთადერთი მფლობელია! ადამიანი ყოველგვარი ღვთაებრივის გარეშე თვითკმარი არსებაა და არ სჭირდება მას სხვა სამყარო, გარდა დედამიწისა და არანაირი სხვა ცხოვრება, გარდა დედამიწაზე ცხოვრებისა! ადამიანო, იყავი შენი თავის ღმერთი, ვინაიდან არ არსებობს სხვა ღმერთი! ადამიანო, იყავი ამაყი და ბედნიერი, იმიტომ რომ შენ ერთადერთი ღმერთი ხარ დედამიწაზე".*
ამ სულისკვეთებით გაჟღენთილი ადამიანისათვის ანტიქრისტეს მიერ შემოთავაზებული ახალი რელიგია - რელიგიათა „სინთეზი" - სრულიად ბუნებრივი და მიზანშეწონილი იქნება. ყველა რელიგია აღტაცებით მიეგებება ანტიქრისტეს ახლებურ მოძღვრებას. არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ყველანაირი რელიგიის ღმერთად გამოაცხადებს თავს ანტიქრისტე.
რატომ მიიღებს ეს სოფელი ანტიქრისტეს ღმერთად? რატომ უარყოფს კაცთა მოდგმა ჭეშმარიტ ღმერთს - ქრისტეს? ამ კითხვების პასუხი უკეთ რომ გავიაზროთ, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ჭეშმარიტი მესიის გამოცხადების ეპოქას. იმ ჟამის ზუსტ სურათხატს ვხედავთ არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში.
„ჩვენთვის ბევრი რამ გახდება ნათელი, თუ გავიხსენებთ, როგორ შეხვდა სოფელი ნამდვილ მესიას, როდესაც იგი დედამიწაზე მოვიდა კაცთა მოდგმის გამოსახსნელად. ქრისტეს მოსვლის დროს იუდეველთა ერში და თვით წარმართთა შორისაც კი მესიას ისე მოუთმენლად მოელოდნენ, როგორც არასოდეს. თითქოს შეუძლებელი იყო, ვერ ეცნოთ იგი. მისი მოსვლისათვის ლოცულობდნენ ტაძრებსა და სახლებში, მსჯელობდნენ სინედრიონსა და სინაგოგებში. წინასწარმეტყველთა ყველა გადმოცემაში დაეძებდნენ ცნობებს მის შესახებ, რათა აეცილებინათ საფრთხე - ვაითუ, ვერ ეცნოთ და უარეყოთ ჭეშმარიტი მესია ან მიეღოთ ცრუმესია. იუდეველი მწიგნობრები ცდილობდნენ წინასწარმეტყველთა ნაწერებში ამოეკითხათ ყველა მითითება მისი სახის, მისი მოსვლის დროის შესახებ. ამ მიზნით სინაგოგებში შეადგინეს ვრცელი სწავლება ჭეშმარიტი მესიის „ნიშნებისა" - მისი სახელებისა, წარმომავლობისა, ბუნებისა, თვისებებისა, მოქმედებისა, მოთხოვნებისა და ა.შ. ეს სწავლება განათლებულ რაბინთათვის დამახასიათებელი სიზუსტით ყველა სინაგოგაში იქადაგებოდა.
ამ გზით მრავალი მოსაზრება და განმარტება სასწავლებლებიდან შეუმჩნევლად გადავიდა ხალხში. მდაბიოთა ფენაშიც კი ასე ეგონათ, უკვე თავისუფლად შეგვიძლია მესიაზე მსჯელობაო. ამგვარი საცვამდნენ? მაგრამ ასე მოხდა!
მთავარი მიზეზი ასეთი დამღუპველი სიბრმავისა გახლდათ შემდეგი: რწმენით და სწორად რომ მიეღოთ ის, ვინც ზეციდან იმისათვის ჩამოვიდა, კაცნი მიწიდან ზეცად აეყვანა, იუდეველ ერს ცოტათი მაინც უნდა ჰქონოდა ზეციურის განცდა, მარადიულის წყურვილი, წმიდა და მაკურთხეველი ძალისკენ სწრაფვა. სწორედ ამაში იყო მათი ნაკლოვანება. უმრავლესობას ნამდვილად ღმერთად იეღოვა კი არა, ოქრო და საკუთარი მუცელი ჰყავდა. ამის გარდა, ძველი წინასწარმეტყველები მესიას სახავდნენ უდიდეს წინასწარმეტყველად, პირველმღვდელმთავ-რად, აღქმის ანგელოზად, საყოველთაო შერიგების მსხვერპლად და ს.შ. მას წარმოადგენდნენ, აგრეთვე, დავითის მსგავს მეფედ, რომელსაც დავითის კარავი უნდა აღედგინა და იაკობის სახლში გამეფებულიყო უკუნითი უკუნისამდე. იგი უნდა ყოფილიყო ერთი ზღვიდან მეორემდე განსახლებული ხალხთა ხელმწიფე და მისი მეფობის დროს „დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა სახნისად და ლახურებსა მათსა ნამგლად" (ეს. 2.4). მაგრამ წინასწარმეტყველები სრულიადაც არ გულისხმობდნენ მესიის მეფობას მიწიერ, ამქვეყნიურ ასპექტში. მესიის მოვლენის მთავარ მიზნად მათ დროებითი კი არა, მარადიული, სულიერი ნეტარება მიაჩნდათ. მარადიულობისკენ გზა ცოდვების გამოსყიდვასა და ზნეობრივ, წმიდა ცხოვრებას, ღმერთთან ერთობასა და ადამიანის პირველქმნილი ღირსების აღდგენას, ღვთის მიმსგავსებას მოითხოვდა.
იუდეველებმა ერმა ვერ შეძლო დიდხანს და კვალდაკვალ მიჰყოლოდა მესიისა და მისი მეუფების შესახებ წინასწარმეტყველთა მაღალ, სუფთა და ნათელ სწავლებას. ისინი არ ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ წინასწარმეტყველთა გადმოცემების ჭეშმარიტ სულს, არამედ სიტყვათა სიტყვასიტყვით გაგებას სჯერდებოდნენ მხოლოდ. ამას მოჰყვა სიტყვების არასწორი განმარტება, რომელიც შეითვისეს იუდეველებმა. მათ საკუთარი ფანტაზიისა და გრძნობების, ამპარტავნული - ეროვნული იმედებისა და უპირატესობის, ამსოფლიური სიკეთეების წყურვილი ამოძრავებდათ და სწორედ ამ სურვილების ასრულებას მოელოდნენ. თითქმის ყველას ასე ეწადა: მესიის სახით მოსულიყო მსოფლიო დამპყრობელი, ვინც ღმერთის ძალმოსილებით, ღმერთის ნიშნებითა და სასწაულებით აღჭურვილი სწორედ იმიტომ გაცხადდა, რომ დაამხოს ყველა სამეფო და კაცთა მოდგმიდან ერთადერთი სახელმწიფო შეადგინოს; აქ კი იუდეველები პირველ ადგილს დაიკავებენ, ისინი ღვთის მონაცვლეები გახდებიან და ყველა დანარჩენი ხალხი მათ დაემორჩილება; ბრწყინვალე საღამოები მოეწყობა, მიწა განსაკუთრებით ნაყოფიერი შეიქნება, სნეულება და სიკვდილი გაქრება და ა.შ.
ასეთი დამღუპველი სიბრმავით იყო შეპყრობილი იუდეველთა გული და გონება. და რა შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა იესო ქრისტეს მათზე? ქრისტე მოვიდა არა მახვილით, არა დიდებითა და ზარზეიმით, არამედ ხალხის მასწავლებლის უბრალო მა მდაბალი სახით; არა მეომართა ლეგიონებით გარშემორტყმული, არამედ თორმეტიოდე მდაბიო და გლახაკი მოწაფის თანხლებით; - კაცი, რომელიც მხოლოდ ღმრთის სასუფევლის მოახლოებას ქადაგებდა და სნეულებს კურნავდა, რომელიც არც უცხოელთა უღლისაგან განთავისუფლებას აღუთქვამდა ერს, არც რაიმე ამსოფლიურ სიკეთეებს და არც ხალხის წინამძღოლებს მიმართავდა. მესია გალილეიდან, ნაზარეთიდან, საიდანაც მნიშვნელოვანსა და სასიკეთოს არას მოელოდნენ, მესია, რომელიც დიდებისა და გამარჯვების ნაცვლად სიგლახაკესა და თავგანწირვას ქადაგებდა, რომელსაც საკუთრივ თავის მისადრეკი ადგილიც კი არ მოეპოვებოდა - ასეთი მესია უცნაური და მიუღებელი, უსიამოვნო და საშიში ჩანდა".*
ბუნებრივია, ყოველივე ამის ფონზე, ქრისტეს სწავლება, მისი მცნებებით ცხოვრება ფრიად არასასურველი იყო იმდროინდელი იუდეველებისათვის. მით უფრო მიუღებელია ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანისათვის. დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა ამა სოფლის სულისკვეთებისაკენ ლტოლვა, ამპარტავნება, ავხორცული ცხოვრების წესი და სხვა. ამიტომ, ანტიქრისტეს სწავლება, ოდენ ვნებათა დაკმაყოფილების წადილზე აგებული, მთლიანად ესადაგება თანამედროვე კაცობრიობის, მათ შორის, სამწუხაროდ, მრავალი ქრისტიანის, სულიერ წყობას.
როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს? როგორ შეიძლება ქრისტიანი, მით უფრო მართმადიდებელი, განუდგეს ჭეშმარიტებას და ანტიქრისტე აღიაროს? აქ უსათუოდ უნდა გავიხსენოთ დასაბამისმიერი ცოდვა - ამპარტავნება. სწორედ თავისი თავის გაღმერთებამ აქცია ანგელოზი ეშმაკად, ადამი - ედემიდან განდევნილად, წარღვნამდელი ხალხი - ბაბილონის გოდოლის მშენებლებად. იმავე ცოდვამ ჩაუნერგა ადამიანს ღვთის სასოების გარეშე ცხოვრების სურვილი. ამის შემდეგ მან კერპთა (მათ შორის თვით ადამიანისაც კი) თაყვანისცემის ათასნაირი ფორმა მოიფიქრა. ამგვარად შემზადებული ძენი ადამისანი იოლად მიიჩნევენ ქრისტედ ანტიქრისტეს და თაყვანს სცემენ მას.
ამრიგად, წარმავალ სიამეებს აყოლილ კაცობრიობას ანტიქრისტე საკმაოდ მომხიბვლელ, მიმზიდველ პიროვნებად წარმოესახება და ტაშისკვრითაც მიიღებს მას.
სოლოვკელი ბერი ზოსიმე გვაფრთხილებს: „როდესაც შეიტყობთ, სოფლად ქრისტე მოვიდაო, იცოდეთ, რომ ეს ანტიქრისტეა!" ვერ გეტყვით, კმარა თუ არა ეს მინიშნება, რომ იმ გადამწყვეტ ჟამს არ შევცდეთ ადამიანები, რომლებიც ახლა კი ვართ მზად კვლავ ვაცვათ ჯვარს მაცხოვარი.
მართლმორწმუნეთა საბედნიეროდ, ანტიქრისტეს მეუფება, მისი ცრუჩვენებები და სასწაულები, ქრისტიანების დევნა მხოლოდ სამ წელიწად ნახევარს გასტანს. ამის შემდეგ მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი თავისი დიდებით.
* _ წმ. ეფრემ ასური „სწავლანი" 2008 წ. გვ .4.
* _ ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) „Догматика Православной Церкви." გვ .74.
* _ არქ. ლაზარე (აბაშიძე) „ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს" გვ.18-22.
Xareba.net

Комментариев нет:
Отправить комментарий