ღმერთი

ღმერთი

пятница, 17 января 2014 г.

ასევე ანტიქრისტეზე.

ანტიქრისტე -1



ნოსტრადამუსის ზოგიერთი კატრენის ჭეშმარიტი არსი

ცენტური IV, კატრენი 41

Gymnique sexe captive par hostage,

Viendra de nuit custodes decevoir:

Le chef du camp deceu par son lan- gage:

Lairra a la gente, sera piteux a voir.



"ქალი(სექსი) შეპყრობილი როგორც მძევალი, მოვა ღამით და მოატყუებს მცველებს. ბანაკის ლიდერი, მისი ენით მოტყუებული, დატოვებს მას ადამიანებთან, ძალიან სამწუხარო იქნება ამის ყურება."



მაშ ასე: - ამ კატრენში საუბარია ქალზე რომელიც დატყვევებულია როგორც მძევალი, ანუ რაღაც ჩანაფიქნის მძევალია, ვიღაცის მიზნებს ემსახურება საკუთარი ნების წინააღმდეგ. ქალში იგულისმება "სექსი". აქ ლაპარაკია იმაზე რომ ანტიქრისტე საკუთარი გეგმების აღსრულებას შორიდან დაიწყებს, ანუ პირველი რასაც ის იზავს ეს არის ფილოსოფიის(მსოფლმხედველობის) დამახინჯება და მისი პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით. ანუ მძევალ ქალში იგულისხმება ფილოსოფიის - მსოფლმხედველობის სპეციალური დამახინჯება სექსზე გადამეტებული აქცენტით. ანუ ის ვინც ეძებს სამყაროს აღქმის ფილოსოფიურ ასპექტებს, ვინც მოწოდებულია გაარკვიოს სწორი ფილოსოფიის საფუძვლები და შესაბამისად დაიმკვიდროს ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა რათა ანტიქრისტეს დროს - წინ აღუდგეს "მრუდე სარკეებს" - სწორედ ჭეშმარიტების ეს მცველები მოტყუვდებიან მისი შორსგამიზნული ცრუ ფილოსოფიით. ეს ცრუ ფილოსოფია ღამით მოვა - ანუ მაშინ როდესაც მზე(ჭშმარითი ფილოსოფია ცოდნა) არ ანათებს. როდესაც მცველები(ისინი ვინც წყვიტავენ რა არის კარგი და ცუდი ხალხისთვის) მოტყუვდებიან, მაშინ მათი ლიდერიც მოტყუვდება. შედეგად ამ ცრუ ფილოსოფიაზე დაფუძვნებულ მსოფლმხედველობას გაეხსნება მსოფლიო პროპაგანდის მასშტაბური არხები და ხალხის გონება ჩაეფლობა სექსზე ოცნებაში, მის ნატვრაში და მისიც სიცოცხლეში. ადამიანებს მოეჩვენებათ რომ სექსის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. არარავინ ჩაუღრმავდება საკუთარ ბუნებას, ღვთიურ საწყისებს, ჭეშმარიტ წარმომავლობასა და მიზნებს.

ასეთი სახით ანტიქრისტე დაასუსტებს ადამიანებს, დააუძლურებს მათ გონსა და სინდისის ხმას. მიაძინებს ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთიურ ბუნებას. ეს ფილოსოფია დაამახინჯებს იმას რაც არის კარგი, ნათელი, ჭეშმარიტი და ჯანმრთელი. ანტიქრისტე დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდება მასობრივი პროპაგანდის ყველაზე ეფექტურ და დახვეწილ მეთოდებს და სწორედ მათ გამოიყენებს ცრუ ფილოსოფიის გასავრცელებლად. ადამიანები დაუძლურდებიან ერთმანეთის სხეულების დევნით, ამის მეტი აღარაფერი დაანტერესბთ.

თუ კარგად დააკვირდებით ზემოთ მოყვანილ ახსნა განმარტებებს, მიხვდებით, რომ ადამიანები უკვე საკმარისზე მეტად დასუსტდნენ. მათ ძვალრბილში გაუჯდათ სექსის პროპაგანდა, ისინი სექსს სიყვარულში ურევენ! მსოფლიო მასშტაბით ცოცხალი მონებით ვაჭრობის უდიდესი სინდიკატები არსებიობს(დღეს მათ ტრეფიკინგი ეწოდებათ) და ეს ყოველივე ფულის შოვნის საშუალეაა. მაგრამ სინდიკატებს თავი რომც დავანებოთ თითოეულ ადამიანში იმდენად ზის ეს ცრუ ფილოსოფია, რომ ისინი საკუთარი ცხოვრების არსად მიიჩნევენ ოჯახის შექმნას, ფულის შოვნასა და გამრავლებას(თანდართულ სიამოვნებათა მთელი კასკადით). უკვე აღარაფერს ვამბობს ოჯახის ინსტიტუტის უკვე ნორმად ქცეულ იმ მახინჯ ფორმებზე - როდესაც ოჯახი იმიტომ იქმნება რომ "ყველას ყავს, აუცილებელია, საჭიროა", რომ ყოველდღიური ან დღეგამოშვებითი სექსი ოჯახში - ეს ნორმალური ფორმაა და რომ ერთი ორი საყვარელიც ამავე მსოფლმხედველობაში ჯდება, ცხადად თუ მალულად.

საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფარულ კოდებსა და ექვსიანებს დასდევენ, ჩიპებზე და ბეჭდებზე გიჟდებიან და ეს მაშინ როდესაც ისინი უკვე დიდი ხანია ანტიქრისტეს მიერ შექმნილი ცრუ ფილოსოფიითა და მსოფლმხედველობით ცხოვრობენ! ანტიქრისტეს ცრუ ფილოსოფიაში, ღმერთის ძიება, იდუმალი ცოდნა, სულიერი ხილვები, მიღმა სამყარო და ა.შ. - ეს ყოველივე სისულელეა, არარსებულია, სასაცილოა, ბავშურია, ლაპარაკადაც არ ღირს, ამაზე დროც კი არ უნდა დაიკარგოს, ეს არასერიოზულია. ხოლო სექსი, გართობა, ფულის შოვნა ნებისმიერი გზით, მოლხენა, დროსტარება, სმა ჭამა, კაიფი და სულ უფრო ნაკლები თვითკონტროლი - ეს კარგია და უხვად რეკლამირდება ტელევიზიით, წიგნებით, ჟურნალ გაზეთებითა და ინტერნეტით. ყოველი მასიური რეკლამა ნახევრად შიშველი ლამაზი ქალის გარეშე წარმოუდგენელია.

ხალხო გამოფხიზლდით: თუ ფულს მარტო სიამოვნებბებში, სექსში, ალკოგოლში, სიგარეტში, ჭამა სმაში, ახალ ახალ მოდურ ტანსაცმელში, გართობასა და დროსტარებისაში ხარჯავთ, მაშინ თქვენ უკვე დიდი ხანია ემორჩილებით ანტიქრისტეს გეგმას და იზიარებთ მის ცრუ ფილოსოფიას, თქვენ უკვე დაასუსტეთ საკუთარი თავი ისე, რომ არც კი გაინტერესებთ რა არის ჭშმარიტი და ჭეშმარიტება. თქვენ მოტყუებული მცველები ხართ - რომელთაც საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლიათ.

ეს ყოველივე მეტად სამწუხარო სანახავია!!!


ანტიქრისტე -2



ცენტური III, კატრენი 34

"და შემდეგ, როდესაც დღისით მზისით მოხდება მზის დაბნელება, შესაძლებელი იქნება მონსტრის დანახვა. მას ინტერპრეტირებენ სხვადასხვაგვარად; მათ არ დააიტერესებთ ხარჯი, არავინ გაითვალისწინებს ამას."

ბევრი წლის მანძილზე ანტიქრისტე ჩუმად იმუშავებს და მოემზადება გამოსაჩენად. მისი შექმნილი სტრუქტურა ბოლო დრომდე საიდუმლოდ დარჩება. ეს დრო მაშინ დადგება როდესაც წამყვანი ქვეყნების იმიჯი უცებ დაეცემა გარკვეულ მოვლენათა გამო და სწორედ ამ ფონზე წინ წარსდგება ანტიქრისტე საკუთარი ორგანიზაციის წყალობით რომელიც უთვალავ თანხებს და სხვა რესურსებს დახარჯავს რათა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარადგინოს მსოფლიო არენაზე ამ ხელსაყრელ დროს. ისინი დიდ სახსრებს დახარჯავენ საკუთარი პოლიტიკური ზრდისა და ძალაუფლების ხელშისაგდებად. ისინი ვინც მის წინააღმდეგ გამოვა მზად არ იქნებიან ასეთი მომზადებული გეგმის წინააღმდეგ ფასალაშქრებლად. ამ დროს იქნება მზის დაბნელება პირდაპირი და გადატანიტი მნიშვნელობით.



ცენტური III, კატრენი 34

"ფრანგები გაიქცევიან მთავარი მფარველის ნეპტუნის და მისი სამკაპა მეომრების დახმარებით; პროვანსი იპარავდა, რათა მხარი დაეჭირა ამ დიდი ჯგუფისათვის, უფრო მეტიც - ნარბონთან ბრძოლისას ისრებისა და სხვა იარაღის დახმარებით."

ეს კატრენი ანტიქრისტეს ევროპაში შეჭრას ეძღვნება. გემი მიადგება სანაპიროს და ჯარები შეესევიან იქაურობას, შევლემ რა სიღრმეში, კალიებივით მოედებიან იქაურობას. საჭმლის შოვნაში დააცარიელებენ მოსახლეობას. გამოიყენებენ იარაღს რომელიც საიდუმლოდ ინახებოდა.



ცენტური II , კატრენი 47

"მტერი სიმწარით უმზერს მოხუც ადამინს, რომელიც საწამლავისგან კვდება; მეფეები მარცხდებიან უთვალავი რაოდენობით. ასხავს ქვების წვიმა, საწმისის ქვეშ; სულ ტყუილად დამოწმდა შეთანხმებები მკვდრთა მიერ."

ეს კატრენი ჩინეთის არმიის ზოგიერთ გამარჯვებებს ეძღვნება არეულობების ეპოქაში. ჩინელი ჯარისკაცები სპეციალურ ქურთუკებს ატარებენ(ოფიციალური უნიფორმაა), ამიტომ იგი საწმისად მოიხსენიება. ქვების წვიმა ის უთვალავი ტყვიაა რომლსაც ისინი მოწინააღმდეგეს ესვრიან. მათ ხანში შესულ მხედართმთავარს მოწალავენ, ისინი მის გარშემო შეიკრიბებიან სინანულით, მაგრამ ვერ უშველიან.



ცენტური I , კრენი 90

"ბორდო და პუატიე ბრძოლის ხმის თანხლებით, დიდი ფლოტის თანხლებით მივა ანგონამდე. რისხვის დიდი ტალღა აღიმართება ფრანგების წინააღმდეგ, როდესაც საზიზღარი მონსტრი დაიბადება ორგონთან ახლოს."

ამ კატრენში აღწერილი მოვლენები ანტიქრისტეს დროს მოხდება, აქ იგულისხმება ფრანგი პაპი, რომელიც ანტიქრისტეს იარაღი იქნება.



ცენტური IV, კატრენი 64

"დამრღვევი, ჩაცმული როგორც მოქალაქე, მოვა მეფის საწამებლად, მიაყენებს რა შეურაწყოფებს; თხუთმეტი უკანონო ჯარისკაცი, მისი სიცოცხლის ახსასრული და მისი მამულის უმეტესობის."



ეს კატრენი სხავადასხვა ფულადი სისტემის კოლაფსს ეძღვნება, როგორც საერთო მსოფლიო პრობლემათაგან ერთერთს. ქვეყნები შეაჩერებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას "კოლონიების" მიმართ, ხოლო ინდივიდები აღარ იზრუნებენ საკუთარ საკუთრებაზე. ამავე დროს სხადასხვა მსოფლიო ლიდერი კომპრომიტირებულ იქნება და დატოვებს პოსტს. ერთერთი განდევნილი გენერალო შეძლებს 15 სხვადასხვა სახის ჯარის შეკრებას რათა ჩაერიოს მოვლენებში.



ცენტური IV, კატრენი 36

"ახალი თამაშები დამკვიდრდა გალლიაში, ინსაბრიას კომპანიის გამარჯვების შემდეგ. გესპარიის მთები შემუსრილია დიადთა მიერ, რუმინეთი და ესპანეთი შიშით იცახცახებენ."

კატრენი უკავშირდება ანტიქრისტეს სამხრეთევროპულ შეტევას. ის დაემუქრება ესპანეთს დასავლეთით და რუმინეთს აღმოსავლეთით. გალლია ეს საფრანგეთია. ამ დროს ანტიქრისტეს უკვე დაკავებული ექნება საფრანგეთის დიდი ნაწილი და მოემზადება ესპანეთის დასაპყრობათ. ანტიქრისტე შეისწავლის რომის იმპერიის გაფართოების მიღწევებსა და შეცდომებს, გამოიტანს დასკვნებს და ისე იმოქმედებს რომ ცენტრალური ევროპის დაპყრობაში ხელი არ შეეშალოს. გესპანიის მთები ეხება მთებს აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ალპებს და კავკასიონს. ამ მთებში რთულია მანევრირება.



ცენტური IV, კატრენი 43

იქნება დიდი გრუხუნი ცაში მიმდინარე ბრძოლისაგან: იმავე წელს ღვთისმიერნი აღმოჩნდებიან მტრებად: ისინი მოინდომებენ არასამართლიანად იკამათონ წმინდა კანონებზე, ელვა და ომი ბევრ მორწმუნეს შეიწირავს.

ეს კატრენი ეხება არეულობის პერიოდს. ვატიკანის ბილიოთეკის მიტაცების ფაქტებს. ანტიქრისტე გამოაცხადებს რომ ამ ბიბლიოთეკაში დაცული საიდუმლო წიგნები და ნაშრომები უნდა განადგურდნენ. მორწმუნენი წინ აღუდგებიან ამას, იქნება დიდი ბრძოლა და ბევრი დაიხოცება. შემდეგ ანტიქრისტე გადაწყვიტავს, რომ მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება თუ ამ ჩანაწერების ნაწილი სააშკარაოზე იქნება გამოტანილი და გახმაურდება. შედეგად ბევრი მორწმუნე გაეცნობა რა ამ წიგნებს და ჩანაწერებს - დაკარგავს რწმენას ან კარდინალურად შეეცვლებათ ის. ბოლო პაპი ანტიქრისტეს მხარეს იქნება და მისი დახმარებით ანტიქრისტე დაანგრევს ბევრ ძეგლსა და კულტურულ რელიქტებს რომში და სხვა ქალაქებში. სწორედ პაპის დახმარებით ის ხელთ იგდებს ვატიკანის ბიბლიოთელის საიდუმლო არქივებს. ნაცლად იმისა რომ გაანადგუროს ეს არქივი, ის გახსნის მას გარე სამყაროსათვის, ჩათვლის რა, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ეკლესიას ვიდრე ამ ტექსტების უბრალოდ განადგურება.


http://olmek.ru/Antiqriste%202.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий