ღმერთი

ღმერთი

пятница, 17 января 2014 г.

„ძალიან ბევრი გამოწვევა გელით იმ ადამიანებისგან, ვინც საუბრობს ქართულ ტრადიციებზე და იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა“

17 January, 2014

ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქეებისგან ბევრი კრიტიკა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა და რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა.


ამის შესახებ დიმიტროვმა აღმოსავლეთ პარტნიოპრობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეხუთე საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„თქვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გელით მომავალში იმ ადამიანებისგან, ვინც საუბრობს ქართულ ტრადიციებზე, ადათწესებზე, იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. უამრავ ასეთ კრიტიკას მოისმენთ თქვენი მოქალაქეებისგან და მოსახლეობისგან. საბოლოო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციების მოვალეობაა, იმუშავოს საზოგადოებასთან. ხალხის შეხედულებებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ. მათ ევალებათ საზოგადეობრივი აზრის გარდაქმნა და ეს არის ყველა დიდი სირთულე და გამოწვევა, რომლის წინაშეც მომავალ წლებში დადგებით“-განაცხადა დიმიტოვმა.


მისივე თქმით, არასამთავრობოებმა შესაბამისი პასუხები უნდა მოძებნონ.


„მე იმედი მაქვს, რომ თქვენ დაამტკიცებთ და დაადასტურებთ, რომ ეს პლატფორმები და სხვადასხვა ფორმატები არ დარჩება მხოლოდ ევროპელების ფანტაზიად და მართლა მოახერხებენ თავიანთი როლის შესრულებას და სირთულეებს წარმატებით გადალახავს. მე ვვარაუდობ, რომ ეს წელი თქვენთვის ძალიან რთული იქნება. გისურვებთ დიდ ძალას და სიმტკიცეს და თუ ჩათვლით, რომ ევროპული ინსტიტუტების შემადგენელი კომპნონეტები შეიძლება, რამეში გამოგადგეთ, თქვენს გვერდით გვიგულეთ“-განაცხადა დიმიტროვმა.


ინგა მურუსიძე


http://frontnews.ge/ge/news/22776-
***

დიმიტროვი ჰომოსექსუალია, ნავარო ბოკერიასგან მილიონ დოლარს იღებს-ნაცები მათ სრულად მართავენ
http://geworld.ge/ViewGE.php?G=7916&lang=ge

??

Комментариев нет:

Отправить комментарий