ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 19 января 2014 г.

ის კი არ არის გონიერება, ვინმე სიამაყისთვის ან კაცთა მაამებლობისთვის

როცა აკეთებს, კამათობს და წინ აღუდგება, ხალხმა რომ თქვას: აჰა, ვერავინ აჯობა, ამან გაიმარჯვა. ჰოი, საკვირველება! ეს არის გამარჯვება?! ეს არ არის გამარჯვება, ძმებო. არავითარ შემთხვევაში! არამედ სივაგლახე და დაღუპვაა. მე ვამბობ: თუ ვინმე თქვენგანი რამე საქმეზე წავა და იქ შფოთს ან სულისთვის საზიანო რამეს იხილავს, მიატოვოს ის საქმე, ნურც თავის სულს ავნებს და ნურც სხვისას. უგუნურებაა ერთი ნაწილის შეძენა და შვიდის დაღუპვა. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მოუთმენლობა გამოიჩინოთ და სინდისი უგულებელყოთ, არც იმისთვის, რომ ურჩი იყოთ და თქვათ: ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ვნებას მომაყენებს (ამგვარად ვერანაირ მსახურებას გასწევთ, ვერც ღვთის მცნებას შეასრულებთ), არამედ იმისთვის გეუბნებით, რომ თქვენი საქმე სიყვარულით, თავმდაბლად, ერთმანეთთან თავმოდრეკილებმა აკეთოთ, რადგან თავმდაბლობაზე უფრო ძლიერი არაფერია.



წმიდა აბბა დოროთე






Комментариев нет:

Отправить комментарий