ეშმაკი მზაკვარია, სიძვასა და პარვას კი არ ჩაგვაგონებს (იცის, ასეთ რამეს არ დავუჯერებთ), არამედ პირველად რამე კეთილი საქმის შესახებ გვეტყვის, ჩვენ რომ ძალზედ გვწადია. ასე დაგვაჩვევს ჩვენი ნების შედგომას და უეჭველად დაგვცემს მარჯვნიდან ან მარცხნიდან, უმთავრესად კი მარჯვნიდან, როგორც დაწერილია: ეშმაკი ბოროტებას უმთავრესად მაშინ იქმს, რაჟამს სიმართლესაცა თანა შეჰრთის (შდრ. იგავ. 11.15). ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს ნებას მივდევთ და თავად ვირჩევთ სათნოებას. გვგონია, კარგს ვაკეთებთ, მაგრამ სწორედ მაშინ ვცდებით და სულს წარვიწყმედთ. იცოდეთ, ძმებო, და შეიგნეთ, რომელი კაციც თავისი ნებით შეუდგება და ეწევა მონაზვნობას, იგი ღვთის ნებას არ ასრულებს და შორს არის მისგან. ამაში წმინდა მამა პიმენი დამემოწმება. იგი ამბობს: ”კაცის ნება ზღუდეა ღმერთსა და მას შორის“. თან დასძენს, დამაბრკოლებელი კლდე არისო.
წმიდა აბბა დოროთე
წმიდა აბბა დოროთე
Комментариев нет:
Отправить комментарий