ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 16 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი. 5

ენა პატარა გველია, მაგრამ დიდი ვნება შეუძლია მოიტანოს, იმის მსგავსად, რომ ჩრჩილი პატარა მწერია, დიდ ნივთებს კი აზიანებს, ის კი არადა - ანადგურებს კიდეც.




ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე და ბოროტება არ შეუძულებია მას, ვინც უკანასკნელს ებრძვის მხოლოდ იმის იმედით, რომ ბოროტებაზე გამარჯვებულის დიდებას მოიხვეჭს.



არავინ დაუძლურდეს სულით მწუხარების ჟამს. ამქვეყნად იყო და იქნება მრავალი - შეუდარებლად მძიმე უბედურება, რომელთა მსგავსიც, ჩვენ, უეჭველია, არ განგვიცდია.



როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას სწამს, როცა სინამდვილეში არა სწამს; ასევე ურწმუნოსაც ჰგონია ზოგჯერ, რომ არა სწამს, მაშინ როცა არსობრივად სწამს.



ცოდვასთან ბრძოლისას შემწეობისათვის მიმართე მას, ვინც ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5). - და ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ.



თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.



ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.



შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება.



ისევე, როგორც პატარა ბავშვს არ ძალუძს, მამის საქციელი სამართლიანად განსაჯოს, ასეცე ჩვენ არ შეგვიძლია, საჭირო სიზუსტით გამოვიკვლიოთ ყოვლადბრძენი უფლის განგება



რწმენა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ეშმაკებსაც სწამთ; რწმენა საქმით უნდა გავამართლოთ: სწორედ ასეთ რამეს ითხოვს ჩვენგან ქრისტე.



არასოდეს უდნა დაგავიწყდეს, რომ ყველანი გზაში ვართ და ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, ვინ - მხრებზე შულდაკით, ვინ - ოთხმაგი სიმკვირცხლით, მაგრამ ყველა ერთ კარში შევალთ.



დაიფარე შენი გული პატივმოყვარე ზრახვებისგან ისევე, როგორც ქონებას იცავ ქურდებისგან, ტანსაცმელს - ჩრჩილისგან, ვენახს კი - მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისგან.



ენა, მართალია პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმს. ერთი კეთილი სიტყვა და მკაცრი ყინული გალღვება და პირიქით - ერთი ცუდი სიტყვა და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს.



ის, ვინც გონიერებას მხოლოდ ჭეშმარიტების გადმოფრქვევაში ხედავს, ჰგავს თუთიყუშს, რომელიც განსწავლულია და ადამიანურად საუბრობს, თუმცა სრულიად არ ესმის სიტყვების ძალა.




სხვა მოძღვარი

sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий