ავტორი: ლილუ მიროტაძე
23 მარტი, 2014.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანის ცხოვრებასა და სიკეთის კეთებაზე იქადაგა.
„ჩვენს წინაშე ძალიან ხშირად დგება ასეთი კითხვა, სად მიდის კაცობრიობა, რა მომავალი აქვს ადამიანს, ვინ ვიყავით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს მეტად მძიმე საკითხებია და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვას. უპირველეს ყოვლისა ყველაფერი ღვითის განგებით და ღვთის ლოცვა-კურთხევით ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თავისი წვლილი, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა უნდა აკეთოს, ადამიანმა უნდა იფიქროს თავის თავზე, რის გამკეთებელია, რა უნდა აკეთოს და რომელ მხარეს არის - სიკეთის თუ ბოროტების“, - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ძალიან ხშირად ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, რის ნაკლებობაა ქვეყანაში და საერთოდ დედამიწაზე. ზოგიერთი ამბობს, რომ სიყვარულის ნაკლებობაა, ზოგი კი ამბობს, რომ - სარწმუნოების.
„ჩვენმა დიდმა წინაპარმა ილია ჭავჭავაძემ თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება, - როგორც საუნჯე, რაც უნდა დაიცვას ადამიანმა, რასაც უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. ჩვენ გამოვთქვით ასეთი სამეული – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ღმერთი, როგორც უზენაესი საუნჯე, როგორც შემოქმედი ჩვენი, მფარველი ჩვენი, რომელიც თავიდან ბოლომდე განაგებს ყველაფერს. სამშობლო, ჩვენი სამშობლო როგორც თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა პოეტმა - როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. მესამე როგორც დიდი საუნჯე, რასაც დღეს ნაკლებად ექცევა ყურადღება ეს არის ადამიანი. ეს სამეული ყველაზე დიდი საუნჯეა და ადამიანმა გულში უნდა ატაროს ეს სამივე - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისი თქმით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანმა უნდა გამოავლინოს თავისი ნიჭი, ცოდნა და უნდა გაიგოს, რისთვის მოვიდა ამ სოფლად და ამაში მას სწორედ ღვთის ძალა და ღვთის ლოცვა-კურთხევა ეხმარება.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, დღეს არის ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე, რომელიც დაწესებულია იმის გამო, რომ ადამიანი სულიერად გაძლიერდეს.
„ადამიანის მთავარი მიზანი სიკეთის კეთებაა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენს თანამდებობაზე და ჩვენს სიმდიდრეზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ვაკეთებთ, ვხედავთ თუ არა გაჭირვებას სხვა ადამიანისას. ყოველი ადამიანი ჯვრის მატარებელია. ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი, სწრაფვა ღვთისაკენ და ადამიანისაკენ - ეს ევალება ყოველ ადამიანს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ შევქმნათ ასეთი ჯვარი ჩვენი ცხოვრებით“, - დასძინა უწმიდესმა.
http://reportiori.ge/?menuid=7&id=20837

Комментариев нет:
Отправить комментарий