ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 марта 2014 г.

ელექტრონიზაცია.........

ელექტრონიზაციისათვის მზადყოფნა


ელექტრონიზაციისათვის მზადყოფნა – (ინტ.) electronic readiness ტერმინი, რომელიც მსოფლიო ბანკმა შემოიღო ქვეყნის, კონტინენტის ან მთელი მსოფლიოს ეკონომიკის საყოველთაო ელექტრონიზაციაზე გადასვლის აღსანიშნავად.  



ელექტრონიკა


ელექტრონიკა – (ინტ.) electronics გამოყენებითი მეცნიერება ელექტრონების ელექტრომაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედების შესახებ და ელექტრონული ხელსაწყოებისა და სისტემების შექმნის შესახებ, რომლებშიაც ეს ურთიერთქმედებები გამოიყენება ელექტრომაგნიტური ენერგიის გარდაქმნის მიზნით, ძირითადად ინფორმაციის შენახვის, გადამუშავებისა და გადაცემისათვის.  




ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა

ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა – (ინტ.) electronic payments system აპარატულ და პროგრამულ საშუალებათა კომპლექსი, რომელიც აწარმოებს ანგარიშსწორებას გაყიდული საქონელის ან გაწეული მომსახურებისათვის ელექტრონული საშუალებების (პლასტიკური ბარათები, „ელექტრონული ქისები“, პირდაპირი „ონლაინ“ – ჩამოწერები მყიდველის მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან და სხვ.) დახმარებით.




ელექტრონულ განცხადებათა დაფა 


ელექტრონულ განცხადებათა დაფა – (ინტ.) bulletin board sysTem ტელეკონფერენციის კერძო შემთხვევა, სპეციალური მონაცემთა ბაზა, რომელშიაც რუბრიკატორის საშუალებით დახარისხებული სხვადასხვა განცხადებებია განთავსებული, მათ შორის, გაცვლისა ან ყიდვა – გაყიდვის შესახებ.  



ელექტრონული ბიზნესი


ელექტრონული ბიზნესი – (ინტ.) electronic business რეალური ბიზნესის ეფექტურობის ზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, მიმართული დამატებული ღირებულების ინტეგრირებული ჯაჭვის შექმნასა და საქმიანი პარტნიორების ოპტიმალური ურთიერთქმედების უზრუნველყოფაზე. საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კლიენტთა მომსახურება, ხარჯების ერთდროულად შემცირების პირობებში, მოიძებნოს პროდუქციის გასაღების ახალი არხები და გაიზარდოს კონკურენტუნარიანობის დონე. ინტერნეტ – პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ კომპანიას ჰქონდეს მართვის ეფექტური სისტემა, ერთიანი შინაგანი საინფორმაციო ქსელის (ინტრანეტის) ბაზაზე და პარტნიორებთან, კლიენტებთან და მომწოდებლებთან კავშირების კარგად განვითარებული გარექსელი (ექსტრანეტი). ინტერნეტ – ტექნოლოგიები ერთერთი ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტია ელექტრონული ბიზნესისა, რომლის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე „ელექტრონული კომერციის“ ცნება. 



ელექტრონული ბირჟა
 
ელექტრონული ბირჟა – (ინტ.) electronic exchange
ბირჟა, რომელსაც საოპერაციო დარბაზი არ გააჩნია; სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება საინფორმაციო ქსელში ჩართული სააბონენტო სისტემების საშუალებით, ამასთან ბროკერები (შუამავლები), გარიგების დადების მომენტში ერთმანეთისაგან გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ წერტილებში შეიძლება იმყოფებოდნენ.




ელექტრონული გადასახადები
 

ელექტრონული გადასახადები – (ინტ.) electronics taxes საგადასახადო დეკლარაციების შევსება, გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. 




ელექტრონული გამოცემა
 
ელექტრონული გამოცემა – (ინტ.) electronic publishing house
სისტემა, განკუთვნილი ელექტრონული ბეჭდვითი ნაწარმოებების მომზადებისა და გამოცემისათვის. ინტერნეტში ფართოდაა გავრცელებული დოკუმენტთა PDF ფორმატში პუბლიკაციის ტექნოლოგია.




ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვა
 
ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვა – (ინტ.) electronic data interchange, EDI
ერთიდაიმავე ან სხვადასხვა კომპანიების კომპიუტერულ პროგრამებს შორის ერთიანი სტანდარტიზებული ფორმის საქმიანი დოკუმენტების (შეკვეთები, ანგარიშები და ა.შ.) ურთიერთგაცვლა.




ელექტრონული დოკუმენტი
 

ელექტრონული დოკუმენტი – (ინტ.) electronic document ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ნებისმიერი სისტემის მეხსიერებაში კოდირებული ფორმით (მაგალითად, ფაილის სახით) არსებული მონაცემთა ერთობლიობა ,რომელიც შეიძლება გარდაიქმნას ადამიანის მიერ ცალსახად აღქმად ფორმაში და რომელსაც გააჩნია საიდენტიფიკაციო ატრიბუტები.




ელექტრონული კომერცია
 
ელექტრონული კომერცია – (ინტ.) electronic commerce
საქმიანი გარიგების ნებისმიერი ფორმა, განხორციელებული საინფორმაციო ქსელის გამოყენებით; მათი უმრავლესობა მიეკუთვნება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებს B2B (ბიზნესი – ბიზნესი სათვის) და B2C (ბიზნესი – მომხმარებლისათვის).




ელექტრონული კონსალტინგი
 

ელექტრონული კონსალტინგი – (ინტ.) electronic consulting ელექტრონული ბიზნესის ერთერთი ფორმა, რომელიც ქსელის საშუალებით კლიენტის მომსახურების ფართო სპექტრს მოიცავს: საყოფაცხოვრებო ხასიათის ცნობებიდან დაწყებული, დამთავრებული პროფესიონალი ექსპერტების კონსულტაციებით პრაქტიკულად ნებისმიერ საკითხზე.  




ელექტრონული ლუქი
 
ელექტრონული ლუქი - electric seal, stamp.
იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება, რომლის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრება, ექსპლუატაცია და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 5).




ელექტრონული მარკეტინგი
 

ელექტრონული მარკეტინგი – (ინტ.) electronic marketing მარკეტინგული საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე. 




ელექტრონული პასპორტი
 
ელექტრონული პასპორტი - electric passport.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარანტის შესახებ შექმნილი დოკუმენტი (მატერიალური ობიექტი), რომელზედაც ელექტრონული იმპულსების კომბინაციით ფიქსირდება ინფორმაცია და რომლის ცალსახად აღქმა ადამიანის მიერ შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულ-ციფრული ტექნოლოგიით. ელექტრონული პასპორტის შექმნა და დამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 5).




ელექტრონული საბუთი
 
ელექტრონული საბუთი - electric document.
დეკლარანტის მიერ საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო ორგანოებში წარსადგენი საბუთის ელექტრონული ასლი, რომლის შექმნა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 5).




ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება
 
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება
– საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს.




ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი
 

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. 




ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი
 

ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში. 




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები
 
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები
– (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც.




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა
 
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა
– ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება.




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები
 
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის.




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები
 
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები
– ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა.




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი
 
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი
– ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.




ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები
 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები. 




ელექტრონული ფულადი გადარიცხვები
 

ელექტრონული ფულადი გადარიცხვები – (ინტ.) electronicfunds Transfer საბანკო გადარიცხვების, უნაღდო ანგარიშსწორებისა და სხვა საფინანსო – საკრედიტო ოპერაციების ჩატარება დაშორებული ტერმინალიდან (ტელეფონი, კომპიუტერი და ა. შ). სტანდარტული საბანკო სისტემა ჯერ ადგენს ოპერაციის ინიციატორის ვინაობასა და უფლებამოსილებებს, შემდეგ კი ითხოვს მისგან მითითებებს ოპერაციის ჩატარებაზე.  




ელექტრონული ციფრული ხელმოწერა
 
ელექტრონული ციფრული ხელმოწერა – (ინტ.) electronic digital signature
ფიზიკური პირის საკუთარი ხელმოწერის ანალოგი, მიღებული ელექტრონული მონაცემების კრიპტოგრაფიული გარდასახვის შედეგად, დახურული გასაღების გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ღია გასაღების ნებისმიერ მფლობელს დაადგინოს ხელმოწერილი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნამდვილობა და განსაზღვროს მისი ავტორის ვინაობა.




ელექტრონული წიგნი
 


ელექტრონული წიგნი – (ინტ.) electronic book წიგნი, წარმოდგენილი ინფორმაციის ელექტრონული მატარებელის საშუალებით. 




ელექტროშოკური იარაღი
 
ელექტროშოკური იარაღი
– მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის.




ელექტრული ფული
 
ელექტრული ფული – (ინტ.) electronic money
უნაღდო ფულადი სახსრები, რომლებიც ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებში გამოიყენება.



gen.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий