ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 апреля 2014 г.

ბზობა – სადღესასწაულო ქადაგება (13.04.2014)


13 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ბზობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის ზეიმით შესვლას იერუსალიმში. მთელი იერუსალიმი შეიძრა და კითხულობდნენ: ვინ არის ეს? ეს იყო საზეიმო, სამეფო შესვლა. ხალხი ელოდა მიწიერ მეფეს და შედიოდა მეფე ცათა და ქვეყანისა. იმ დროს, როცა ხალხი ზეიმობდა, ჭრიდნენ ხის ტოტებს და თავის ტანსაცმელს უფენდნენ მაცხოვრას. მაცხოვარი ტიროდა, ხედავდა ამ ხალხს, უყურებდა იერუსალიმს და ხედავდა იმას, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ადიდებს მას, სამი დღის შემდეგ იყვირებს: ჯვარს აცვით ეგე. როგორი სუსტია, ცვალებადია ადამიანი…“ , – ბრძანა უწმიდესმა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც გაგვაჩია, არამედ, იმაზეც, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და თავისი სულის წინაშე.

„ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს მცირე ხალხის, მცირე რელიგიის მქონეთა უფლებები. მაგრამ უნდა ვიქიფროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას, ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს დაიცავს უფალი და გადააფარებს თავის კალთას,“– დასძინა პატრიარქმა და უფალს შესთოხვა, თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს.

ილია მეორემ დღევნდელი ქადაგებისას ოჯახისა და მამაკაცის პასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა:

„ქართველმა ადამიანმა, განსაკუთრებით, მამაკაცმა, უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ოჯახის, ცოლ–შვილის წინაშე. ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ოჯახის თავი. მან არ უნდა დაკარგოს იმედი, წყალობა ღვთისა და უნდა ახსოვდეს, რომ თუ ერთი საქმე არ გამოუვიდა, უნდა მიმართოს – მეორეს, მესამეს… უნდა გავხსოვდეს, რომ წყალობის გარეშე არავინ რჩება. განსაკუთრებით მინდა შევთხოვო უფალს, რომ მტკიცე ნებისყოფა მისცეს ცოლსა და ქმარს, რათა ღირსეული შვილები აღზარდონ და გამგრძელებლები ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და კეთილი ტრადიციების,“ – აღნიშნა ილია მეორემ.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა კიდევ ერთხელ ისურვა, რომ მტკიცედ იდგეს საქართველო მართლმადიდებელ სარმწმუნოებაში, სიყვარულში, სასოებასა და კეთილ საქმეებში.


ambioni.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий