ღმერთი

ღმერთი

вторник, 8 апреля 2014 г.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ელექტრონული საბუთების და ბიო-ჩიპების იმპლანტირების წინააღმდეგ

საპროტესტო აქციები საბერძნეთში

ჩვენ არ გვინდა ელექტრონული ბანაკი...


ბერძენი ქრისტიანები გამოდიან ელექტრონული ბარათების წინააღმდეგ



საბერძნეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაამკვიდროს თავის ქვეყანაში უნივერსალური ელექტრონული ბარათი, რომელიც შეცვლის პასპორტს, საბანკო ბარათს და სხვა დოკუმენტებს. ბერძნები და სხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ელექტრონული ბარათების დახმარებით ელექტრონულ მთავრობას შევყავართ ახალი ეპოქის მსოფლიო სახელმწიფოში, რაც ემუქრება ჩვენს ქრისტეანულ მრწამსსა და ეროვნულ თვითმყოფადობას. რუსეთში, მაგალითად, უნივერსალური ელექტრონული ბარათი უკვე გამოშვებულია და მას ემსახურება კომერციული სტრუქტურა (ბანკი). რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, უნივერსალური ელექტრონული ბარათისგან უარის შემთხვევაში მოქალაქე კარგავს ყველა მის კანონიერ უფლებას. მრავალმა ქვეყანამ, მაგალითად, კორეამ, გერმანიამ, ინგლისმა, უარი განაცხადეს უნივერსალური ელექტრონული ბარათის დამკვიდრებაზე და თავიანთი მოსაზრება უსაფრთხოების მოსაზრებით დაასაბუთეს. ჯერ ჯერობით ასეთი ბარათი თვით აშშ-შიც არ არსებობს. საბერძნეთში უკვე გაიმართა რამოდენიმე მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი მოქალაქეთა ახალი ელექტრონული ბარათების წინააღმდეგ.


*

ნაწყვეტი არქიმანდრიტ სარანტი სარანტუს 2011 წლის
6 თებერვლის მიტინგის გამოსვლიდან (საბერძნეთი)


Απο της Ομιλίας του Αρχιμ. Σαράντη Σαράντου στη συγκέντρωση διαμαρτυρίας για την Κάρτα του Πολίτη

ჩვენ არ გვინდა ელექტრონული ბანაკი...


ჩვენ არ გვსურს შევერწყათ ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოს, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება. ჩვენ ასევე არ გვსურს ანტიქრისტეს ელექტრონული ბარათი მისივე ბეჭდით... ძვირფასო მამანო და ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ, რომ თავად ფრიად შეშფოთებულები ვართ მოსალოდნელი პერსპექტივებით იმის გამო, რომ ვაჟკაცურად და გაბედულად არ ვეწინააღმდეგებით ამ პროცესს. ასე, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი შვილებისა და ნათესავების მიტოვება და შემდგომი თაობები იმწამსვე იქნებიან აღბეჭდილნი, რა წამსაც ისინი შემოვლენ ცხოვრებისეულ ორომტრიალში...

წმინდა სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს არ მიეღოთ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობები. მაშინ ეკლესიის ზეგავლენით მთავრობამ უკან დაიხია და ელექტრონული ბარათები არ დარიგდა.

დღევანდელი ელექტრონული ბარათები წინანდელზე უარესია. მიკროჩიპი, რომელსაც შეიცავს მოქალაქის ბარათი თავისი საკმაოდ დიდი მახსოვრობის გარდა კიდევ დაპროგრამებულია RFID ტექნოლოგიით. ის დაპროგრამებული იქნება ხელისუფლების მოთხოვნებისა და ინტერესებიდან გამომდინარე.

რომელი ხელისუფლების? ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმეჯერ განაცხადა: "ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მსოფლიო მთავრობა". რას ფიქრობს იგი? ბერძენმა ხალხმა განა არ აირჩია მთავრობა? არჩევნები განა არ ატარებდნენ კანონიერ ხასიათს? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ არ იყო გამოხატული ნება ერისა? და განა პარლამენტის წევრებმა არ მიიღეს ჩვენი ერის მიერ არჩეული მთავრობა?...

ამრიგად, საბერძნეთის მოქალაქის ნების და სურვილის გარეშე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი არჩევნების გარეშე, მყარდება მსოფლიო ელექტრონული სახელმწიფო, რომლის მთავარი იარაღი მის თითოეულ მოქალაქესთან დაკავშირებით, იქნება მოქალაქის ელექტრონული ბარათი. ჩვენი ხალხისთვის არავის უკითხავს სურს თუ არა მას ამგვარი დოკუმენტი. ხელფასებისა და დახმარებების შეკვეცით, უმუშევრობის მუქარით ჩვენს ერს ყელში წაუჭირეს და თავი გააყოფინეს ეკონომიკურ კრიზისში. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ახალი ეპოქის" უმთავრესი საზრუნავი მდგომარეობს "ელექტრონული მთავრობის" მონაცემთა ბაზასთან ინტეგრაციაში. რეალურად, საკმაოდ გავრცელებულ და საყოველთაოდ გავრცელებულ ამ ტერმინში ჩანს ერთგვარი ევფემიზმი და ნიღაბი, რადგან არსებითად მსოფლიო ელექტრონულ დიქტატურასა და ტირანიაზეა ლაპარაკი.

მიზანი გახლავთ სახალხო პროტესტის მინიმალიზაცია, გონებისა და სინდისის "მიძინება", მატერიალიზმისა და ეგოიზმის წაქეზება. არსებითად ეს იქნება ჩვენი დიდებული ერის მზაკვრული ექსპლოატაცია, რაც მას არ უხილავს მისი სამიათასწლოვანი ისტორიისა და კულტურის განმავლობაში. ის უეცრად აღმოჩნდება მსოფლიო ელექტრონული მთავრობის ხახაში.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მოქალაქის ბარათში, რომელთანაც ელექტრონულად იქნება დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურეობის ფორმები, თანდათანობით ინკორპორირეული იქნება პიროვნების საიდენტიფიკაციო ნომერი, ერთიანი სოციალური ბარათი, ნომერი არჩევნებში მონაწილეობისთვის, პასპორტი, სხვადასხვა სახის მოსაკრებელი და ჯანმრთელობის მონაცემები (სამედიცინო მონაცემთა ელექტრონული ბაზა), რათა მოქალაქემ შესძლოს ყველგან მიიღოს მომსახურეობა ყოველგვარი ბიუროკრატიის გვერდის ავლით. მომავალში ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ელექტრონული "ხელმოწერების" დამკვიდრება...

ცხადია, ჩვენ მივესალმებით ყველა სახელმწიფოებრივი მომსახურეობის კომპიუტერიზაციას იმ მიზნით, რათა გაუქმდეს ბიუროკრატია. მაგრამ, უკიდურესად ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ მონაცემთა ყველა ბაზის შეერთების შემდეგ, მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების გამუდმებული სრულყოფა.

ელექტრონულ აღრიცხვას, როგორი მოხერხებულიც უნდა იყოს ის, მაინც მივყავართ საშინელ და არაადამიანურ საპყრობილემდე, რომელიც იქნება უმძიმესი, რადგან მმართველობა დაეკისრება მათ, ვინც დღეს გვაქცევს ეკონომიკური კრიზისის მარწუხებში.

ჩვენ ყველას გვესმის ის უდიდესი საფრთხე, რომელიც გველის. დღეს ჩვენ ვდგავართ საბერძნეთის პარლამენტის წინ იმისთვის, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ შედეგებზე, რომელსაც ელექტრონული მთავრობის არჩევა მოგვიტანს. ეს იქნება ჩვენი მშვენიერი, ღმერთკაცობრივი კულტურის გადაშენება.

აშშ-ს 25 შტატი ეწინააღმდეგება მოქალაქის ბარათის დამკვიდრებას. ინგლისის მოქალაქეებმა არა მარტო შეიგნეს და მიხვდნენ, რომ ამგვარი დოკუმენტის მიღება მათ მიიყვანს ელექტრონულ საპყრობილემდე, სადაც დარღვეული იქნება ადამიანის ყოველგვარი უფლება და უარი თქვეს მოქალაქის ბარათის მიღებაზე, რაც გამოიხატა შესაბამისი კანონის გაუქმებით. მათ ასევე საკუთარი მთავრობისგან მოითხოვეს ასი დღის განმავლობაში მონაცემთა ბაზიდან წაეშალათ ყველა მათი პერსონალური მონაცემი.

გერმანიის მოქალაქეები ეროვნული ტელევიზიით აკვირდებოდნენ ხაკერებს, რომლებმაც, სატელევიზიო-საინფორმაციო ცნობების მიხედვით, გატეხეს გერმანელი მოქალაქის ბარათის კოდები, აიღეს ორი თითის ანაბეჭდი და ექვსნიშნიანი კოდი, რომელიც თან ერთვის ბარათის მფლობელის ციფრულ ხელმოწერას. ამით, ხაკერებმა დაამტკიცეს ელექტრონული ბარათების არასაიმედოობა მასში პერსონალური მონაცემებისა და ფულადი ანგარიშების შენახვის თვალსაზრისით.

რუმინეთში ერთმა მცხოვანმა, მამა იუსტინე პირვამ, მიაწოდა რა თავისი ქვეყნის მოსახლეობას ინფორმაცია ელქტრონული ბარათების შესახებ და მხარი დაუჭირა რა რუმინელ მორწმუნეებს, აარიდა მათ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობების შემოტანა.

დიდება ღმერთს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ბევრია შეგნებული ადამიანი. ორმოცი მიტროპოლიტი, მრავალი მღვდელმსახური და ბერი გამუდმებით აძლევს ინფორმაციას ჩვენს მართლმადიდებელ მოსახლეობას. ამრიგად, საკითხმა მოქალაქის ბარათის შესახებ მიიღო ფართო მასშტაბები.

ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი ფხიზლობს და ელოდება მეტად მნიშვნელოვან და ღმრთითშთაგონებულ გადაწყვეტილებას...

თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ უარი უთხრათ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკს. შემოგვიერთდით, ეს ხომ თქვენს ინტერესებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას გველოდება ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი ენით აუწერელი და წარმოუდგენელი სატანჯველებით.

თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ანტიქრისტეს ბილწი რიცხვი - 666. მაშინ ჩვენი ღმერთი, ერთიანი სამება გაგვიწევს დახმარებას და ჩვენი ერის ისტორიაში, კიდევ მოგვამადლის საღმრთო შეწევნას.

მოდი, ყველამ, - მმართველებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა, - შევინანოთ ჩვენი ცოდვები ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს წინაშე, რომელიც უეჭველად გაგვამარჯვებინებს და გაგვახარებს მის დაუსრულებელ სასუფეველში. ამინ

მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი ათენში.
6 თებერვალი, 2011 წ.


საბერძნეთის პოლიციელები უარს
აცხადებენ ელექტრონული პასპორტების მიღებაზე

30.10.2010


იერონიმე II
მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა

ეკლესია მთლიანად მხარს უჭერს ისეთ მოქმედებას, თუნდაც მოძრაობას, რომელიც ემსახურება ადამიანის პიროვნების თავისუფლებას და მისი უფლებების დაცვას, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოხატული, განაცხადა ათენის არქიეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმემ პოლიციელებთან შეხვედრისას, რომლებმაც არ მიიღეს ახალი პირადობის მოწმობები. არქისაეპისკოპოსოში პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრა შედგა არქიეპისკოპოს იერონიმეს ინიციატივით. მან აგრეთვე პასუხისმგებლობით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის მოძრაობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოებშია, ყოველთვის პოვებს ეკლესიიდან თანხმობასა და ურთიერთგაგებას. უნეტარესმა იერონიმემ ხაზი გაუსვა, რომ საკითხი სათანადოდ იქნება განხილული წმიდა სინოდის კრებაზე.


საბერძნეთი ელექტრონული პასპორტების შემოღების წინააღმდეგ!
12.12. 2010

“იერონიმე, გამოხატე შენი პოზიცია”, ისმოდა მორწმუნეთა შეძახილი ელექტრონული პასპორტების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ”მოვიდა დრო განვდევნოთ ყველა, ვინც არაქრისტიანულ საზოგადოებას აყალიბებს!”


ათასობით კაცი დაესწრო მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელიც აპროტესტებდა “მოქალაქის ელექტრონული ბარათის” შემოღებას. მომიტინგეები შუადღისთვის დაიძრნენ ათონის საეპისკოპოსო რეზიდენციისკენ, მათ ხელში ეჭირათ ბიზანტიური და ბერძნული დროშები და პლაკატები წარწერით “მასონები შორს საბერძნეთიდან”, “იერონიმე გაიღვიძე, ნუ გძინავს”, “ხელები შორს საბერძნეთისგან”. განუწყვეტლივ იგალობებოდა საეკლესიო საგალობელნი, მორწმუნენი მოითხოვდნენ, რომ ელადის კანონიკურმა ეკლესიამ უნდა დაიკავოს მყარი პოზიცია მოქალაქის ელექტრონული მოწმობებთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ არქიეპისკოპოს იერონიმეს რომ ხმამაღლა გამოეხატა და დაეკავებინა საბრძოლო პოზიცია.





ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან”
დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

კარიესი 22.4/5.5.2011
ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.2011


  ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს:

“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას.

რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.

ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით.

კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.

წყარო: http://orthodox-watch.blogspot.com/2011/05/blog-post_9352.html


Комментариев нет:

Отправить комментарий