ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 апреля 2014 г.

რუსი დეპუტატები მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას ითხოვენ

ავტორი: ლილუ მიროტაძე
10 აპრილი, 2014.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა გენერალურ პროკურორს იური ჩაიკას მიმართეს, რომლითაც მოითხოვენ, საბჭოთა კავშირის დაშლა უკანონოდ გამოცხადდეს და ყველა ჩინოვნიკი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. მიმართვის ავტორები „ედინაია როსიას" დეპუტატები ევგენი ფიოდოროვი და ანტონ რომანოვი, „კომუნისტური პარტიის" წევრები ივან ნიკიტჩუკი და ოლეგ დენისენკო და დეპუტატი მიხეილ დეგტიარევი არიან.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე სახელმწიფოს შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, ხელისუფლებამ კი მისი არსებობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მიმართვის ავტორები გორბაჩოვს სსრკ-ის სახელმწიფო საბჭოს შექმნაში ადანაშაულებენ, რომელიც კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული და სწორედ ამ ორგანომ მიიღო ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=22925


Комментариев нет:

Отправить комментарий