პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 15 აპრილს განიხილა კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელიც სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ამ კანონის მიღება ქვეყნისთვის დამღუპველია.
"ალია" "ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა:
- ბატონო ჯონდი, რა ნახეთ მაგ პროექტში ისეთი? ევროკავშირი ირწმუნება ჩვენ არაფერს გაიძულებთო...
- წინამდებარე კანონი აკანონებს ჰომოსექსუალის გაუკუღმართებულ სექსუალურ ორიენტაციას, როგორც ზნეობრივ ნორმას და კანონი მათ აძლევს საშუალებას, შევიდნენ სკოლამდელ დაწესებულებებში, განათლების სისტემაში, არმიაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სფეროში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
- გაგიმეორებთ, ევროსაბჭომ განცხადება გაავრცელა, უარყოფს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას ვინმე გვავალდებულებს და თქვენ გაქვთ რამე მტკიცებულება, რომ ასეთი სახით დაკანონდება?
- ეს არის სიტყვიერი არგუმენტი კანონპროექტის ავტორების და მე ვიმეორებ, თუ ეს არის ფასი, რომ გარყვნილება ნორმად დაკანონდება და ასეთი ადამიანები შევლენ განათლების სისტემაში, მაშინ ჩვენ ამ ფასის გადამხდელები არ ვართ, რადგან არ ვართ მზად ამისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, როდესმე ვიყოთ ამის გადასახდელად. ეს ნიშნავს იმას, რომ ზნეობაზე ვთქვათ უარი. ეს არის არა მარტო ზნეობრივი და მორალური დეგრადაციის მანიშნებელი, არამედ სრული ეროვნული დეგრადაციაც. ჩვენისთანა პატარა ერისთვის ეს არის დამღუპველი. მეტსაც გეტყვით, ეს ნორმა სულ რაღაც ერთი წლის წინათ მიიღეს ამერიკაში "დემოკრატებმა", დღემდე საშინელი ლანძღვისა და კრიტიკის ობიექტია ამის გამო "დემოკრატები" "რესპუბლიკელების" მხრიდან. ისმის კითხვა - 2 წლის წინათ არ იყო ამერიკა დემოკრატიული ქვეყანა? თუ ჩვენ უნდა გავუსწროთ ამაში ამერიკას? ჩვენ უნდა გავუსწროთ ამერიკას ჰომოსექსუალების გაპარპაშებაში?
- სხდომაზე რა გამოჩნდა, დაამტკიცებენ პროექტს?
- გეტყვით იმას, რომ უმრავლესობაშიც არაა ერთიანი აზრი ამასთან დაკავშირებით, ეს აშკარაა, ისინი დგანან მტკიცე ზნეობრივ პოზიციაზე, მაგრამ ამ კანონპროექტს ლობირებს არა ვახო ხმალაძე, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე. ამ მედასავლეთეებისთვის დასავლეთს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რელიგიას. ჩემთვის რელიგია არაა ევროპა და დასავლეთი. ჩემთვის ევროპა არის სახელმწიფო მოწყობის ერთ-ერთი წარმატებული მოდელი თავისუფალი სასამართლოთი, თავისუფალი ინსტიტუტებით და ჩვენ გვინდა ამ მოდელის გადმოღება იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის მოდერნიზაცია. ზნეობრივი მოდელის აქ შემოტანა, როგორიცაა გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაცია, ამ ხალხის შეშვება სკოლებსა და ბაღებში სრულიად სამარცხვინოა. მისი დაკანონება კი არა, განხილვაც კი სამარცხვინოა. ძალიან აქტიურია "რესპუბლიკური პარტია", მაგრამ ბევრი მოკავშირე გვყავს პარლამენტში და ვიმედოვნებ, რომ ამ კანონის მიღებას არ დავუშვებ.
ზნეობრივი დეგრადაციის ნორმების საკანონმდებლო დონეზე ლობირების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. არანაირი განსხვავება არაა ამ კუთხით. ამ ნორმით მარტო ერთქსესიანთა ქორწინება კი არ დაკანონდება, არამედ საბავშვო ბაღში ლესბოსელისა და გეის მუშაობაც. ან მეთაური რომ ჰომოსექსუალი იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ იმ არმიის საქმე? ან სასჯელაღსრულების სისტემაში ჰომოსექსუალთა მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ? გაიხსენეთ, ახლო წარსულში ციხის კადრები რომ გვიჩვენეს, სადაც სასჯელაღსრულების თანამშრომლები აუპატიურებდნენ პატიმრებს და ამას ჰქონდა მასობრივი სახე, მეტიც, 25 ათასზე მეტი გაუპატიურების ჩანაწერი აღმოაჩინა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის დროს და საქმეა ამაზე აღძრული. ვინ აკეთებდა ამას, ის, ვინც ჰომოსექსუალი იყო. აბა, კაცს ხომ არ მიუდის გული კაცისკენ სექსუალური თვალსაზრისით, რაც არ უნდა დავალება მისცენ? ყველა ეს დანაშაული ჩაიდინეს ჰომოსექსუალებმა. არ შეიძლება მათი მუშაობა ძალოვან სტრუქტურებში, არა. მეტიც, სამსახურიდან რომ გაათავისუფლო "ლგბტ" ადამიანი ცუდი მუშაობის, ან დაგვიანების გამო, წავა სასამართლოში და სასამართლო უპირობოდ აღადგენს. სამაგიეროდ იგივე მიზეზის გამო სხვა ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის დათხოვნა პრობლემა არ იქნება. ეს უარესი დისკრიმინაცია არაა? ეს კანონი მოახდენს ადამიანების მიდრეკილებას ამ გაუკუღმართებისკენ.
- რას აპირებთ, თუ პარლამენტმა ეს კანონი მიიღო?
- ჯერ ვხედავ, რომ არის პერსპექტივა ამ თემაზე მოლაპარაკებების პარლამენტში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ზნეობრივი საკითხები. ამას ვერაფრით დავუშვებთ ვერაფრის ფასად და ყველაფერს გავაკეთებთ მის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ამ ფასს არ გადავიხდით ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
რედაქციისგან: სხვათა შორის, სხდომაზე ჯონდი ბაღათურიასა და ვახტანგ ხმალაძეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ჯონდი ბაღათურია: როგორ წარმოგიდგენიათ, საბავშვო ბაღში დასაშვებია, აღმზრდელი იყოს ჰომოსექსუალი?
ვახტანგ ხმალაძე: ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ვთქვათ, ადამიანი არის არასტანდარტული სექსუალური ორიენტაციის, სად შეიძლება ამ ადამიანმა იმუშაოს? თქვენი აზრი მაინტერესებს.
ჯონდი ბაღათურია: კი, ბატონო, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იმუშაოს ბავშვებთან, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იმუშაოს სასჯელაღსრულების სისტემაში, თავდაცვის სისტემაში, დანარჩენი, სადაც უნდა, იმუშაოს.
ვახტანგ ხმალაძე: თქვენი პარტიის წევრი შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი?
ჯონდი ბაღათურია: ჩემი პარტიის წევრი ასეთი ადამიანი ვერ იქნება.
ვახტანგ ხმალაძე: არა, შეიძლება იყოს? თუ მოვიდა, მიიღებთ? და თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი წევრი არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, გარიცხავთ?
ჯონდი ბაღათურია: ჩვენს პარტიაში ასეთი ადამიანები არ მოდიან, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი პარტია ასეთი ადამიანების დისკრიმინაციის მომხრეა. არანაირად არ ვართ ამის მომხრე.
ვახტანგ ხმალაძე: პარტიაში შეიძლება იყვნენ?
ჯონდი ბაღათურია: ეს მათი უფლებაა... არ გვინდა, რა, ბატონო ვახტანგ, ცინიკურ ფორმაში გადატანა.
საინტერესოა, დავუშვათ და, მოგვიანებით რომც აღმოაჩინოს ბაღათურიამ ასეთი ადამიანი თავის პარტიაში, რატომ არ უნდა გარიცხოს? თუკი ადამიანი ტყუილით მოვიდა და დამალა, ვინ არის და რას წარმოადგენს, რატომ უნდა დაიტოვოს მატყუარა ადამიანი პარტიაში? მატყუარა მატყუარაა და რა მნიშვნელობა აქვს როგორი ორიენტაციისაა?
ჟანა ასანიძე, გაზეთი "ალია"

Комментариев нет:
Отправить комментарий