6.აპრილი.2014.
ანდერძში ასევე მითითებულია რომელი სოფლები და აგარაკები შესწირა ეკლესიას მელქისდეკ პირველმა. დღეიდან მცხეთას წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება.
საქართველოს პატრიარქის განცხადებით ხვალ ხარების დღესასწაული სწორედ წმინდა ქალაქ მცხეთაში აღინიშნება. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სვეტიცხოველში დილით 10:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს:"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში"- ბრძანა პატრიარქმა.
საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს მელქისედეკ 1 კათალიკოსის ანდერძი გააცნო, რომელიც 11-ე საუკუნეშია დაწერილი. ანდერძის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა.
ანდერძში ასევე მითითებულია რომელი სოფლები და აგარაკები შესწირა ეკლესიას მელქისდეკ პირველმა. დღეიდან მცხეთას წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება.
საქართველოს პატრიარქის განცხადებით ხვალ ხარების დღესასწაული სწორედ წმინდა ქალაქ მცხეთაში აღინიშნება. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სვეტიცხოველში დილით 10:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს:"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში"- ბრძანა პატრიარქმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий