04 აპრილი, 2014.
მომხმარებელთა ნაწილი რუსული წარმოების პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალური გვერდიც შეიქმნა, რომელსაც რამდენიმე დღეში ათასობით მოწონება აქვს.
რუსული პროდუქციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ერთ-ერთი აქტივისტი გაზეთ „Fineshel Times“-თან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების შემდეგ გადაწყვიტეს პროტესტი ბოიკოტის მეშვეობით გამოეხატათ. კობა ნაროუშვილის თქმით, ასეთი კამპანია უკვე დაწყებულია უკრაინაში და თუ სხვა ქვეყნებიც იგივეს გაიმეორეობენ, შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის საზიანო იქნება. მისივე თქმით, ბოიკოტის შედეგად რუსეთმა შესაძლოა ქართული ბაზარი დაკარგოს. ნაროუშვილის მტკიცებით, ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქციის ალტერნატივა არსებობს, ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა ყიდულობდეს ოკუპანტის წარმოებულ პროდუქტს.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ბრენდების 90% რუსულია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
http://reportiori.ge/?menuid=3&id=22179

Комментариев нет:
Отправить комментарий